ვინ შეიძლება გამოეხმაუროს ბიბლიის შესწავლას?
1 წინასწარმეტყველმა ამოსმა გამოაცხადა, რომ ისრაელის მიწაზე შიმშილი ჩამოვარდებოდა — ‘არა შიმშილი პურისა და წყურვილი წყლისა, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისა’ (ამოს. 8:11). სულიერად დამშეულებისა და მწყურვალების სასარგებლოდ იეჰოვას ორგანიზაცია ურიცხვი რაოდენობით ბიბლიურ ლიტერატურას ავრცელებს მთელ მსოფლიოში.
2 დღემდე დავბეჭდეთ 70 მილიონი ეგზემპლარი წიგნისა „შემეცნება“ და 91 მილიონი ეგზემპლარი ბროშურისა „რას მოითხოვს“. ჭეშმარიტების სწავლებისას ვაფასებთ ამ პუბლიკაციების უბრალოებასა და ეფექტურობას. მაგრამ, პირდაპირი გაგებით, უამრავ ადამიანს, ვინც ჩვენი ლიტერატურა მიიღო, ჯერ კიდევ არ შეუსწავლია ბიბლია ჩვენთან ერთად. რის გაკეთება შეგვიძლია ამ მხრივ.
3 შესწავლა შეიძლება დაწყებულ იქნეს ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ლიტერატურა დავტოვეთ! ყურადღება მიაქციე ერთი მაუწყებლის შემთხვევას: მან კართან პირველი საუბრისთანავე შესწავლა შესთავაზა ქალს. ის მაშინვე დაეთანხმა. მოგვიანებით ამ ქალმა უთხრა: „თქვენ გარდა არავის შემოუთავაზებია ჩემთვის ბიბლიის შესწავლა“. რამდენ კაცს შეუძლია შენს უბანზე იმავეს თქმა იმათგან, ვისაც უკვე აქვს ჩვენი ლიტერატურა? ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ლიტერატურა დავტოვეთ, განმეორებითი მონახულებისა და ბიბლიის შესწავლის დაწყების შესაძლებლობა გვეძლევა.
4 რადგანაც ხშირად ვხვდებით მათ, ვისაც უკვე აქვს ჩვენი პუბლიკაციები, როგორ აღვუძრათ იმის გაგების ინტერესი, რაც ჩვენს ლიტერატურაშია? ერთმა მოწმემ პირდაპირ ჰკითხა მობინადრეს, რამე ბიბლიური კითხვა ხომ არ ჰქონდა, და პასუხად „არა“ მიიღო. და არ დანებდა: „რამდენიმე მაინც გექნებათ უსათუოდ“. ქალი დაეთანხმა და ბიბლიის შესწავლა იქნა დაწყებული. რატომ არ გეკითხა მობინადრისთვის, ხომ არ ისურვებდა რაიმე კითხვაზე ან მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისის გაგებას? მზად გქონდეს რამე საინტერესო კითხვა იმ შემთხვევისთვის, თუ არაფერი ახსენდება. ასეთმა საუბარმა შეიძლება გზა გაუხსნას ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტებების რეგულარულად შესწავლას.
5 ბიბლიის შესწავლა ჩვენი მსახურების არსს წარმოადგენს. რადგანაც არ ვიცით, ვინ დაგვთანხმდება შესწავლაზე, ნუ მოგერიდება, ნებისმიერს შესთავაზო ის, ვისაც კი ხვდები. ამასთან დაკავშირებით ლოცვით მიმართე იეჰოვას და შესაბამისად იმოქმედე. მალე დაინახავ, რომ იმათგან, ვისაც შესწავლას სთავაზობ, ვინმე მაინც დაგთანხმდება! (1 იოან. 5:14, 15).