სამსახურებრივი შეხვედრები ივნისში
1 ივნისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №223
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. თეოკრატიული ცნობები.
15 წთ.: „ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“. კითხვა-პასუხები.
22 წთ.: „‘ყოველგვარი ადამიანისთვის’ დამოწმება“. უხუცესი და რამდენიმე გამოცდილი მაუწყებელი განიხილავენ მოცემულ შეთავაზებებს. მოკლედ მოიხსენიე, რომელი რელიგიების წარმომადგენლები შეიძლება შეგვხვდნენ ადგილობრივად, და ახსენი, რატომ უნდა გვქონდეს მომზადებული რამდენიმე შეთავაზება თითოეულ შემთხვევაში საუბრის დასაწყებად. მოაწყვე ერთი-ორი ინსცენირება.
სიმღერა №112 და დამამთავრებელი ლოცვა.
8 ივნისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №209
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: „ბატონის საბადებელზე ზრუნვა“. უხუცესი განიხილავს დანართში მოცემულ ინფორმაციას.
20 წთ.: „ეს თითოეული ჩვენგანისგან საქმის შესრულებას მოითხოვს“. კითხვა-პასუხები. ახსენი, თუ რატომ აქვთ უხუცესებს იმედი, რომ ბევრი სიხარულით შეასრულებს საქმეს. განიხილე ადგილობრივი მოთხოვნილებები, როგორიცაა: სამეფო დარბაზის დასუფთავება და მოვლა, ხანდაზმულებისა და ავადმყოფების დახმარება, ტერიტორიაზე ქადაგება. მოიწვიე უხუცესები, რათა აღნიშნონ, თუ როგორ აფასებენ სხვების დახმარებას. ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ რამდენად საჭიროა თითოეულის ძალისხმევა.
სიმღერა №153 და დამამთავრებელი ლოცვა.
15 ივნისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №7
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ.: დაისახე მისაწვდომი მიზნები. მოხსენება დაფუძნებულია 1997 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკზე“, გვ. 8 —11. განიხილე სრული დროით პიონერად მსახურების მნიშვნელოვნება, წაახალისე მსმენელები, რომ 1 სექტემბრიდან დაიწყონ პიონერად მსახურება.
15 წთ.: „კარგი საქციელით დამოწმება“. კითხვა-პასუხები. ინტერვიუ აიღე რამდენიმე სამაგალითო ახალგაზრდისგან. ისინი მოყვებიან, თუ როგორი კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სხვებზე მათმა ქრისტიანულმა საქციელმა. მოყევი ერთი-ორი შემთხვევა 1995 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვ. 24, 25 (რუს.).
სიმღერა №170 და დამამთავრებელი ლოცვა.
22 ივნისიდან დაწყებული კვირა
ისიმღერა №61
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. აღნიშნე როდის დასრულდა კრების ანგარიშების შემოწმება.
15 წთ.: როგორ დავიწყოთ ჟურნალების დატარების მარშრუტი. ზოგადად აღწერე რა არის საჭირო: ჩაიწერო ყველას მისამართი, ვისაც ლიტერატურა დაუტოვე, მიაკითხო ორ კვირაში და ინტერესის შესანარჩუნებლად წარუდგინო ახალი აზრები მიმდინარე ჟურნალებიდან. ჟურნალების დატარების მარშრუტი შეიძლება დაწყებულ იქნეს მეზობლებთან, თანამშრომლებთან მაღაზიის გამყიდველებთან, ავტოგასამართი სადგურის მუშაკებთან და სხვა. სთხოვე ერთ-ორ მაუწყებელს, მოყვნენ გამამხნევებელი შემთხვევები ჟურნალების დატარების მარშრუტის შესახებ.
20 წთ.: პიონერები ეხმარებიან სხვებს. სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება, რომელშიც განხილული იქნება პიონერების მიერ სხვებისთვის დახმარების გაწევის ღონისძიებები. უკანასკნელ სამ წელიწადში მილიონზე მეტ ახალ მონათლულს სწავლა ესაჭიროება. პროგრამაში „პიონერები ეხმარებიან სხვებს“ მონაწილეობენ გამოცდილი და დახელოვნებული სპეციალური და სრული დროით პიონერები, რომლებიც დაესწრნენ პიონერული მსახურების სკოლას. ამის მიზანია, რომ თითოეული პიონერი წელიწადში დაეხმაროს ორ მაუწყებელს, რათა მათ მსახურებაში გამოცდილება შეიძინონ და უფრო მეტი მონაწილეობა მიიღონ. მათ, ვისაც ასე ეხმარებიან, არ უნდა ეშინოდეთ; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსიყვარულე, გულთბილ წახალისებას. ეს ახალი პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ასიათასობით პიროვნებას, გახდნენ უფრო წარმატებული მსახურები.
სიმღერა №207 და დამამთავრებელი ლოცვა.
29 ივნისიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №114
10 წთ.: განცხადებები. შეახსენე ყველას, რომ ჩააბარონ ივნისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. განიხილე ივლისში შესათავაზებელი ლიტერატურა.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები ან „იეჰოვა აღონიერებს დაღლილ-დაქანცულებს“. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია „სასწავლო სტატიების“ მე-11 ბროშურაზე, გვ. 28–32. გაამხნევე ისინი, ვინც წლების განმავლობაში აქტიურები არიან, დაფიქრდნენ თავიანთი წმინდა მსახურების დონესა და ოდენობაზე.
20 წთ.: თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დაამოწმოს არაფორმალურად. მოხსენება და აუდიტორიასთან ერთად განხილვა. შემთხვევების ნახვა შეიძლება შემდეგ „საგუშაგო კოშკებში“: 01.04.95, გვ. 9 (რუს.); 15.06.95, გვ. 25 (რუს.); 15.07.95, გვ. 8 (რუს.). მათ, რომლებიც დაკავებულები არიან ქვეყნიური სამსახურით, ოჯახური თუ პირადი პასუხისმგებლობებით, აჩვენე, თუ როგორ შეუძლიათ გამონახონ საშუალებები, რომ ყოველდღე გაუზიარონ კეთილი ცნობა სხვებს. დაურთე რამდენიმე ადგილობრივი შემთხვევა.
სიმღერა №76 და დამამთავრებელი ლოცვა.