რატომ აკეთებენ ისინი ამას?
1 ქრისტეს შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ‘ღვთის სახლის შური დაღრღნიდა მას’ (ფსალმ. 68:10). იესო იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობამ აიძულა, რომ მსახურება პირველ ადგილზე დაეყენებინა (ლუკ. 4:43; იოან. 18:37). დღეს იგივე მოშურნეობა აღძრავს იეჰოვას მსახურებს ჭეშმარიტების დასამოწმებლად. გასულ სამსახურებრივ წელს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად საშუალოდ 645 509 პიროვნება ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა სახის პიონერულ მსახურებაში. ღმერთზე მიძღვნის გათვალისწინებით ყოველმა ჩვენგანმა ლოცვით უნდა აწონ-დაწონოს, შეუძლია თუ არა ვითარებების ისე ორგანიზება, რომ იმსახუროს დამხმარე ან სრული დროით პიონერად (ფსალმ. 109:3; ეკლ. 12:1; რომ. 12:1).
2 განსაკუთრებულად მატერიალისტურ სისტემაში ცხოვრების გამო ბევრს უჭირს იმის გაგება, თუ რატომ მსახურობს ვინმე ასე გულმოდგინედ იმისათვის, რასაც არც ფულადი სარგებლობა მოაქვს და არც დიდება. რატომ აკეთებენ პიონერები ამას? მათ იციან, რომ ისინი მონაწილეობენ სიცოცხლისგადამრჩენ საქმეში. იეჰოვასადმი და მოყვასისადმი დიდი სიყვარულით აღძრულებს ღრმად აქვთ შეგნებული პირადი ვალდებულება, დაეხმარონ სხვებს გადარჩენაში (რომ. 1:14–16; 1 ტიმ. 2:4; 4:16). პიონერმა ცოლ-ქმარმა მართებულად შენიშნა: „რატომ ვართ პიონერები? რით გავიმართლებდით თავს იეჰოვას წინაშე, პიონერები რომ არ ვყოფილიყავით?“
3 სხვა დამ პიონერობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ დაწერა: „მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, გვეცხოვრა მხოლოდ ერთ შემოსავალზე, რაც ნიშნავდა, გვეცხოვრა არააუცილებელი საგნების გარეშე. თუმცა, იეჰოვა უხვად გვაძლევს კურთხევებს, არასოდეს გვტოვებს სიღარიბეში ან გაჭირვებაში. . . ცხოვრების ნამდვილი მიზეზი ვიპოვე — დავეხმარო სულიერად ღარიბებს, გაიგონ, რომ იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი, არ არის შორს მათგან, ვინც ეძებს მას“. პიონერები ხედავენ დროის გადაუდებლობას და კმაყოფილდებიან არსებობისთვის აუცილებლით იმ დროს, როცა გულწრფელად ეძებენ სულიერი საუნჯის შეძენას, რომელიც მარადიულად რჩება (1 ტიმ. 6:8, 18, 19).
4 თუ პირადი ვითარებები ნებას გრთავს, რატომ არ შეუერთდებოდი ასიათასობით პიონერ და-ძმას მთელი მსოფლიოს მასშტაბით? ამგვარად შენც შეძლებ, განიცადო იგივე სიხარული.