თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 1998 წლის 7 სექტემბრიდან დაწყებული კვირიდან 1998 წლის 21 დეკემბრიდან დაწყებული კვირის ჩათვლით. გამეორების დროს ცალკე ფურცელზე წერილობით უპასუხე იმდენ კითხვაზე, რამდენსაც მოცემულ დროში შეძლებ, წიგნების გამოყენების გარეშე.
[შენიშვნა: გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. მითითებები, რომლებიც დართულია კითხვებთან, გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევებისთვის.]
უპასუხე ყოველ შემდგომ მტკიცებას სიტყვით „სწორია“ ან „არასწორია“:
1. მე-2 ტიმოთეს 1:6-ში მოხსენიებული „ნიჭი“ ნიშნავს სხვადასხვა ენებზე საუბრის უნარს, რომელიც ტიმოთეს ღვთის სულის ზემოქმედებით მიეცა [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.10.85, გვ. 16, აბზ.. 15 (რუს.)].
2. მოწიფული ქრისტიანი, რომელიც ჩვევად იხდის ღვთის სიტყვიდან მიღებული შემეცნების გამოყენებას, ‘გრძნობებს წაფავს კეთილისა და ბოროტის გასარჩევად’ (ებრ. 5:14). [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.11.85, გვ. 9, აბზ. 7 (რუს.)].
3 როცა თვალსაჩინო მაგალითს იყენებ აუცილებელი არ არის დამატებითი კომენტარების გაკეთება. [ht გვ. 73, აბზ. 10].
4. დასკვნის ძირითადი დანიშნულებაა, მსმენელს აჩვენოს, თუ რა აკეთოს და წაახალისოს ამის გაკეთებისკენ [ht გვ. 79, აბზ. 4].
5. დასკვნა სათანადო ხანგრძლივობისაა, თუ ის ეფექტურია და მიზანს აღწევს [ht გვ. 80, აბზ. 10].
6. „თვინიერი და მშვიდი სულის“ მქონე ქრისტიანი ცოლი და დედა, არა მარტო ქმარს ახარებს, არამედ რაც ყველაზე მთავარია — ღმერთს (1 პეტ. 3:4, სსგ) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.10.89, გვ. 19, აბზ. 12 (რუს.)].
7. თუ მომხსენებელი ნერვიულობს და სურს თავდაჭერილობის მიღწევა, მან კონცენტრირება უნდა მოახდინოს თავის მასალაზე და არა მსმენელზე და საკუთარ თავზე [ht გვ. 87, აბზ. 11].
8. პიროვნების პოზის გამოსწორება მხოლოდ და მხოლოდ მომზადების საქმეა [ht გვ. 90, აბზ. 28].
9. გამოცხადების 13:11–15 ზუსტად ხსნის, თუ ანგლო-ამერიკული მსოფლიო მპყრობელი, როგორ გახდა მთავარი მაფინანსებელი და სულისჩამდგმელი, როგორც ერთა ლიგისთვის, ასევე მისი შთამომავლის, გაერთიანებული ერებისთვის [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.05.89, გვ. 15, აბზ. 3 (რუს.)].
10. იეჰოვას მაგალითის მიბაძვით, კარგი მამა თბილ, მოსიყვარულე ურთიერთობას უნდა ავითარებდეს თავის შვილთან მისი სიცოცხლის დასაწყისიდანვე (იგავ. 8:30) [fy გვ. 53, აბზ. 7].
უპასუხე მომდევნო შეკითხვებს:
11. რას ნიშნავს, რომ ზედამხედველი არ უნდა იყოს „მოჩხუბარი“? (ტიტ. 1:7) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.90, გვ. 27 აბზ. 21 (რუს.)].
12. 1 იოანეს 2:2-დან რომელი ძირითადი სიტყვები გვეხმარება, რომ განვსაზღვროთ ადამიანთა ორი ჯგუფი, რომლებიც სარგებლობას იღებენ იესოს გამომსყიდველური სიკვდილიდან? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br-1 გვ. 20, აბზ. 11 (რუს.)].
13. რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე“? (ებრ. 10:5, სსგ) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.07.96 გვ. 22, აბზ. 3].
14. რა არის მოხსენების დროს დროის გადაჭარბების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი? [ht გვ. 83, აბზ. 21, 25].
15. რას ნიშნავს პეტრეს გამოთქმა ‘ესწრაფეთ [„გახსოვდეთ“, აქ] ღვთის დღეს’? (2 პეტ. 3:12) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.97, გვ. 19, აბზ. 2].
16. რა შედის სულიერ სიწმინდეში და როგორ იცავს ის ოჯახს? (2 კორ. 7:1) [fy გვ. 46, აბზ. 14].
