შეგვიძლია გავავრცელოთ წიგნი „შემოქმედი“?
შარშან ყველას გაგვიხარდა ახალი წიგნის მიღება, სახელწოდებით „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვინც განათლებულია ქვეყნიურ საკითხებში, მაგრამ შეიძლება ღმერთი არ სწამს. ეს წიგნი აკმაყოფილებს ამ მუდმივად მზარდ საჭიროებას.
პრაქტიკული მიზეზების გამო ყოველთვიურ გასავრცელებელ ლიტერატურაში, ჩვეულებრივ, ჩამოთვლილია ის პუბლიკაციები, რომლებსაც ფართო გამოხმაურება მოჰყვება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თავი უნდა შევიკავოთ და არ გავავრცელოთ წიგნი „შემოქმედი“? არავითარ შემთხვევაში! ამ წიგნის შეთავაზება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს მათთვის, ვისაც არ სწამს ღმერთი და ვისთვისაც ის სასარგებლო იქნება. ის შეგვიძლია შევთავაზოთ მათაც, ვისაც სწამს ღმერთი, მაგრამ სწორი წარმოდგენა არა აქვს მასზე, მის თვისებებსა და განზრახვებზე. ასე რომ, კარგს იზამ, თუ ჩანთაში ამ წიგნის ეგზემპლარი გექნება და შესთავაზებ ნებისმიერს, ვისაც, შენი აზრით, დააინტერესებდა მისი წაკითხვა.