იეჰოვას მოწმეების 1997 წლის საოლქო კონგრესი „ღვთის სიტყვის რწმენა“
1 „ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია“ (ფსალმ. 83:11). როდესაც ფსალმუნმომღერალი თაყვანს სცემდა იეჰოვას ტაძარში, მას შეეძლო ეგრძნო ყოვლადძლიერი ღვთის თანდასწრება. როდესაც ერი გროვდებოდა წლიური დღესასწაულისთვის და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ავსებდნენ იერუსალიმს, ისრაელები გრძნობდნენ საამურ ურთიერთობას, რამეთუ ისინი ტაძრის ეზოში იკრიბებოდნენ. ეს მათ შეახსენებდა ეროვნულ ერთიანობას, როგორც ერთადერთი ხალხის, რომელსაც იეჰოვა აჯილდოებდა კურთხევითა და კეთილგანწყობილებით. ყოველწლიურად ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, გავიზიაროთ ერთიანობის მსგავსი გრძნობები და სიხარული ათასობით ჩვენს და-ძმებთან. დღეს ყოველწლიური საოლქო კონგრესები წარმოადგენენ იეჰოვას ერთ-ერთ საშუალებას, რომ შეკრიბოს თავისი ხალხი დასამოძღვრად და ურთიერთობისთვის.
2 დღესასწაულების განმავლობაში იეჰოვას ურიცხვ ხალხზე საზრუნავად, რომლებიც ცხოვრობდნენ იერუსალიმში და მის გარშემო, მოითხოვებოდა ორგანიზება. მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნება უეჭველად მოითხოვდა მითითებების მიცემას დაბინავებასთან, შეხვედრის დროსთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით. რამდენადაც ეს საკითხები დაკავშირებული იყო ჭეშმარიტ თაყვანისცემასთან, ისრაელები სიხარულით მიჰყვებოდნენ ამ მითითებებს (ფსალმ. 41:5; 121:1).
3 დაბინავების ახალი ღონისძიება. საოლქო კონგრესზე დამსწრე ათასობით პიროვნების დაბინავება ყოველთვის დიდი საქმეა. კონგრესის დაბინავების განყოფილება ყოველთვის მოხარულია დაეხმაროს ძმებს საკუთარ სახლებში, სკოლებში ან სხვა მასობრივ საერთო საცხოვრებლებში დაბინავებით. ზოგჯერ შესაძლებელი იყო, კონგრესის დელეგატების დაბინავება სასტუმროებსა და სასტუმროს მსგავს საერთო საცხოვრებლებში (როგორიცაა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები). ყველა ამ შემთხვევაში დელეგატებისგან მოელოდნენ, რომ დაფარავდნენ კონგრესის განმავლობაში მათი დაბინავებისათვის ფინანსურ ღირებულებას. უკანასკნელ ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიებში საოლქო კონგრესები ცხოვრების ნაწილი გახდა. როცა საოლქო კონგრესზე დასწრებას გეგმავ, მხედველობაში უნდა მიიღო, თუ რამდენი თანხაა საჭირო ტრანსპორტირებისთვის, რომ მიაღწიო კონგრესის ადგილს, საკვებისათვის გზისა და კონგრესის განმავლობაში და დაბინავებისთვის. მრავალ ჩვენს ძმასა და დას სურს, რომ მათი ოთახები ან სახლები იყოს გამოყენებული კონგრესის დელეგატებისთვის. ისინი თმობენ თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს, ძალისხმევასა და ხშირად ფულს, რომ მიიღონ სტუმრები. მაგრამ მათგან არ უნდა მოველოდეთ, რომ ისინი უზრუნველგვყოფენ ტრანსპორტირებით კონგრესის ადგილამდე და უკან. ეს თითოეული დელეგატის მოვალეობაა. უმეტეს შემთხვევაში საერთო საცხოვრებლებში არ არის შხაპი ან სხვა კეთილმოწყობილობა, მაგრამ იაფი შეიძლება იყოს. ამ მხრივ ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა ადგილები იქნება ხელმისაწვდომი ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. სადაც არ უნდა დავრჩეთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მოვიქცეთ სწორად და პატივი ვცეთ სხვების საკუთრებას.
4 რათა ყველას დაეხმაროს დაბინავებაში და გააადვილოს დაბინავების ოპერაციები, საზოგადოების ფილიალმა გადაწყვიტა, წელს ახლებურად მიუდგეს დაბინავების საკითხს მათთვის, ვინც დაესწრება საოლქო კონგრესებს სახელწოდებით „ღვთის სიტყვის რწმენა“. ეს ახალი ღონისძიება მეტი არჩევნის საშუალებას მოგცემს, თუ კონგრესის დროს სად დაბინავდე ღამის განმავლობაში. ამ ღონისძიებას რომ ჩასწვდე და სრულად ითანამშრომლო, შემდეგი ინფორმაცია დამხმარე უნდა იყოს (რომ. 8:28).
