სამსახურებრივი შეხვედრები ივნისში
7 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა №45
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. თეოკრატიული ცნობები.
15 წთ.: „განსწავლულნი ვართ იეჰოვას მიერ“. ერთწუთიანი შესავლის შემდეგ განიხილე კითხვა-პასუხით. მსმენელებს სთხოვე, მოყვნენ, რა სარგებლობა მიიღეს თეოკრატიული, პიონერული და სამეფოს მსახურების სკოლებიდან და ასე შემდეგ. აღნიშნე, როგორ დაეხმარა ყოველივე ეს იეჰოვას ხალხს, რომ უფრო კარგი მსახურები გამხდარიყვნენ.
20 წთ.: „დააფასე დრო“. საუბარი წიგნის შესწავლის ხელმძღვანელსა და ერთ ან ორ გამოცდილ მაუწყებელს შორის, რომლებიც საუბრობენ თავიანთი დროის ისე დაგეგმვაზე, რომ რაც შეიძლება სრული მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში. ისინი აღნიშნავენ პრაქტიკული გეგმის მნიშვნელოვნებასა და მისი შედგენის აუცილებლობას. აგრეთვე საუბრობენ, როგორ ერიდებიან მსახურების გვიან დაწყებას, წინასწარ დაუგეგმავობას ან ერთმანეთთან გადამეტებულ საუბარს ქადაგების დროს. ადგილობრივი სიტუაციის და მიხედვით შესთავაზე პრაქტიკული რჩევები, როგორ დააფასონ დრო.
სიმღერა №46 და ლოცვა.
14 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა №53
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „შეგიძლია დახმარება“. უხუცესი განიხილავს აუდიტორიასთან ერთად. ჩართე რჩევები ჟურნალიდან „გამოიღვიძეთ!“, 1995 წლის 8 ოქტომბერი, გვერდები 8, 9 (რუს.). სთხოვე ზოგიერთებს, გამოხატონ პირადი მადლიერება იმ მოსიყვარულე დახმარებისთვის, რომელიც მიიღეს კრების წევრებისგან.
სიმღერა №204 და ლოცვა.
21 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა №124
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. აჩვენე, როგორ შეიძლება კარგად გამოვიყენოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — სასარგებლო რჩევები“ (რუს.) ზაფხულში, როცა მეტი ალბათობაა, რომ მოზარდებს შევხვდებით კარდაკარ მსახურებისას.
17 წთ.: რატომ უშვებს იეჰოვა, რომ მის ხალხს სდევნიდნენ? უხუცესი წარმოთქვამს მოხსენებას, რომელიც დაფუძნებულია 1994 წლის მაისის სამეფო მსახურებაზე, გვერდები 4—6 (რუს.). როგორც იესომ იწინასწარმეტყველა ‘ყველა ერისგან მოძულებულნი ვიქნებით’ (მათ. 24:9). ჩვენ შეიძლება წინააღმდეგობას წავაწყდეთ, როცა ვმონაწილეობთ მსახურებაში, ურთიერთობა გვაქვს ქვეყნიურ ნათესავებთან ან სამუშაოზე და სკოლაში მათთან, ვინც მოწმე არ არის. მომხსენებელი დადებითი ტონით ხსნის, რატომ უშვებს იეჰოვა დევნას ან წინააღმდეგობას და იმას, რომ ჩვენი მოთმენა, როგორ მოიტანს ჭეშმარიტ კურთხევებს.
18 წთ.: „მხოლოდ გარეგნობას ხედავ?“ მოხსენება და აუდიტორიასთან ერთად განხილვა. ყურადღება გაამახვილე მიზეზებზე, ნაჩქარევად რატომ არ უნდა შევიქმნათ შეხედულება პიროვნებებზე, რომლებსაც ვხვდებით. მოკლედ განიხილე გაკვეთილი, რომელიც იონამ იეჰოვასგან მიიღო, როცა არასწორად განსაჯა ისინი, ვინც უღირსად ჩათვალა (იხილე 15 აგვისტოს 1997 წლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 22, აბზ. 17—19). მსმენელებს სთხოვე, მოყვნენ, როგორ ადამიანებს ხვდებიან თავიანთ უბნებზე და რა ეხმარებათ, რომ დადებითი თვალსაზრისი ჰქონდეთ მათზე და მათი განსჯა იეჰოვას მიანდონ.
სიმღერა №82 და ლოცვა.
28 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა №85
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ყველას შეახსენე, ჩააბარონ ივნისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. განიხილე ივლისში გასავრცელებელი ლიტერატურა. აჩვენე ბროშურები, რომლებიც დიდი რაოდენობით გაქვთ კრებაში და აღნიშნე ერთი ან ორი საინტერესო აზრი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება შეთავაზების დროს. ჩართე კარგად მომზადებული ინსცენირება.
10 წთ.: შეკითხვების ყუთი. განიხილე მასალა წიგნიდან „ჩვენი მსახურება“, გვ. 68—70 (რუს.).
20 წთ.: წადი იქ, სადაც ადამიანები არიან! მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია „1997 წლის წელიწდეულზე“ გვ. 42—48, (რუს.). იმ დროს, როცა რეგულარულად განვაგრძობთ კარდაკარ მსახურებას, გულმოდგინედ ვეძებთ საშუალებებს, არაფორმალურად დავამოწმოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. მოყევი „წელიწდეულში“ მოცემული შემთხვევები, რომლებიც აჩვენებს, რა დადებითი შედეგები იქნა მიღწეული ავტობუსში მგზავრობისას, ქუჩაში ან სანაპიროზე სეირნობისას, აგრეთვე, როცა მიდიოდნენ გაჩერებულ ავტომობილებთან, სატვირთო მანქანებთან, როცა იყენებდნენ ტელეფონს და წერდნენ წერილებს. თუ დრო საშუალებას გაძლევს, სთხოვე მსმენელებს, მოყვნენ პირადი შემთხვევები. ყველას მოუწოდე, არ გაუშვან ხელიდან შესაძლებლობა, ყველგან უქადაგონ ადამიანებს.
სიმღერა №187 და ლოცვა