17. გამოცხადების 1:7-ის თანახმად, როგორ იხილავენ ‘ღრუბლებით მომავალ’ იესოს ისინი, ვინც ის განგმირა? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br2 გვ. 4, აბზ. 7].
18. როგორ შეუძლია ძმას სწორად ისწრაფოდეს ზედამხედველობისკენ? [ht გვ. 94, აბზ. 10].
19. რომელი ბიბლიური მუხლი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმის საჩვენებლად, რომ ნათლობა მხოლოდ მათთვისაა, ვინც საკმაოდ მოზრდილია სწავლისთვის? [td 32ა].
20. ვის წარმოადგენს „ოცდაოთხი უხუცესი“ გამოცხადების 4:4-დან და რას გვახსენებს მათი ‘ტახტები’ და „გვირგვინები“? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br10 გვ. 6, აბზ. 17].
ჩაამატე სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზა, რომელიც საჭიროა, რომ დასრულდეს შემდეგი მტკიცებები:
21. ცოლი და ქმარი _____________________________ უნდა იყვნენ ერთმანეთის წინაშე და უნდა ახსოვდეთ, რომ ადამიანის _____________________________ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნობა [fy გვ. 26, გასამეორებელი ჩარჩო].
22. ჩვენ წინ მდებარე სარბიელი რომ გავირბინოთ, უნდა ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი _____________________________ , რაც არის ___________________________ [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.01.98, გვ. 10, აბზ. 15].
23. გამოცხადების 6:1–8-ში წითელ ცხენზე მჯდომი მხედარი ასიმბოლოებს _____________________________ ; შავ ცხენზე მჯდომი მხედარი ასიმბოლოებს _____________________________ ; ფერმიხდილ ცხენზე მჯდომი მხედრის სახელია სიკვდილი, რაც ასიმბოლოებს _____________________________ , ეპიდემიისა და სხვა მიზეზების გამო [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.06.86, გვ. 3, ჩარჩო (რუს.)].
24. როდესაც ქმრები და ცოლები საუბრობენ, _____________________________ და _____________________________ ძალიან მნიშვნელოვანია [fy გვ. 36, აბზ. 21].
25. _____________________________ გამოყენებით მომხსენებელი მსმენელის გონებაში მრავლისმეტყველ სურათებს აღბეჭდავს [ht გვ. 71, აბზ. 1].
26. თუ დასკვნა უშუალოდ არ უკავშირდება _____________________________ , ის ვერ დაასრულებს და ვერ შეკრავს მთელ მასალას [ht გვ. 79, აბზ. 3].
ამოარჩიე სწორი პასუხი ყოველი მომდევნო მტკიცებისთვის:
27. (სიყვარული; პატივისცემა; სტუმართმოყვარეობა) განისაზღვრება, როგორც „ყურადღებიანი, თავაზიანი მოპყრობა სხვებისადმი“ [fy გვ. 30, აბზ. 7].
28. ლუკას 14:28-ში იესო საუბრობს (წინდაწინ დაგეგმვაზე; რომ ფული უაზროდ არ დახარჯო; ფულის სესხებაზე) [fy გვ. 40, აბზ. 4].
29. იუდას 8-ში მოხსენიებული „უფლებათა“ ეხება (იესოს მდგომარეობას; იეჰოვას უზენაესობას; ღვთის მიერ მიცემულ უფლებებს ქრისტიანულ კრებაში) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.97, გვ. 15, 16, აბზ. 13, 14].
30. გამოცხადების 11:11-ში მოხსენიებული ‘სამნახევარი დღე’, როდესაც ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი იყო, როგორც მკვდარი გვამები მტრების თვალში, ეხება (სამნახევარ წელს; დროის მოკლე მონაკვეთს; სამნახევარ თვეს) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br6 გვ. 5, აბზ. 14].
მოცემული ბიბლიური მუხლები შეურჩიე ქვემოთ მოყვანილ განაცხადებს:
ეკლ. 9:10; 1 კორ. 1:21, 25; 1 კორ. 15:25, 26; 1 პეტ. 3:19, 20.
31. ადამიანური სიბრძნე ვერ შეცვლის ბიბლიაში მოცემულ პრაქტიკულ ხელმძღვანელობას [td 5გ].
32. ღვთის სამეფოს დროს სიკვდილიც კი მოისპობა [td 9ბ].
33. დემონები მეამბოხე ანგელოზები არიან, რომლებიც წარღვნამდე შეუერთდნენ სატანას [td 18დ].
34. ბიბლიაში მოხსენიებული ჯოჯოხეთი არ არის პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი სატანჯველი ადგილი [td 60ბ].