5 კვალიფიცირებულმა ძმებმა უკვე მიმართეს დასაბინავებელ ადგილებს, სასტუმროების ჩათვლით, კონგრესის ქალაქებში და მოელაპარაკნენ საუკეთესო ტარიფებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა დამსწრესათვის კონგრესზე. მათ განიხილეს, რომ სასტუმროებსა და სხვა საერთო საცხოვრებლებს შეუძლიათ გამოყონ ოთახები სხვადასხვა შენობებში მხოლოდ მათთვის, ვინც განაცხადებს, რომ იეჰოვას მოწმეა ან იეჰოვას მოწმეთა კონგრესის დელეგატი.
6 რა უნდა გააკეთო: სამსახურებრივ შეხვედრაზე, რომელიც 6 იანვრიდან დაწყებულ კვირაში ჩატარდება, საზოგადოების მითითების თანახმად საოლქო კონგრესზე თქვენი დანიშვნის წერილი წაკითხული უნდა იქნეს კრებისთვის. ადგილობრივი დაბინავების განყოფილების მიერ გამოგზავნილი ადგილების სია, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენი კონგრესისთვის, გამოკრული იქნება კრების საინფორმაციო დაფაზე, შეხვედრის დამთავრების შემდეგ. ახლა შენ უნდა აირჩიო, თუ როგორი ადგილი გსურს და შეატყობინო კრების მდივანს შენი არჩევნის შესახებ. თუ შენ გსურს, დაბინავდე საერთო საცხოვრებელში, კრების მდივანი მოგცემს ბლანკს „განაცხადი ბინით დაკმაყოფილების შესახებ“. შენ უნდა შეავსო ეს ბლანკი და დაუბრუნო მდივანს, შემდეგ ის გააგზავნის კონგრესის დაბინავების განყოფილებაში. მდივანი წერილობით მიმართავს კონგრესის დაბინავების განყოფილებას და შეატყობინებს, თუ რამდენი ადგილია საჭირო სასტუმროებში. ეს შესაძლებლობას მისცემს დაბინავების განყოფილებას, მოლაპარაკება გამართოს სასტუმროებთან ადგილების დაჯავშნასთან დაკავშირებით. მოგვიანებით თქვენს კრებას გამოეგზავნება შემოთავაზებული სასტუმროებისა და მისი მსგავსი საერთო საცხოვრებლების სია. როგორც კი მიიღებს თქვენი კრება ამ სიას, მათ, ვისაც სურთ ამგვარი ტიპის ადგილები, უნდა აარჩიონ ის შენობა, სადაც სურთ დაბინავება. შემდეგ მათ უნდა დარეკონ სასტუმროში, რათა გააგებინონ, რომ ისინი არიან იეჰოვას მოწმეები ან იეჰოვას მოწმეების კონგრესზე დამსწრე დელეგატები. ასეთი მოქმედება შესაძლებლობას მისცემს მათ, დაეთანხმონ შეთავაზებულ ფასზე.
7 დაუყოვნებლივ უნდა დაჯავშნოთ ადგილი, ვინაიდან თუ ბოლო წუთებში გააკეთებთ, ეს ორ პრობლემას გამოიწვევს დაბინავების განყოფილებისთვის. პირველი, შეუძლებელია დაბინავების კომიტეტისთვის იმის განსაზღვრა, თუ როდისაა საჭირო დამატებითი ადგილები. მეორე, რამდენადაც კონგრესისთვის ყველა დაჯავშნა უნდა მოხდეს კონკრეტულ ვადამდე, შეიძლება აღარ იყოს ადგილების საშუალება მათთვის, ვინც დიდხანს არ აკეთებს დაჯავშნას.
8 თუ ჩამოთვლილ სასტუმროებში არც ერთი ოთახი არ არის თავისუფალი, ამის შესახებ შეატყობინე კრების მდივანს და ის დაუკავშირდება დაბინავების კომიტეტს იმ ტელეფონის ნომრით, რომელიც მოცემულია სიის თავში. ძმები დაბინავების განყოფილებიდან ითანამშრომლებენ სასტუმროებთან, რომ უზრუნველყონ დამატებითი ოთახები. და შემდეგ ახალი სია გამოეგზავნება თქვენს კრებას. გთხოვთ, დაელოდოთ ახალ სიას სასტუმროში ადგილის დასაჯავშნად. როდესაც ჯავშნით ადგილს, ყოველთვის ჰკითხეთ დამოწმებისთვის რეგისტრაციის ნომერი. წარუდგინეთ დამოწმებული ნომერი, როდესაც ჩერდებით სასტუმროში.
