სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
10 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 86
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
13 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
22 წთ.: „გულმოდგინედ მსახურობ?“a 1—3 აბზაცების აუდიტორიასთან განხილვის შემდეგ წარმოადგინე ჟურნალების — 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ და 22 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“ (რუს.) — ორი მოკლე შეთავაზება. მე-4 აბზაცის განხილვის შემდეგ „შემეცნების“ გამოყენებით წარმოადგინე სტატიაში მოცემული შეთავაზება.
სიმღერა 124 და ლოცვა
17 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 92
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. „ეს საძიებელშია მოცემული“. აჩვენე, თუ „შემოქმედის“ გასავრცელებლად როგორ შეიძლება „შემოქმედის“ შეთავაზებების მოძებნა.
15 წთ.: რა გავაკეთეთ გასულ წელს? სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება. მიმოიხილე 2001 სამსახურებრივი წლის კრების ანგარიშები. ყველა შეაქე წარმატებებისთვის. ყურადღება გაამახვილე, თუ როგორ მიმდინარეობს კრების შეხვედრებზე დასწრება, რეგულარული სამქადაგებლო მსახურება და ბიბლიის შესწავლები. შეეხე იმ საკითხს, თუ პრაქტიკულად რა შეიძლება გაკეთდეს გასაუმჯობესებლად. რეალური მიზნები დასახე მომავალი წლისთვის.
15 წთ.: შეკითხვების ყუთი. მოხსენება. მიმოიხილე სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების კვირის გეგმა. ახსენი, თუ როგორ შეუძლია ყველა დამსწრეს თავისი წვლილის შეტანა ამ შეხვედრების ნაყოფიერად წარმართვაში. წაახალისე კრება, რომ მხარი დაუჭიროს მსახურებისთვის განკუთვნილ ამ ღონისძიებას.
სიმღერა 129 და ლოცვა
24 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 97
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. სტატიაში „როგორ შევთავაზოთ ჟურნალები“ მოცემული შეთავაზებების გამოყენებით წარმოადგინე ორი ინსცენირება. გამოიყენე 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“ და 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“.
30 წთ.: გიყვარდეთ ღმერთი და არა ის, რაც წუთისოფელშია (1 იოანე 2:15—17). მოხსენება და გასულ სამსახურებრივ წელს ჩატარებული სარაიონო კონგრესის პროგრამის განხილვა აუდიტორიასთან. სთხოვე მაუწყებლებს, კომენტარი გაუკეთონ იმას, თუ ძირითადად რა ისწავლეს და როგორ შეძლეს ნასწავლის როგორც პირადად, ისე ოჯახთან ერთად გამოყენება (კომენტარები შეიძლება წინასწარ განაწილდეს). მიმოიხილე ამ პროგრამის ნაწილები: 1) „ღვთისადმი სიყვარული მსახურებაში ჩვენი მამოძრავებელი ძალაა“. ასეთი სიყვარული გვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ უარყოფით გრძნობებს, რომლებიც შესაძლოა გვაბრკოლებს მსახურებაში. მაგალითად: სიმორცხვეს, არასრულფასოვნების გრძნობასა და კაცთმოშიშებას. 2) „იეჰოვას მოყვარულნო, გძულდეთ ბოროტება“ (w 01.10.99, გვ. 28—31). ღმერთთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად უნდა შევიძულოთ ყველაფერი, რაც მას სძულს — არა მარტო ის, რაც აშკარა ბოროტებაა, არამედ მისი შენიღბული ფორმებიც. 3) „ესწრაფეთ სიყვარულის აღმატებულ გზას“ (w 15.07.92, გვ. 27—30 [რუს.]). 1-ლი კორინთელთა 13:4—8-ში ნაჩვენებია, თუ რატომ უნდა შევეგუოთ მოთმინებით სხვების არასრულყოფილებას, თავი ავარიდოთ ეგოიზმსა და მეტოქეობას, არ გავავრცელოთ ჭორები და ერთგულება შევინარჩუნოთ ღვთის ორგანიზაციისადმი. 4) „რა თვალსაზრისი გვაქვს იმაზე, რაც წუთისოფელშია?“. ჩვენ არ უნდა შევიყვაროთ ის, რაც წუთისოფელშია, არ უნდა დავემორჩილოთ ხორცის სურვილებს და არ უნდა ავყვეთ თვალთა გულისთქმას ან ცხოვრების სიამაყეს. 5) „დაცული ვართ იმით, რომ არა ვართ წუთისოფლის ნაწილი“. მე-2 კორინთელთა 6:14—17-ში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება გარკვეული მრწამსის, წეს-ჩვეულებებისა და საქმიანობის გამო ღვთის კეთილგანწყობილება დავკარგოთ. უნდა ამოვიცნოთ და თავი ავარიდოთ ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებს. 6) „ღვთის აღთქმები მის მოყვარულთათვის“ (w 15.11.86, გვ. 5, 6 [რუს.]). იეჰოვას კურთხევები ცხოვრებაში სიხარულს გვმატებს და სულიერად გვამდიდრებს (1 ტიმ. 6:17—19).
სიმღერა 133 და ლოცვა
1 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 106
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ყველას შეახსენე სექტემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ჩაბარება.
15 წთ.: როგორ ვისწავლო სკოლაში რაც შეიძლება კარგად? უხუცესი და მისი მეუღლე ან სამსახურებრივი თანაშემწე და მისი მეუღლე ესაუბრებიან თავიანთ შვილს, რომელიც სკოლაში სწავლობს. მშობლები შეწუხებული არიან სწავლაში ჩამორჩენილი შვილის გამო. ისინი განიხილავენ „ახალგაზრდების შეკითხვების“ მე-18 თავში მოცემულ რჩევებს და მსჯელობენ იმაზე, თუ რა ესაჭიროება ბავშვს სწავლის გასაუმჯობესებლად. მშობლები ხაზგასმით აღნიშნავენ კარგი განათლების მიღების აუცილებლობას, რათა ბავშვმა შესძლოს თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება წმინდა მსახურებაში.
20 წთ.: „ხომ არაფერი გაბრკოლებს ქადაგებისას?“b ხაზი გაუსვი იმას, რომ აუცილებელია გაწონასწორებულობა სამუშაოსთან დაკავშირებით და პრიორიტეტების ისე დადგენა, რომ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დარჩეს. კრებაში ზოგიერთ ოჯახისთავს სთხოვე, მოყვნენ, თუ რა სირთულეებს აწყდებიან, როდესაც ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფისას არ უგულებელყოფენ სულიერ მოთხოვნილებებს.
სიმღერა 137 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.