სამსახურებრივი შეხვედრები სექტემბერში
1-ლი სექტემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №26
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „პირველ ადგილზე დააყენე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები“. კითხვა-პასუხები. თუ დრო საშუალებას გაძლევს, მოიხსენიე საკითხები სტატიიდან „ძალიან დაკავებული ხარ?“ 1996 წლის მაისის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 7.
20 წთ.: „სხვებსაც გაუზიარე „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. პირველსა და მე-6—მე-8 აბზაცებზე დაფუძნებული მოხსენება. გააკეთე მე-2—მე-5 აბზაცების დემონსტრირებები. ყურადღება გაამახვილე, რომ მხედველობაში უნდა გვქონდეს მოწაფეების მომზადება და შესწავლების დაწყების მიზნის მიღწევა.
სიმღერა №107 და დამამთავრებელი ლოცვა.
8 სექტემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №27
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
10 წთ.: კითხვა-პასუხებით განიხილე დანართი „შეინარჩუნე გაწონასწორებული თვალსაზრისი კომპიუტერულ ტექნიკაზე“. წაიკითხე ძირითადი აბზაცები, როგორებიცაა 4–8 და 12, 13, თუ დრო ნებას გრთავს.
10 წთ.: „ბიბლიური შესწავლები, რომლებიც მოწაფეებს ამზადებს“. მოხსენება.
15 წთ.: უხუცესი 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან განიხილავს ნაწყვეტს — „შემსწავლელები აღძარი მიძღვნისა და ნათლობისკენ“ (აბზ. 20–22) — გამოცდილ მაუწყებლებთან, რომლებიც შესწავლებს ატარებენ.
სიმღერა №109 და დამამთავრებელი ლოცვა.
15 სექტემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №30
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: კარგად გამოიყენე ვიდეოკასეტები. განიხილე საზოგადოების ვიდეოკასეტების გამოყენებასთან დაკავშირებული რჩევები და მოყევი ადგილობრივი შემთხვევები, რომლებიც აჩვენებენ, როგორ შეიძლება ვიდეოკასეტების სასარგებლოდ გამოყენება ოჯახსა და მსახურებაში.
20 წთ.: იყენებ ბროშურას „განათლება“? უხუცესი განიხილავს, თუ როგორ გამოიყენო ბროშურა მშობლებთან და შვილებთან მომდევნო საკითხების განხილვით. ბროშურა გამოცემულია, რათა გააცნოს სკოლის ადმინისტრაციას, რატომ არ ღებულობენ ახალგაზრდა მოწმეები მონაწილეობას სკოლის სხვადასხვა საქმიანობებსა და პროგრამებში. ეს აგრეთვე ეხმარება იეჰოვას მოწმეებს იმის ახსნაში, თუ რატომ იკავებენ ასეთ პოზიციას თავიანთი მრწამსის შედეგად. მაგრამ ბროშურამ თავის ჭეშმარიტ მიზანს რომ მიაღწიოს, მოწმეების ოჯახებმა პირველად თვითონ უნდა შეისწავლონ ის და შემდეგ მასწავლებლებსაც მისცენ. მათ, რომლებმაც გამოიყენეს ბროშურა „განათლება“, შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს. მშობლებსა და შვილებს მოაყოლე პირადი შემთხვევები, თუ როგორ იყენებენ ბროშურას „განათლება“.
სიმღერა №112 და დამამთავრებელი ლოცვა.
22 სექტემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №32
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
17 წთ.: როგორ დავიწყოთ საუბარი. ჩვენი მსახურების წარმატება დიდად არის დამოკიდებული უნარზე, მნიშვნელოვან საუბარში ჩავრთოთ სხვები. როცა ვამბობთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც სხვებს მოსასმენად განაწყობს, მსახურებაში წარმოშობილი ერთ-ერთი უდიდესი ბარიერი უკან რჩება. განიხილე აუდიტორიასთან ძირითადი სასარგებლო საკითხები წიგნიდან „თეოკრატიული სკოლის სახელმძღვანელო“ [რუს.], მე-16 გაკვეთილი, აბზაცები 11–14. იმ მაუწყებლებს, რომლებიც დახელოვნებულები და ეფექტურები არიან საუბრების დაწყებაში, სთხოვე, გაუზიარონ აუდიტორიას ის შესავალი სიტყვები, რომლებსაც ისინი იყენებენ ისეთ ადამიანებთან საუბრისას, როგორებიცაა: 1) ქუჩაში მოსიარულე, 2) ავტობუსის მგზავრი, 3) დახლთან მდგომი გამყიდველი, 4) საყიდლებზე გამოსული ავტომობილების სადგომზე გაჩერებული, 5) პარკში სკამზე ჩამომჯდარი პიროვნება და 6) ადამიანი, რომელთანაც ტელეფონით აპირებ ქადაგებას.
20 წთ.: განიხილე 1997 სამსახურებრივი წლის კრების ანგარიში. სამსახურებრივი ზედამხედველი აქებს კრებას შესანიშნავი ძალისხმევისთვის, განსაკუთრებით მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში მსახურებისთვის. შესთავაზებს რჩევებს უხუცესთა საბჭოსა და სარაიონო ზედამხედველის ბოლო მოხსენებიდან, რომ გაზარდონ სამქადაგებლო მსახურებისა და ბიბლიური შესწავლების საქმიანობა. ყურადღება გაამახვილე ზოგ პრაქტიკულ მიზანზე ახალი სამსახურებრივი წლისთვის, რაშიც უნდა შევიდეს ბიბლიური შესწავლების დაწყება და ჩატარება და დამხმარე პიონერობა ხუთკვირიანი თვეების განმავლობაში — ნოემბერში, მაისსა და აგვისტოში.
სიმღერა №113 და დამამთავრებელი ლოცვა.
29 სექტემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №37
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ყველას შეახსენე, რომ შეავსონ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მოიხსენიე, რომ მომდევნო კვირიდან წიგნის შესწავლაზე დავიწყებთ „ოჯახური ბედნიერების“ შესწავლას. ოქტომბერში ჟურნალებით მსახურებისთვის მომზადების მიზნით 1996 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“ (გვ. 8) განიხილე იმის აუცილებლობა, რომ უნდა ‘გააანალიზო შენი უბნის მდგომარეობა’, ‘კარგად გაეცნო ჟურნალებს’, ‘მოამზადო შესავალი სიტყვები’, ‘შეუსატყვისო მობინადრეს’, ‘დაეხმაროთ ერთმანეთს’.
15 წთ.: რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა, როცა გამოიძახებენ ნაფიც მსაჯულად მორიგეობაზე? მოხსენება უნდა წარმოთქვას უხუცესმა 1997 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკზე“ დაფუძნებით (გვ. 27–29).
15 წთ.: დიდებით შემოსე შენი მსახურება. განხილვა აუდიტორიასთან წიგნით „ჩვენი მსახურება“, გვ. 81–83. მთავარი აზრების ხაზგასასმელად დასვი მომდევნო კითხვები: 1) რა სარგებლობას ვღებულობთ იესოს მაგალითის მიყოლით? 2) რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოვალეობა, ვიქადაგოთ? 3) რა მოტივებმა აღგვძრა, ჩვენი სიცოცხლე მიგვეძღვნა იეჰოვასთვის? 4) როგორი ქცევა მოითხოვება, თუ პიროვნებას სურს, ემსახუროს ღმერთს? 5) რის სწავლა შეგვიძლია იესოს ქადაგების მეთოდიდან?
სიმღერა №121 და დამამთავრებელი ლოცვა.