სამსახურებრივი შეხვედრები იანვარში
5 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №10
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
17 წთ.: „სიხარული ჰპოვე საგულდაგულო დამოწმებით“. სტატიის განხილვა აუდიტორიასთან. ხაზგასმით აღნიშნე ეფექტური შეთავაზებისთვის საჭირო მომენტები: 1) მეგობრულად მიესალმე, 2) კომენტარი გააკეთე ან დასვი კითხვა მსმენელისთვის საინტერესო თემაზე, 3) ყურადღება გაამახვილე სათანადო ბიბლიურ მუხლზე და 4) მსმენელის ინტერესი მიმართე შესათავაზებელი პუბლიკაციისკენ. უნარიანმა მაუწყებელმა თვალსაჩინოდ აჩვენოს პირველი შეთავაზება და განმეორებითი მონახულება.
8 წთ.: „კარგად ისარგებლე თეოკრატიული კალენდრით“. მოხსენება. ყველას მოუწოდე, რომ ისარგებლონ საზოგადოების კალენდრით. ყურადღება გაამახვილე სამქადაგებლო მსახურების გეგმასა და სხვა თეოკრატიულ საქმიანობებზე (ეკლ. 3:1). ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის გეგმა კალენდარშია დაბეჭდილი. იგი შეგვახსენებს, რომ ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ბიბლია (ფსალმ. 1:2, აქ). მიუთითე ბიბლიის კითხვაზე გახსენების საღამოს კვირის განმავლობაში. კალენდარში გამოკვეთილია წლიური მუხლი, ილუსტრაციები კი სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის სურვილს აღგვიძრავს. მსმენელთან ერთად მიმოიხილე სხვადასხვა სურათი 1998 წლის კალენდრიდან. სურათები შეგვახსენებს, რომ საჭიროა გამოვავლინოთ ღვთისმოსაწონი თვისებები და მადლიერება მიღებული კურთხევებისთვის. გამოიყენე კალენდარი, რათა მოწაფეები ორგანიზებულობისკენ აღძრა. სახლში კალენდარი ხელსაყრელ ადგილზე მოათავსე, რათა საუკეთესოდ მოემსახუროს მთელი ოჯახის მოთხოვნილებებს.
12 წთ.: „იყავი კარგი მსმენელი“. გამამხნევებელი და დამმოძღვრავი მოხსენება. მოსმენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლის პროცესში (იგავნი 1:5). ჩვენი წინსვლა ქრისტიანულ მსახურებაში დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვისმენთ შეხვედრებზე, კონგრესებზე და როგორ ვუსმენთ უხუცესებს (იგავნი 18:15). კარგი მსმენელი მხოლოდ კი არ ისმენს, არამედ გულითა და გონებით სწვდება ნათქვამს. მას გული აღძრავს, ჩასწვდეს საქმის არსს და შესაბამისად იმოქმედოს. მას მოსმენილი უბიძგებს მოქმედებისკენ (მათე 13:23). კარგი მსმენელი რომ იყო, მნიშვნელოვანია, ინტერესი გაგაჩნდეს. ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გვეხმარება შეხვედრებსა და კონგრესებზე მოსმენის ჩვევის გაუმჯობესებაში. როგორ შეგვიძლია მოსმენის ჩვევის გაუმჯობესება? დამატებითი რჩევებისთვის იხილე მე-5 გაკვეთილი წიგნიდან „თეოკრატიული სკოლის სახელმძღვანელო“. გაამხნევე ყველა, რომ ახსოვდეთ იესოს რჩევა-დარიგება: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18).
სიმღერა №142 და დამამთავრებელი ლოცვა.
12 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №125
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: „კარგად გამოიყენე მოსაწვევი ბარათი“. განხილვა მსმენელთან ერთად. განხილვაში ჩართე შემთხვევა, რომელიც მოცემულია 1996 წლის 1-ლი დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 21, აბზ. 15.
20 წთ.: „იეჰოვა გვაძლევს აღმატებულ ძლიერებას“. კითხვა-პასუხები. (იხილე w 15.07.90, გვ. 19, აბზ. 15, 16 [რუს.]). რამდენიმე მაუწყებელს სთხოვე, გაიხსენონ გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებიც უჩვენებენ, თუ როგორ გააძლიერა ისინი იეჰოვამ.
სიმღერა №81 და დამამთავრებელი ლოცვა.
19 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №1
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები
20 წთ.: სიხარულის მომტანი ოჯახური შესწავლა. მეუღლეები მსჯელობენ თავიანთი ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე. ისინი შეწუხებულნი არიან იმის გამო, რომ ქვეყნიერება ცუდ ზეგავლენას ახდენს მათ შვილებზე. ისინი გრძნობენ ბავშვების სულიერად გაძლიერების აუცილებლობას, მაგრამ აღიარებენ, რომ მათი ოჯახური შესწავლა არამუდმივი და ხშირად უშედეგოა. მეუღლეები ერთად განიხილავენ 1997 წლის 1-ლი აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 26–29 მოცემულ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართონ მნიშვნელოვანი ოჯახური შესწავლა. ორივე იღებს გადაწყვეტილებას, მიყვნენ მას, რათა დაიცვან ბავშვების სულიერი სიჯანსაღე.
სიმღერა №146 და დამამთავრებელი ლოცვა.
26 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №187
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე ლიტერატურის შეთავაზება თებერვალში. წიგნიდან „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ მოიხსენიე ერთი ან ორი პუნქტი, რომლებიც დაგვეხმარება მის შეთავაზებაში.
15 წთ.: „პატივი ეცი იეჰოვას თაყვანისცემის ადგილს“. კითხვა-პასუხები. განიხილავს უხუცესი, რომელიც ტაქტიანად შეეხება ადგილობრივ მოთხოვნილებებს.
18 წთ.: „ანგარიში მსოფლიო დამოწმების საქმიანობაში ჩვენი მონაწილეობის შესახებ“ (დაფუძნებულია წიგნზე „ჩვენი მსახურება“ გვ. 101–102, 106–110 [რუს.]). მოხსენება და განხილვა, რომელსაც მდივანი წაუძღვება. იგი ბიბლიაზე დაფუძნებით აჩვენებს, თუ რატომ არის საჭირო რეგულარულად ანგარიშის ჩაბარება, შემდეგ კი სთხოვს ორ სამსახურებრივ თანაშემწეს, განიხილონ ქვესათაური „რატომ ვაბარებთ ჩვენი სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს“. შემდეგ მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტი ანგარიშის დროულად ჩაბარება. იგი მიუთითებს, თუ რატომ არის სასარგებლო პირადი მიზნების დასახვა და დასკვნაში გამამხნევებლად ისაუბრებს კურთხევებზე, რომლებიც სამქადაგებლო მსახურებაში სრულ მონაწილეობას მოაქვს.
სიმღერა №189 და დამამთავრებელი ლოცვა.