სამსახურებრივი შეხვედრები სექტემბერში
7 სექტემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №28
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. განიხილე ჩარჩო „რჩევა“.
15 წთ.: „ჩვენ უფრო დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია“. კითხვა-პასუხები. წაახალისე ყველა, ახალი სამსახურებრივი წლისთვის დაისახონ გონივრული მიზნები და მთელი ძალებით შეეცადონ მათ მიღწევას (იხილე „ჩვენი მსახურება“, გვერდები 117–119 [რუს.]).
20 წთ.: „პიონერები ეხმარებიან სხვებს“. უხუცესი ახსნის, რომ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მიღებული სწავლების გარდა, შესაძლებელი გახდა, რომ პიონერები მსახურებაში პირადად დაეხმარონ სხვებს. ის თემიდან დასვამს კითხვებს და აუდიტორიას გააკეთებინებს კომენტარებს, განსაკუთრებით იმ პიონერებსა და მაუწყებლებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროგრამაში. განიხილე, თუ როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული საუკეთესო შედეგები. პიონერები გამოთქვამენ, თუ რა სიხარული და სარგებლობა მიიღეს სხვებისთვის გაწეული დახმარებით. მაუწყებლები, რომლებსაც დაეხმარნენ, აღნიშნავენ, თუ როგორ აფასებენ ამ მზრუნველობით გამსჭვალულ პროგრამას და აღნიშნავენ მხარეებს, რომლებიც დაეხმარათ მათ მსახურებაში სიხარულის შეძენასა და წარმატებების მიღწევაში.
სიმღერა №172 და დამამთავრებელი ლოცვა.
14 სექტემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №160
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: „გონივრულად გამოვიყენოთ ყოველივე, რაც გვაქვს“. კითხვა-პასუხები (აბზაცები 1–15).
20 წთ.: რას მივაღწიეთ გასულ წელს? მდივანი და სამსახურებრივი ზედამხედველი განიხილავენ გასული წლის კრების სამსახურებრივ ანგარიშსა და კრების შეხვედრებზე დასწრების მაჩვენებლებს. ისინი აღნიშნავენ ანგარიშის დადებით მხარეებს და ყურადღებას გაამახვილებენ გასაუმჯობესებელ მხარეებზე. მიიღო აგვისტოში კრების 100 პროცენტმა მონაწილეობა მსახურებაში? მოიხსენიეთ, თუ რა მიზნები დაისახეს უხუცესებმა მომავალ თვეებში, მათ შორის, ყველას რომ გაუწიონ დახმარება, რათა გახდნენ რეგულარული მაუწყებლები. აღნიშნეთ სათანადო დეტალები სარაიონო ზედამხედველის ბოლო ანგარიშიდან.
სიმღერა №144 და დამამთავრებელი ლოცვა.
21 სექტემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №122
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. თეოკრატიული ცნობები.
15 წთ.: „გონივრულად გამოვიყენოთ ყოველივე, რაც გვაქვს“. კითხვა-პასუხები (აბზაცები 16–29).
20 წთ.: „გაიცანი შენი ძმები“. კითხვა-პასუხები. ჩართე კომენტარები 1989 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდები 10, 11 (რუს.). ყველა აღძარი ინიციატივა გამოიჩინოს, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.
სიმღერა №34 და დამამთავრებელი ლოცვა.
28 სექტემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №17
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე ყველას, ჩააბარონ სექტემბრის სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშები. მოუწოდე ყველას, რომ ოქტომბერში უფრო მეტად დაგეგმონ კარდაკარ მსახურება, რათა უფრო მეტი ჟურნალები გაავრცელონ. რჩევები შეთავაზების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემულია 1996 წლის ოქტომბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გვერდი 8. ინსცენირება გაუკეთე მიმდინარე ჟურნალების შეთავაზებას და აჩვენე, თუ როგორ მოიხსენიო ნებაყოფლობითი შესაწირავების შესახებ მობინადრესთან. შაბათ-კვირას ჟურნალებით მსახურებისთვის აიღეთ ჟურნალების მარაგი.
20 წთ.: „ზედამხედველები, რომლებიც ხელმძღვანელობას სწევენ — სამსახურებრივი ზედამხედველი“. სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება. თავისი მოვალეობების განხილვის შემდეგ ის ახსნის კონკრეტულ გზებს, თუ როგორ შეუძლია კრებას თანამშრომლობა მსახურების სფეროსა და ნაყოფიერების გასაზრდელად.
13 წთ.: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ მოხსენება. ამ ბროშურის შესწავლას 9 ნოემბერს დაწყებული კვირიდან დავიწყებთ წიგნის შესწავლაზე. ყველა გაამხნევე წინასწარ მოემზადონ და დაესწრონ თითოეული ნაწილის განხილვას, რომ გაეცნონ ბროშურას და გაიგონ როგორ შეასწავლონ სხვებს. წაიკითხე „ბროშურის გამოყენების მეთოდი“. გამოიყენე 1997 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ მე-16, მე-17 გვერდებზე მოცემული მასალა, რომ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბროშურაში მოცემული კითხვებით, ბიბლიური მუხლებითა და ილუსტრაციებით სწავლება. წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებმა მაგალითი უნდა მისცენ ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩამტარებლებს იმით, რომ ბევრს არ ისაუბრებენ და არ ჩართავენ დამატებით დეტალებს (იხილე „ჩვენი სამეფო მსახურება“, 1996 წლის ივნისი, გვერდი 3, აბზაცი 5).
სიმღერა №25 და დამამთავრებელი ლოცვა.