სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 30
13 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. განიხილე სტატია „სპეციალური ერთდღიანი კონგრესის ახალი პროგრამა“. გამოაცხადე როდის ჩატარდება სპეციალური ერთდღიანი კონგრესი და მოუწოდე ყველას, მთელ პროგრამას დაესწრონ. შეახსენე მაუწყებლებს, რომ კონგრესზე მოიწვიონ ახალდაინტერესებულები და ბიბლიის შემსწავლელები.
17 წთ.: „გსურს უფრო მეტის კეთება?“a მოიხსენიე რჩევები, როგორ შეგიძლიათ უფრო მეტის გაკეთება თქვენს ტერიტორიაზე სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხისთვის საქადაგებლად. მოკლედ მიმოიხილე 1997 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 26—29.
15 წთ.: „დასვენებას სათანადო ადგილი მიუჩინე“. წიგნის შესწავლის ხელმძღვანელი საუბრობს წყვილთან წიგნის შესწავლის შემდეგ. ის ტაქტიანად ეუბნება მათ, რომ ბოლო დროს ისინი აღარ მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში და შეხვედრებზე შაბათს/კვირას. წყვილი ამბობს, რომ შვებულებისა და სხვა საზაფხულო საქმეების გამო დრო აღარ რჩებათ. უხუცესი განიხილავს სტატიის მთავარ აზრებს და ეხმარება წყვილს იმის დანახვაში, რომ სულიერ საკითხებს ყოველთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს. ისინი მადლობას უხდიან დროული შეხსენებებისთვის და ეთანხმებიან, რომ მომავალში უფრო სწორად უნდა დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება. იხილე 2000 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 19, 20.
სიმღერა 68 და ლოცვა.
20 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 33
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: «შენ „სანახაობა“ ხარ!»b მოიხსენიე თქვენს ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევები, როდესაც ვინმემ დადებითად შეაფასა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ან საქციელი. იხილე 1998 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 10 და 1999 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 32.
22 წთ.: „კარგი მანერები ღვთის ხალხის დამახასიათებელია“.1—5 აბზაცების მიხედვით უხუცესი 5-წუთიან მოხსენებას წარმოთქვამს. შემდეგ ის სცენაზე იწვევს მეორე უხუცესსა და სამსახურებრივ თანაშემწეს და მათთან ერთად განიხილავს სტატიის დანარჩენ ნაწილს. ისინი საუბრობენ როგორ შეიძლება ისეთი ჩვევების დაძლევა, რომელთა გამოც სხვებს ანგარიშს არ ვუწევთ, ყურადღებას ვუფანტავთ და ხელს ვუშლით სარგებლობის მიღებაში. ისინი ყურადღებას ამახვილებენ, თუ როგორი გამამხნევებელია ისეთი ურთიერთობა, როდესაც სხვებისადმი სიყვარულს ვავლენთ და მათ ინტერესებს ჩვენსაზე წინ ვაყენებთ (ფილიპ. 2:4).
სიმღერა 72 და ლოცვა.
27 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 40
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აგვისტოს სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მოკლედ განიხილე, როგორ შეგვიძლია წიგნ „შემოქმედის“ გავრცელება სექტემბერში.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „გაქვს თუ არა პიონერული სული?“c ინტერვიუ აიღე რამდენიმე პიონერისგან ან მათგან ვინც ადრე იყო პიონერი. ჰკითხე რამ აღძრა, ისინი პიონერები გამხდარიყვნენ.
სიმღერა 74 და ლოცვა.
3 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 80
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
17 წთ.: „რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული საძმო?“d როდესაც განიხილავ ქვესათაურს „შეხვედრებზე“, მოიხსენიე აზრები 1996 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 22 (რუს.).
20 წთ.: „გამჭრიახობა გამოავლინე სასიხარულო ცნობის ქადაგებისას“e. მოაწყვე ინსცენირება მე-5 აბზაცში მოცემული რჩევების მიხედვით. ინსცენირებაში დახელოვნებულმა მაუწყებელმა აჩვენოს, როგორ უნდა დავუსვათ ტაქტიანი შეკითხვები და წამოჭრილ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი ვაჩვენოთ პიროვნებას, რომელიც გვეკამათება. ინსცენირება კარგად უნდა იყოს მომზადებული.
სიმღერა 121 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.