სამსახურებრივი შეხვედრები აპრილში
5 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა №55
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. განიხილე «შეგვიძლია გავავრცელოთ წიგნი „შემოქმედი“?» მოიწვიე ყველა დაინტერესებული სპეციალურ საჯარო მოხსენებაზე 18 აპრილს. მოხსენების სათაურია „ნამდვილი მეგობრობა ღმერთსა და მოყვასთან“.
15 წთ.: „მზადყოფნით იქადაგე კეთილი ცნობა“. სტატიას წუთზე ნაკლები შესავალი გაუკეთე და შემდეგ კითხვა-პასუხებით განიხილე. დაასრულე გამამხნევებელი აზრებით ბროშურიდან „როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი“, გვერდები 95, 96, აბზაცები 12, 13.
20 წთ.: „როგორ მონაწილეობს მთელი ოჯახი — მსახურებაში“. განიხილავს ოჯახი. გაარჩიეთ მიზეზები, რატომ უნდა უყურებდეს ოჯახი სამქადაგებლო მსახურებას როგორც ყოველკვირეულ საქმეს, რომელშიც ყველა მონაწილეობს. განიხილეთ გამამხნევებელი აზრები „სასწავლო სტატიების“ ბროშურიდან (br4 გვერდები 24, 25, აბზაცები 9—12). სთხოვე აუდიტორიაში მყოფ მშობლებს, მოყვნენ, როგორ უწევენ კარგ ორგანიზებას თავიანთი ოჯახის ყოველკვირეულ მსახურებას.
სიმღერა №67 და ლოცვა
12 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა №112
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „უფრო მეტი ვიქადაგოთ აღსასრულის მოახლოებისას“. კითხვა-პასუხები. ინტერვიუ აიღე ერთი-ორი მაუწყებლისგან, რომელთაც ადრე ვერც კი წარმოედგინათ, რომ ოდესმე მონაწილეობას მიიღებდნენ სამქადაგებლო მსახურებაში, მაგრამ ახლა რეგულარულად მონაწილეობენ, რადგან დაინახეს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების გადაუდებლობის საჭიროება. თუ დროში ჩაეტევი, მოკლე შემთხვევები ჩართე „1997 წლის წელიწდეულიდან“, გვერდები 42—48 (რუს.), რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ ახმარდნენ მაუწყებლები უფრო მეტ ძალისხმევას, რომ ექადაგათ იქ, სადაც ხალხი იყო.
სიმღერა №93 და ლოცვა
19 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა №79
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
10 წთ.: „გაქვს მუდმივი შეკვეთა?“ მოხსენება. სასურველია, წარმოთქვას უხუცესმა ან სამსახურებრივმა თანაშემწემ, რომელიც ჟურნალებზეა პასუხისმგებელი. კრებას აცნობე, რამდენ ჟურნალს ღებულობთ ყოველთვიურად და საშუალოდ რამდენი ვრცელდება ანგარიშების მიხედვით. არ უნდა დავუშვათ, რომ ჟურნალები გამოუყენებელი დარჩეს. მიეცი რჩევები ძველი ნომრების გავრცელებასთან დაკავშირებით (იხილე 1993 წლის აგვისტოს „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 1 [რუს.]).
30 წთ.: „პიონერობა — დროის გონივრულად გამოყენება!“ კითხვა-პასუხები. სამ პიროვნებას წინასწარ სთხოვე, მოყვნენ შემთხვევები 5—7 აბზაცებიდან. დასასრულს მოუწოდე ყველას, ვისაც შეუძლია, დაფიქრდნენ პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურების დაწყებაზე. განცხადებები შეუძლიათ გამოართვან კრების სამსახურებრივი კომიტეტის ნებისმიერ წევრს. მოიხსენიე, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან განცხადების შევსება დამხმარე პიონერად მსახურებაზე მაისში.
სიმღერა №165 და ლოცვა
26 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა №70
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე ყველას, ჩააბარონ აპრილის სამქადაგებლო სამსახურის ანგარიში. გამოაცხადე, ვინ იმსახურებს მაისში დამხმარე პიონერად და სხვებიც წაახალისე ამისკენ. მიეცი რამდენიმე სასარგებლო რჩევა მიმდინარე ჟურნალების გავრცელებასთან დაკავშირებით (იხილე 1996 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8).
17 წთ.: „რა ვაკეთო?“ აუდიტორიასთან ერთად სტატიის მოკლე განხილვის შემდეგ ყურადღება გადაიტანე მოზარდზე, რომელიც ესაუბრება მშობელს, რა გეგმები დაისახოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომი დროისთვის. ისინი ერთად განიხილავენ 1998 წლის ივლისის „ჩვენს სამეფო მსახურებას“, გვერდი 4. მშობელი რჩევას აძლევს იმ გამამხნევებელ აზრებთან შეთანხმებულად, რომლებიც მოცემულია „საგუშაგო კოშკის“ 1996 წლის 1 თებერვლის ნომერში, გვერდი 21, და 1996 წლის 1 დეკემბრის ნომერში, გვერდები 25—27. ახლა, როცა შემცირდა პიონერული საათების ნორმა, მოზარდი ფიქრობს პიონერული მსახურების დაწყების შესაძლებლობაზე საერო განათლების მიღების შემდეგ.
18 წთ.: ინტერვიუ აიღე დამხმარე პიონერებისგან. სამსახურებრივი ზედამხედველი ინტერვიუს იღებს რამდენიმე მაუწყებლისგან, რომლებიც დამხმარე პიონერებად მსახურობენ ამ თვეში, აგრეთვე მათგან, რომლებიც დამხმარე პიონერებად მსახურობდნენ წარსულში. სთხოვე, მოყვნენ მიღებული კურთხევების შესახებ, აგრეთვე რას მიაღწიეს და მოუთმენლად რატომ მოელიან, რომ ყოველ წელს სულ ცოტა ერთი ან ორი თვე მაინც იმსახურონ დამხმარე პიონერებად.
სიმღერა №69 და ლოცვა