რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული საძმო?
1 „არავის შეუძლია სიმარტოვეში ცხოვრება“. მე-17 საუკუნეში მცხოვრები პოეტის ეს განაცხადი უბრალოდ იმის გამოძახილია, რასაც ბიბლია ამბობს ადამიანის მთავარ მოთხოვნილებაზე — სხვებთან ურთიერთობაზე (იგავ. 18:1, აქ). ჩვენი ქრისტიანული საძმო აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას. რომელი სასარგებლო სახით?
2 მსახურებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებლობა არის ის, რომ ძმები გვაძლიერებენ და მხარს გვიჭერენ საჯარო მსახურებაში. იესომ თავისი მოწაფეები საქადაგებლად „წყვილ-წყვილად“ გაგზავნა (მარ. 6:7; ლუკ. 10:1). ამ ნიმუშის შესაბამისად, როდესაც სხვებთან ერთად ვქადაგებთ, ვრწმუნდებით ეკლესიასტეს 4:9, 10-ში ჩაწერილი სიტყვების სიმართლეში. როდესაც ერთად ვმსახურობთ, ჩვენი თანამორწმუნეების რწმენა, მორჩილება და სიყვარული გაბედულებას გვმატებს და აძლიერებს ჩვენს ენთუზიაზმს.
3 პირადი დახმარება. ჩვენი საძმო აგრეთვე გამხნევებისა და ხელმძღვანელობის წყაროა, რათა გავუმკლავდეთ ზეწოლას და გავუძლოთ ცდუნებებს. ქრისტიანმა და-ძმებმა შეიძლება ყურადღება გაგვამახვილებინონ იმ ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც ჩვენს პირად პრობლემებს ეხება. მათ შეუძლიათ ილოცონ ჩვენთვის, ისევე როგორც ჩვენ ვლოცულობთ მათთვის (2 კორ. 1:11). და რა თქმა უნდა მათი კარგი მაგალითი აღგვძრავს კეთილი საქმეებისკენ და მხნეობას გვმატებს.
4 შეხვედრებზე. იმ კურთხევით, რომ გვყავს თანაქრისტიანები, ვხარობთ მაშინ, როდესაც რეგულარულად ვესწრებით შეხვედრებს (ებრ. 10:24, 25). პროგრამა სულიერი ხელმძღვანელობის სიუხვით გამოირჩევა. ასევე შეხვედრებზე დასწრებით ჩვენ თანამორწმუნეებთან სიახლოვეს ვინარჩუნებთ. ეს შეხვედრები საშუალებას გვაძლევს მოვისმინოთ, როგორ გამოხატავენ რწმენას თავიანთი საუბრით ჩვენი და-ძმები სცენიდან თუ აუდიტორიიდან (რომ. 1:12). ჩვენი საძმოს ერთიანობა ღრმავდება შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ მათთან საუბრით. ეს საშუალებას გვაძლევს მოვყვეთ რწმენის განმამტკიცებელი ჩვენი შემთხვევები. მათთან თავისუფალი ურთიერთობა, ვისაც უყვარს იეჰოვა, მისი სიტყვა, მისი საქმენი და მისი ხალხი, დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენს პიროვნებაზე (ფილ. 2:1, 2).
5 ჩვენ გვესაჭიროება თანაქრისტიანები. მათ გარეშე სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე სიარული უფრო რთული იქნებოდა. მაგრამ მათი სიყვარულითა და გამხნევებით შეგვიძლია კვლავაც ვისწრაფოთ იეჰოვას სამართლიანი ახალი ქვეყნიერებისკენ (მათ. 7:14).