9 სასტუმროებში დეპოზიტების გაგზავნა: ადგილი რომ გარანტირებული გქონდეს, შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული რაოდენობის თანხის გაგზავნა (ჩვეულებრივ დაბინავების პირველი დღეების გარკვეული პროცენტი). არ გირჩევთ ამ ნაღდი თანხის გაგზავნას ფოსტით. ის შეიძლება იყოს გაძარცული და არავითარი მტკიცება არსებობდეს, რომ შენი ფული მიღებული იყო. რამდენადაც დაჯავშნის საკითხები სხვადასხვა ადგილებში განსხვავდება, თქვენ უნდა მიჰყვეთ იმ მითითებებს, რომელსაც კონგრესის დაბინავების განყოფილება მოგაწვდით. თითოეული ოთახი დაჯავშნული უნდა იყოს მისი სახელით, ვინც დაიკავებს მას მოგვიანებით.
10 რა თქმა უნდა, თუ კონგრესის განმავლობაში პრობლემები წამოგეჭრებათ იმ ადგილთან, სადაც რჩებით, გთხოვთ, რომ შეატყობინოთ დაბინავების ადგილობრივ განყოფილებას კონგრესზე. ნებისმიერი სიძნელეებისთვის, რომელიც შენ გქონდა კონგრესამდე ან მის შემდეგ, შეგიძლია მიმართო დაბინავების განყოფილებას იმ მისამართისა და ტელეფონის გამოყენებით, რომელიც მოცემულია შემოთავაზებული ბინების სიის თავზე. დეტალურად აღწერე სიძნელე იმ ზომების ჩათვლით, რომელიც მიიღე ამ საქმის გასაუმჯობესებლად, რათა ძმებმა შეძლონ დახმარება.
11 განსაკუთრებული საჭიროებები: საზოგადოების ბლანკი „განაცხადი განსაკუთრებული საჭიროებებისას ბინით დაკმაყოფილების შესახებ“ შეიძლება მოგეცეს მაშინ, თუ სამაგალითო ხარ კრებაში და გაქვს განსაკუთრებული საჭიროება, რომელზეც ვერ იზრუნებს ადგილობრივი კრება. მაშინ შენ შეგიძლია ითხოვო ადგილი კონგრესის დაბინავების კომიტეტის მეშვეობით. ასეთი უზრუნველყოფა მხოლოდ სამაგალითო მაუწყებლებისთვისაა, ასევე მათთვის, ვისაც კარგი ყოფაქცევის მქონე ბავშვები ჰყავთ, რომლებიც კრების სამსახურებრივი კომიტეტის მიერ არიან მოწონებული. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პიროვნებები ჩვენი ძმები და დები არიან და გვსურს, დავეხმაროთ მათ.
12 ხანდაზმულმა, უძლურმა, სრული დროით მსახურმა ან სხვა პირებმა შეიძლება მოითხოვონ კონგრესზე დასასწრებად დახმარება. ნათესავებს, უხუცესებსა და სხვებს, რომლებმაც იციან მათი განსაკუთრებული პირადი ვითარებები, შეუძლიათ სიყვარულით გააკეთონ აუცილებელი ღონისძიებები ისე, რომ ოჯახისა და კრების ეს ვალდებულებები არ დაეკისროს კონგრესის ორგანიზაციას (შეადარე 1-ლი ტიმოთე 5:4). ასეთი თხოვნა უნდა გაეგზავნოს დაბინავების განყოფილებას რაც შეიძლება მალე. კონგრესის დაბინავების განყოფილება იმოქმედებს, რომ უზრუნველყოს ბინით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ისეთი პირები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა და ვერც კრების სხვა წევრები იზრუნებენ მათზე. ასეთებს შეუძლიათ სთხოვონ კრების მდივანს ბლანკი „განაცხადი ბინით დაკმაყოფილების შესახებ“ და ამჯერად აუხსნიან თავიანთ სიტუაციას. ასეთი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პიროვნებებისთვის ამ ბლანკზე მარჯვენა ზემო მხარეზე უნდა აღინიშნოს „განსაკუთრებული საჭიროებები“. მათ უნდა შეავსონ ის და დაუბრუნონ მდივანს, რათა შემოწმდეს რამდენად სრულად და ზუსტადაა შევსებული და აგრეთვე ვითარების დასამოწმებლად. თუმცა ის გაუგზავნის ამ წერილს კონგრესის დაბინავების განყოფილებას, მაგრამ პიროვნებას მისი დაბინავების შესახებ შეატყობინებს პირდაპირ დაბინავების განყოფილება. როგორც სახლები, აგრეთვე სასტუმროები იქნება გამოყენებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თავიანთი ვითარების მიხედვით. გთხოვთ გახსოვდეთ, რომ კონგრესის დროს კერძო სახლები ჩვეულებრივ გამოყენებული იქნება მათთვის, ვისაც მცირე რაოდენობის თანხა აქვთ და რომლებიც ნამდვილ სიძნელეებს წააწყდებიან, თუ არ იქნება შეთავაზებული ასეთი სახლი. ეს ადგილები არ იქნება განკუთვნილი მათთვის, ვისაც უფასო ან იაფფასიანი ოთახები ფულის დასაზოგად სურთ შვებულებისთვის ან ასე შემდეგ. აგრეთვე პირადი სახლები მხოლოდ კონგრესის პერიოდისთვისაა. არ იქნება სწორი, რომ დავეყრდნოთ ჩვენი ძმების სტუმართმოყვარეობას და მოველოდეთ, რომ დელეგატებს დამატებით დღეებზეც დაიტოვებენ, რათა შვებულების მცირე ნაწილი გავატაროთ კონგრესამდე ან მის შემდეგ ახლომდებარე ადგილებში.
13 სხვა კონგრესზე დასწრება: თითოეული კრება დანიშნულია ტერიტორიულად უახლოეს კონგრესზე. კონგრესზე განაწილებული მაუწყებლების რაოდენობის მიხედვით საზოგადოება ადგენს დამსწრეებს, რათა ორგანიზება გაუწიოს საკმარის დასასხდომს, ბინას, ლიტერატურას და ასე შემდეგ. თუ შენ უნდა დაესწრო სხვა კონგრესს, დაგჭირდება დაბინავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. თუ ასეა, მაშინ კრების მდივანს უნდა სთხოვო, მოგაწოდოს იმ კონგრესის მთავარი განყოფილების მისამართი, რომელსაც დაესწრები. დარწმუნდი, რომ წერილი ჩადე მარკიან კონვერტში, სადაც მითითებული გაქვს საკუთარი მისამართი და შენი სათხოვარი შემოთავაზებული ბინების მიმდინარე სიისთვის ან დამატებითი ინფორმაციის შესახებ, რომელიც დაგჭირდება. თუ იმ ქალაქში ერთზე მეტი კონგრესი ტარდება, დარწმუნდი, რომ მიუთითე იმ კონგრესის თარიღები, რომელსაც დაესწრები.
14 დასკვნა: ყოველწლიურად საოლქო კონგრესების შემდეგ საზოგადოებაში მიღებული წერილები დიდად ამოწმებს, რომ ჩვენი ძმები და დები აფასებენ მათთვის მოწყობილ ღონისძიებებს. არ ვართ მადლიერნი იეჰოვასი მისი დახმარებისთვის?
15 ყველასთვის ნათელია, რომ იეჰოვა მხარს უჭერს წლიური კონგრესების ღონისძიებებს. რამდენადაც ძმების უმეტესობის გამგზავრება საოლქო კონგრესებზე მოითხოვს ოთახებს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა სათანადოდ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებებს. რამდენადაც ეს საკითხები ეხება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, ჩვენ სიხარულით უნდა მივყვეთ მოცემულ მითითებებს. იმის ჩვენებით, რომ ვართ „მცირედში ერთგული“ საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ის დიდი კურთხევები, რომლებიც ელოდება მათ, ვინც იეჰოვას უყვარს (ლუკ. 16:10).
16 ესაიას 33:20 ამბობს: „შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს“. ჩვენ მხოლოდ უნდა წარმოვიდგინოთ, თუ უამრავი ხალხი როგორ ავსებდა იერუსალიმს და მზადყოფნით როგორ ეხმაურებოდნენ იეჰოვას ბრძანებას ‘სულ მხიარული იყავი’ (რჯლ. 16:15). ჩვენი წლიური კონგრესები დიდ საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ღვთიური მითითებები და ძმებთან და დებთან თბილი ურთიერთობით დავტკბეთ. დაე იეჰოვამ აკურთხოს შენი ძალისხმევა, რომელსაც ახმარ, რომ მოემზადო და დაესწრო 1997 წლის საოლქო კონგრესების სერიას, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის რწმენა“!
[ჩარჩო 6 გვერდზე]
პროგრამის განრიგი
პარასკევი და შაბათი
9.30 — 16.50
კვირა
9.30 — 15.50