სამსახურებრივი შეხვედრები დეკემბერში
2 დეკემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №134
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „ვინ მოუსმენს ჩვენს ცნობას?“ კითხვა-პასუხები. აღნიშნე საკითხები, რომლებიც მოცემულია 1988 წლის 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ის მე-5 გვერდზე (რუს.), თემაზე რატომ არის ჩვენი ცნობა მიმზიდველი.
20 წთ.: «როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ პუბლიკაცია „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“». განხილვა მსმენელებთან. ჩართე მაუწყებლები შეთავაზებების ინსცენირებისთვის. ყველას შეახსენე, რომ სანამ შევთავაზებდეთ ბავშვს ლიტერატურას ან შესწავლას, მშობლებისგან უნდა მივიღოთ ნებართვა.
სიმღერა №75 და დამამთავრებელი ლოცვა.
9 დეკემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №100
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ხანდაზმულებისთვის დახმარება მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად. მრავალ ერთგულ ხანდაზმულ მაუწყებელს ძლიერი სურვილი აქვს კრებასთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ფიზიკურად არიან შეზღუდულები, ასაკისა თუ სუსტი ჯანმრთელობის გამო. არის სხვადასხვა საშუალება, რითაც შეგვიძლია გამოვავლინოთ ყურადღება ისე, რომ ჩავრთოთ ისინი მსახურების ჯგუფებში: შესთავაზე, რომ ტრანსპორტირებით დაეხმარები; ორგანიზება გაუწიე, რომ მათ დაბალსაფეხურიანი კიბეების მქონე შენობებში იმსახურონ; აარჩიე მათ სახლებთან და ტრანსპორტის გაჩერებებთან ახლოს მდებარე უბნები, რათა შორს არ მოუწიოთ სიარული; შესთავაზე დახმარება განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიური შესწავლებისთვის; უთხარი, რომ წაიყვან სახლში, როდესაც იგრძნობენ, რომ აღარ შეუძლიათ მსახურების გაგრძელება. ხანდაზმულები მადლიერნი არიან შეთავაზებული დახმარებისთვის. აღნიშნე სხვა საშუალებები, რომლითაც მსგავს ყურადღებას ადგილობრივად ავლენთ. განიხილე, თუ როგორ გაუწიეს უხუცესებმა ორგანიზება ხანდაზმულების დახმარებას 1995 წლის საოლქო კონგრესის დრამაში „პატივი ეცი ღირსეულებს ხანდაზმულ ასაკში“.
20 წთ.: „განმეორებითი მონახულებებით დაეხმარე ადამიანებს“. სამი ან ოთხი მაუწყებელი განიხილავს განმეორებითი მონახულებების მნიშვნელობას. ხაზი გაუსვით, რომ მიზანი — შესწავლის დაწყებაა. ჩართე მაუწყებლები შეთავაზებების ინსცენირებისთვის. კომენტარისთვის აუდიტორიას მიმართე, თუ 1) როგორ დაეხმარათ შეთავაზებები ინტერესის აღსაძვრელად, 2) როგორ შეესაბამებოდა გამოყენებული მუხლები განხილულ მასალას, 3) განმეორებითმა მონახულებებმა, როგორ წარმოშვა ბუნებრივად პირველი საუბარი, და 4) როგორ იქნა შეთავაზებული შესწავლა.
სიმღერა №197 და დამამთავრებელი ლოცვა.
16 დეკემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №209
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეთავაზე ზოგიერთი რჩევა, თუ როგორ უპასუხონ სადღესასწაულო მისალმებებს ტაქტიანად. განიხილე შეკითხვების ყუთი.
15 წთ.: „წარვდგეთ მოხალისეებად“. კითხვა-პასუხები. ჩართე კომენტარები წიგნიდან: „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურების შესასრულებლად“ მე-9 თავი (რუს.).
20 წთ.: „გავიხაროთ ღვთისგან მოცემული ზრდით“. ენთუზიაზმით აღსავსე მოხსენება უხუცესის მიერ. მოიხსენიე შემთხვევები ან ზრდა მოცემულ ქვეყნებში, როგორც ნაჩვენებია მიმდინარე „წელიწდეულში“.
სიმღერა №41 და დამამთავრებელი ლოცვა.
23 დეკემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №93
10 წუთი.: ადგილობრივი განცხადებები. მიმდინარე ჟურნალებიდან აღნიშნე ზოგი სასაუბრო საკითხი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება მსახურებაში ამ კვირაში. აცნობე სპეციალური სამქადაგებლო მსახურების ღონისძიებები 1-ლი იანვრისთვის, რადგან დღესასწაულია.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები. ან უხუცესი წარმოთქვამს მოხსენებას, რომელიც დაფუძნებულია სტატიაზე — „პენსიაში გასვლა — თეოკრატიული მსახურებისთვის გახსნილი კარები?“ 1996 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკიდან“ (რუს.). გვ. 24, 25.
20 წთ.: „თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაწერა“. სკოლის ზედამხედველის მოხსენება. წარადგინე ადგილობრივი ჩაწერის სტატისტიკა და ყველა, ვისაც შეუძლია, გაამხნევე, ჩაეწერონ. განიხილე მოსწავლის დავალებების მითითებები, რომლებიც მოცემულია „თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმაში 1997 წლისთვის“.
სიმღერა №166 და დამამთავრებელი ლოცვა.
30 დეკემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №223
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. თუ თქვენმა კრებამ ახალი წლიდან უნდა შეიცვალოს შეხვედრების დრო, თავაზიანად გაამხნევე, რითაც მოუწოდებ, რომ ყველამ გააკეთოს საჭირო ცვლილებები და კრების ახალი დროის მიუხედავად, შეინარჩუნონ მასზე რეგულარული დასწრება.
20 წთ.: „დროული დახმარება“. კითხვა-პასუხები. აღნიშნე სასარგებლო ღირსშესანიშნავი პუნქტები თითოეული ახალი პუბლიკაციიდან.
15 წთ.: განიხილე ლიტერატურის შეთავაზება იანვარში. შეთავაზე წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ბროშურის „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ გამოყენებით მოკლედ განიხილე შეთავაზებები, რომლებიც შეესაბამება წიგნს. ინსცენირება გაუკეთე ერთ ან ორ შეთავაზებას.
სიმღერა №137 და დამამთავრებელი ლოცვა.