საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp20 № 1 გვ. 3-5
  • სიმართლის ძიებაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიმართლის ძიებაში
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲒᲔᲑᲐ?
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲓᲒᲔᲜᲗ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔᲡ?
  • ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲬᲘᲒᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲐᲡ ᲒᲕᲘᲛᲟᲦᲐᲕᲜᲔᲑᲡ
  • მიჰბაძეთ ჭეშმარიტების ღმერთს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • იარეთ „ჭეშმარიტების გზით“!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • რა დაშავდება, თუ ვინმეს ჩუმად შევხვდები?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • „ვივლი შენი ჭეშმარიტებით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
wp20 № 1 გვ. 3-5
მამაკაცი წიგნებს ათვალიერებს

სიმართლის ძიებაში

სიმართლის ცოდნა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მაგალითად, დაფიქრდით ასეთ კითხვაზე: როგორ აისახა ადამიანთა ცხოვრებაზე იმის გაგება, თუ რა იწვევს ინფექციურ დაავადებებს?

საუკუნეების მანძილზე არავინ იცოდა, რა იყო ეპიდემიებისა თუ ინფექციური დაავადებების გავრცელების მიზეზი, რამაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა. საბოლოოდ მეცნიერებმა დაადგინეს ნამდვილი მიზეზი. მათ აღმოაჩინეს, რომ ხშირ შემთხვევაში დაავადებებს იწვევს ისეთი მიკროორგანიზმები, როგორიცაა ბაქტერია ან ვირუსი. მას შემდეგ, რაც მიაკვლიეს სიმართლეს, შესაძლებელი გახდა ინფექციური დაავადებების მკურნალობა და მათი პრევენცია. შედეგად, მილიარდობით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა.

რა შეიძლება ითქვას ქვემოთ ჩამოთვლილ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე? შეიცვლება თქვენი ცხოვრება, თუ გეცოდინებათ ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები?

  • ვინ არის ღმერთი?

  • ვინ არის იესო ქრისტე?

  • რა არის ღვთის სამეფო?

  • რას გვიქადის მომავალი?

მილიონობით ადამიანმა იპოვა ამ კითხვებზე პასუხები, რამაც მათი ცხოვრება საგრძნობლად გააუმჯობესა. თუ ამ კითხვებზე ზუსტ პასუხებს გაიგებთ, ეს თქვენს ცხოვრებაზეც დადებითად აისახება.

ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲒᲔᲑᲐ?

ალბათ, თქვენც გაგჩენიათ კითხვა: საერთოდ შესაძლებელია ჭეშმარიტების გაგება? ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ სიმართლის დადგენა უფრო და უფრო რთული ხდება. რა არის მიზეზი?

დღეს ბევრი არ ენდობა მთავრობებს, კომერციულ სისტემას თუ მედიასაშუალებებს, რადგან ხშირად უჭირთ, დაინახონ განსხვავება ფაქტებსა და პირად შეხედულებებს შორის, ნახევრად სიმართლესა და აშკარა სიცრუეს შორის, რასაც ისე წარმოაჩენენ, თითქოს სიმართლე იყოს. ასეთი დეზინფორმაციის ფონზე ხალხში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი აზრი არსებობს იმის თაობაზე, თუ რა არის სიმართლე.

და მაინც, უმნიშვნელოვანეს კითხვებზე ზუსტი პასუხების მიღება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, ისეთივე მეთოდს მიმართოთ, როგორსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილ ნაკლებად მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მისაღებად მიმართავთ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲓᲒᲔᲜᲗ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔᲡ?

შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ყოველდღე ცდილობთ სიმართლის დადგენას. მოვიყვანოთ ჯესიკას მაგალითი. ის ამბობს: „ჩემს გოგონას მიწის თხილზე სერიოზული ალერგია აქვს. უმნიშვნელო ოდენობის მიწის თხილის ცილაც კი შეიძლება მისი სიცოცხლისთვის საშიში იყოს“. ჯესიკა აუცილებლად უნდა დარწმუნდეს, რომ საკვები, რომელსაც ყიდულობს, მისი გოგონასთვის სრულიად უვნებელი იქნება. „პირველ რიგში დაკვირვებით ვკითხულობ ეტიკეტებს იმის გასაგებად, თუ რა ინგრედიენტებს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. შემდეგ დამატებით ვიკვლევ სხვა დეტალებს; ზოგჯერ მეწარმეებს ვუკავშირდები, რათა დავრწმუნდე, ხომ არ არსებობს საშიშროება, რომ მიწის თხილის ცილის შემცველ პროდუქტებსა და მათ მიერ წარმოებულ სხვა პროდუქტებს შორის შემთხვევით რაღაც კონტაქტი მოხდეს. გარდა ამისა, სანამ რამეს ვიყიდი, სხვა სანდო წყაროებიდან ვცდილობ, დავადგინო, რამდენად აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ესა თუ ის მწარმოებელი კომპანია“.

იგივე მამაკაცი კითხულობს თაროდან აღებულ წიგნს და ადარებს იმას, რასაც ელექტრონულ მოწყობილობაში კითხულობს

შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა თქვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი არ იყოს, როგორც ჯესიკას შემთხვევაში, მაგრამ მსგავს საკითხებზე პასუხების მისაღებად შეგიძლიათ ასეთი მიდგომა გამოიყენოთ:

  • გაეცანით ფაქტებს.

  • მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია.

  • გადაამოწმეთ, რამდენად სანდო წყაროდან მომდინარეობს ინფორმაცია.

იგივე მიდგომა დაგეხმარებათ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მიღებაში.

ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲬᲘᲒᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲐᲡ ᲒᲕᲘᲛᲟᲦᲐᲕᲜᲔᲑᲡ

უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები რომ მოეძია, ჯესიკამ ისეთივე მეთოდს მიმართა, როგორსაც თავისი გოგონასთვის უვნებელი სურსათის შერჩევისას მიმართავს. ის ამბობს: „დიდი ყურადღებით ვკითხულობდი ბიბლიას და გულმოდგინედ ვიკვლევდი, რის შედეგადაც ჭეშმარიტებას მივაკვლიე“. ჯესიკას მსგავსად, ბიბლიიდან მილიონობით ადამიანმა მიიღო ზუსტი და ამომწურავი პასუხები შემდეგ კითხვებზე:

  • რატომ ვარსებობთ?

  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

  • რატომ ვიტანჯებით?

  • რას აკეთებს ღმერთი, რომ ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოუღოს?

  • რა უწყობს ხელს ოჯახის ბედნიერებას?

იგივე მამაკაცი კითხულობს ბიბლიას და თან ლეპტოპი აქვს გახსნილი

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პასუხები ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე, თუ წაიკითხავთ ბიბლიას და მოიძიებთ დამატებით ინფორმაციას ვებგვერდზე www.pr2711.com.

„საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში განხილული იქნება შემდეგი კითხვები:

  • ვინ არის ღმერთი?

  • ვინ არის იესო ქრისტე?

  • რა არის ღვთის სამეფო?

  • რას გვიქადის მომავალი?

თავდაპირველად ვიმსჯელოთ, თუ რატომ არის ბიბლია ჭეშმარიტების საიმედო წყარო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება