თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმა 2002 წლისთვის
მითითებები
ქვემოთ მოცემულია მითითებები 2002 წელს თეოკრატიული სამსახურის სკოლის ჩასატარებლად.
სახელმძღვანელოები: დავალებებს საფუძვლად ექნება ბიბლია (ებრაული წერილები — საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლიიდან, ქრისტიანულ-ბერძნული წერილები — წიგნიდან „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი), „საგუშაგო კოშკი“ (w), ბროშურა «„მთელი წერილი“ სარწმუნო და სასარგებლოა» (bsi02), „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ (gt) და „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ (td).
სკოლა უნდა დაიწყოს დანიშნულ დროს სიმღერით, ლოცვითა და მოკლე მისალმებით. საჭირო არ არის პროგრამის პუნქტების წინასწარი მიმოხილვა. თითოეული პუნქტის წარდგენისას სკოლის ზედამხედველი მოიხსენიებს განსახილველ საკითხს. პროგრამა წარიმართება შემდეგნაირად:
დავალება №1: 15 წუთი. დაფუძნებულია „საგუშაგო კოშკზე“ ან ბროშურაზე «„მთელი წერილი“ სარწმუნო და სასარგებლოა». უნდა წარმოთქვას უხუცესმა ან სამსახურებრივმა თანაშემწემ. როცა ეს დავალება დაფუძნებულია „საგუშაგო კოშკზე“, უნდა წარმოითქვას როგორც 15-წუთიანი დამრიგებლური მოხსენება ზეპირი გამეორების გარეშე; როცა ეს დავალება დაფუძნებულია ბროშურაზე, უნდა წარმოითქვას როგორც 10—12-წუთიანი დამრიგებლური მოხსენება, რომელსაც მოჰყვება 3—5-წუთიანი ზეპირი გამეორება პუბლიკაციაში მოცემული კითხვების გამოყენებით. მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ მასალის გავლა; ყურადღება უნდა გამახვილდეს ინფორმაციის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და ხაზი გაესვას კრებისთვის ყველაზე სასარგებლო საკითხებს. გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული თემა.
ძმებმა, რომლებსაც ეს მოხსენება მიეცათ, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ განსაზღვრულ დროში ჩაეტიონ. თუ საჭიროა ან თუ მომხსენებელი ითხოვს, პირადად შეიძლება რჩევის მიცემა.
ღირსშესანიშნავი პუნქტები ბიბლიის კითხვიდან: 6 წუთი. უნდა წარმოთქვას უხუცესმა ან სამსახურებრივმა თანაშემწემ, რომელიც ეფექტურად გამოიყენებს მასალას ადგილობრივი მოთხოვნილებებისთვის. საჭირო არ არის რამე თემის აღება. ეს არ უნდა იყოს წასაკითხად მოცემული მასალის მხოლოდ მოკლე შინაარსი. შეიძლება გაკეთდეს მოცემული თავების 30—60-წამიანი ზოგადი მიმოხილვა. მაგრამ ძირითადი მიზანია, დახმარება გაეწიოს აუდიტორიას იმის გაგებაში, თუ რატომ და როგორ არის ინფორმაცია ჩვენთვის სასარგებლო. შემდეგ სკოლის ზედამხედველი მოსწავლეებს საკლასო ოთახებში გაუშვებს.
დავალება №2: 5 წუთი. ეს არის ბიბლიიდან გარკვეული მონაკვეთის კითხვა, რომელიც ძმას ევალება. დავალება სრულდება როგორც მთავარ კლასში, ისე დამატებით ჯგუფებშიც. წასაკითხი მასალა, ჩვეულებრივ, საკმაოდ მოკლეა, რომ მოსწავლეს საშუალება მიეცეს, შესავალსა და დასკვნაში წარმოთქვას მოკლე განმარტებითი ინფორმაცია. შეიძლება დაერთოს ისტორიული ფონი, წინასწარმეტყველური მნიშვნელობა, მოძღვრების საკითხები და პრინციპების გამოყენება. ყველა წასაკითხი მუხლი ზედმიყოლებით უნდა იქნეს წაკითხული. რა თქმა უნდა, თუ წასაკითხი მუხლები თანამიმდევრული არ არის, მოსწავლეს შეუძლია თქვას, რომელი მუხლიდან აგრძელებს კითხვას.
დავალება №3: 5 წუთი. ეს დავალება ეძლევა დას. დავალების თემა დაფუძნებული იქნება წიგნზე „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. სიტუაცია შეიძლება იყოს არაფორმალური ქადაგება, განმეორებითი მონახულება ან ბიბლიის საშინაო შესწავლა; მონაწილეებს შეუძლიათ ისხდნენ ან იდგნენ. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით იმით უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ გადასცემს მოსწავლე დავალებულ თემას და როგორ ეხმარება მობინადრეს ბიბლიური მუხლების გაგებაში. მოსწავლემ, რომელსაც ეს დავალება აქვს, უნდა იცოდეს, როგორ წაიკითხოს. სკოლის ზედამხედველი ერთ დამხმარეს უნიშნავს, მაგრამ სხვა დამხმარის ჩართვაც შეიძლება. ძირითადი ყურადღება ბიბლიის ეფექტურად გამოყენებას უნდა მიექცეს და არა სიტუაციას.
დავალება №4: 5 წუთი. ეს დავალება ეძლევა ძმა ან დას. იგი დაფუძნებულია ბროშურაზე „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“. მოსწავლემ, რომელსაც მიეცემა ეს დავალება, უნდა იცოდეს კითხვა. როცა ძმას ეძლევა, ყოველთვის მოხსენების სახით უნდა წარმოითქვას. კარგი იქნებოდა, თუ ძმა მოხსენების მომზადებისას გაითვალისწინებდა მსმენელებს, რათა თემა მათთვის შინაარსიანი და სასარგებლო იყოს. მაგრამ, თუ მასალას უფრო უხდება სხვა პირობითი სიტუაცია, რომელსაც ექნება მეტი პრაქტიკული ღირებულება და შეესაბამება აუდიტორიას, ძმას შეუძლია შესაბამისად მოამზადოს მოხსენება. პროგრამაში მოცემულია ყოველი დავალების თემა. როცა ეს დავალება ეძლევა დას, დავალება №3-თან დაკავშირებული მითითებების მიხედვით უნდა გაკეთდეს.
ბიბლიის კითხვის გეგმა: კარგი იქნებოდა, თითოეული მიჰყოლოდა ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის გეგმას, რომელიც დღეში დაახლოებით ერთი გვერდის წაკითხვას მოიცავს.
შენიშვნა: რჩევების, დროის, წერითი გამეორებისა და დავალებების მომზადების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მითითებებისთვის იხილე 1996 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 3.
გეგმა
1 იან. ბიბლიის კითხვა: ეკლესიასტე 1—6
სიმღერა № 59
№1: „ეკლესიასტეს“ შესავალი (bsi02, ბიბლიის 21-ე წიგნი, აბზ. 1—8)
№3: ხუთი თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა ნავში ჯდომისას (gt, თავი 43, აბზ. 1—8)
№4: td 1ა ღვთის განზრახვა სამეფოსთან დაკავშირებით ყველასთვისაა
14 იან. ბიბლიის კითხვა: ეკლესიასტე 7—12
სიმღერა №25
№1: რატომ არის სასარგებლო „ეკლესიასტე“? (bsi02, ბიბლიის 21-ე წიგნი, აბზ. 15—19)
№3: მოწაფეები სარგებლობას იღებენ იესოს სწავლებებიდან (gt, თავი 43, აბზ. 9—19)
№4: td 1ბ გადარჩენის მსგავსი შესაძლებლობა არაქრისტიანებსაც აქვთ
21 იან. ბიბლიის კითხვა: ქებათა-ქება სოლომონისა 1—8
სიმღერა №11
№1: „ქებათა-ქება სოლომონისას“ შესავალი და რატომ არის ის სასარგებლო? (bsi02, ბიბლიის 22-ე წიგნი, აბზ. 1—4, 16—18)
№2: ქებათა-ქება სოლომონისა 5:1—16
№3: იესომ უფრო მეტი დარიგებებით აკურთხა თავისი მოწაფეები (gt, თავი 43, აბზ. 20—31)
№4: td 1გ იუდეველთა პატრიარქებს ჰქონდათ სამეფოს იმედი
28 იან. ბიბლიის კითხვა: ესაია 1—6
სიმღერა № 204
№1: „ესაიას წინასწარმეტყველების“ შესავალი (bsi02, ბიბლიის 23-ე წიგნი, აბზ. 1—8)
№2: ესაია 2:1—17
№3: საშინელი ქარიშხლის დაწყნარება (gt, თავი 44)
№4: td 1დ იუდეველთა ტანჯვა ნაწინასწარმეტყველები იყო
4 თებ. ბიბლიის კითხვა: ესაია 7—11
სიმღერა № 89
№1: ჩვენ ვსაჭიროებთ იეჰოვას ორგანიზაციას (w00 01/01, გვ. 30, 31)
№2: ესაია 8:1—22
№3: დემონებით შეპყრობილი კაცი მოწაფე ხდება (gt, თავი 45)
№4: td 2ა ბოროტება განადგურდება ღვთის ომით
11 თებ. ბიბლიის კითხვა: ესაია 12—19
სიმღერა № 177
№1: როგორი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე? (w00 01/15 გვ. 20, 21)
№2: ესაია 17:1—14
№3: ქალი შეეხო იესოს ტანსაცმელს (gt, თავი 46)
№4: td 2ბ ქრისტიანების როლი ღვთის საბოლოო ომში
18 თებ. ბიბლიის კითხვა: ესაია 20—26
სიმღერა № 225
№1: დაუახლოვდით იეჰოვას (w00 01/15 გვ. 23—26)
№2: ესაია 22:1—19
№3: ცრემლები დიდი სიხარულით იცვლება (gt, თავი 47)
№4: td 2გ არ ეწინააღმდეგება ღვთის სიყვარულს
25 თებ. ბიბლიის კითხვა: ესაია 27—31
სიმღერა № 192
№1: მდევნელი დიდებულ სინათლეს ხედავს (w00 01/15 გვ. 27—29)
№2: ესაია 29:1—14
№3: იესოს უარყოფენ მისი სასწაულებისდა მიუხედავად (gt, თავი 48)
№4: td 3ა იმედი მკვდრებისთვის
4 მარ. ბიბლიის კითხვა: ესაია 32—37
სიმღერა № 98
№1: წარმატება შეუპოვრობის შედეგია (w00 02/01 გვ. 4—6)
№2: ესაია 33:1—16
№3: მესამე სამქადაგებლო მოგზაურობა გალილეაში (gt, თავი 49)
№4: td 3ბ აღდგომა სიცოცხლისთვის ან ზეცაში, ან კიდევ დედამიწაზე
11 მარ. ბიბლიის კითხვა: ესაია 38—42
სიმღერა № 132
№1: დედის გონივრული დარიგება (w00 02/01 გვ. 30—31)
№2: ესაია 42:1—16
№3: მოწაფეების დევნისთვის მომზადება (gt, თავი 50)
№4: td 3გ იესომ დატოვა თავისი ხორცი სიკვდილში; აღდგა როგორც სული
18 მარ. ბიბლიის კითხვა: ესაია 43—47
სიმღერა № 160
№1: ნუ დაბრუნდებით საშიშ ზონაში! (w00 02/15 გვ. 4—7)
№2: ესაია 44:6—20
№3: მკვლელობა დაბადების დღის ზეიმზე (gt, თავი 51)
№4: td 4ა ადამიანის ცხოვრება არაა წინასწარ განსაზღვრული
25 მარ. ბიბლიის კითხვა: ესაია 48—52
სიმღერა № 161
№1: ლოცვის ძალა (w00 03/01 გვ. 3, 4)
№2: ესაია 49:1—13
№3: იესო სასწაულით აპურებს ათასებს (gt, თავი 52)
№4: td 4ბ იდეა ერთხელ და სამუდამოდ გადარჩენაზე არაბიბლიურია
1 აპრ. ბიბლიის კითხვა: ესაია 53—59
სიმღერა № 210
№1: იეჰოვას ძიება მომზადებული გულით (w00 03/01 გვ. 29—31)
№2: ესაია 54:1—17
№3: იესომ გაიარა წყალდაწყალ (gt, თავი 53)
№4: td 5ა ღვთის სიტყვა ინსპირირებულია
8 აპრ. ბიბლიის კითხვა: ესაია 60—66
სიმღერა № 111
№1: რატომ არის სასარგებლო ესაიას წინასწარმეტყველება? (bsi02, ბიბლიის 23-ე წიგნი, აბზ. 34—39)
№2: ესაია 61:1—11
№3: ვისგან ბოძებული ძღვენია პური ზეციდან? (gt, თავი 54)
№4: td 5ბ გაგებისათვის საჭიროა დახმარება
15 აპრ. ბიბლიის კითხვა: იერემია 1—4
სიმღერა № 70
№1: „იერემიას“ შესავალი (bsi02, ბიბლიის 24-ე წიგნი, აბზ. 1—5)
№2: იერემია 2:4—19
№3: რატომ აღარ სურს ბევრს იესოს მოწაფედ ყოფნა? (gt, თავი 55)
№4: td 5გ პრაქტიკული სახელმძღვანელოა ჩვენი დღეებისათვის
22 აპრ. ბიბლიის კითხვა: იერემია 5—8
სიმღერა № 205
№1: რატომ სჭირდება კაცობრიობას დამხმარე (w00 03/15 გვ. 3, 4)
№2: იერემია 7:1—20
№3: რა ბილწავს ადამიანს? (gt, თავი 56)
№4: td 5დ საღვთო წერილიდან სხვადასხვა ადგილის ციტირებას ბიბლიური პრეცედენტი აქვს
29 აპრ. წერითი გამეორება. იერემია 9—13
სიმღერა № 46
6 მაის. ბიბლიის კითხვა: იერემია 14—18
სიმღერა № 224
№1: როგორ შეუძლია იესო ქრისტეს ჩვენი დახმარება (w00 03/15 გვ. 5—9)
№2: იერემია 17:1—18
№3: იესო თანაგრძნობას გამოხატავს დამწუხრებულებისადმი (gt, თავი 57)
№4: td 5ე სხვა „წმინდა წიგნები“ ან ტრადიციები არ არის ინსპირირებული
13 მაის. ბიბლიის კითხვა: იერემია 19—23
სიმღერა № 73
№1: მოკრძალება — თვისება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას (w00 03/15 გვ. 21—24)
№2: იერემია 19:1—15
№3: იესომ მოწაფეებს განუმარტა გაუგებარი საკითხი (gt, თავი 58)
№4: td 5ვ დაწერილია ყველა ერის ადამიანებისთვის
20 მაის. ბიბლიის კითხვა: იერემია 24—28
სიმღერა № 140
№1: სამაგალითო მამაკაცი, რომელმაც შენიშვნა მიიღო (w00 03/15 გვ. 25—28)
№2: იერემია 25:1—14
№3: სინამდვილეში ვინ არის იესო? (gt, თავი 59)
№4: td 5ზ „ძველი“ და „ახალი“ აღთქმა — ორივე მნიშვნელოვანია
27 მაის. ბიბლიის კითხვა: იერემია 29—31
სიმღერა № 42
№1: როგორ მოქმედებს დღეს ღვთის სული? (w00 04/01 გვ. 8—11)
№2: იერემია 30:1—16
№3: ქრისტეს სამეფო დიდების წინასწარ ხილვა (gt, თავი 60)
№4: td 5თ წიგნების კანონიკურობა უკეთესად განისაზღვრება შინაგანი ფაქტებით
3 ივნ. ბიბლიის კითხვა: იერემია 32—35
სიმღერა № 85
№1: იეჰოვას ძალით ნუგეშის პოვნა (w00 04/15 გვ. 4—7)
№2: იერემია 34:1—16
№3: რწმენის ძალა (gt, თავი 61)
№4: td 6ა მსოფლიო უბედურებებისგან გათავისუფლება
10 ივნ. ბიბლიის კითხვა: იერემია 36—40
სიმღერა № 159
№1: გაქვთ ისეთივე თვალსაზრისი მოძალაადეებზე, როგორიც ღმერთს აქვს? (w00 04/15 გვ. 26—29)
№2: იერემია 37:1—17
№3: თავმდაბლობის გაკვეთილი (gt, თავი 62)
№4: td 6ბ მსოფლიო უბედურებების მნიშვნელობა
17 ივნ. ბიბლიის კითხვა: იერემია 41—45
სიმღერა № 26
№1: „შეინახე გული“ (w00 05/15 გვ. 20—24)
№2: იერემია 41:1—15
№3: იფხიზლეთ, სხვები რომ არ დააბრკოლოთ (gt, თავი 63)
№4: td 6გ ვინაა პასუხისმგებელი მსოფლიო უბედურებებზე
24 ივნ. ბიბლიის კითხვა: იერემია 46—49
სიმღერა № 15
№1: სრულყოფილი ცხოვრება მხოლოდ ოცნება როდია! (w00 06/15 გვ. 5—7)
№2: იერემია 49:1—13
№3: მიმტევებლობის გაკვეთილი (gt, თავი 64)
№4: td 6დ რატომ არსებობს ბოროტება
1 ივლ. ბიბლიის კითხვა: იერემია 50—52
სიმღერა № 100
№1: რატომ არის სასარგებლო „იერემიას წინასწარმეტყველება“ (bsi02 ბიბლიის 24-ე წიგნი, აბზ. 36—39)
№2: იერემია 50:1—16
№3: საიდუმლო მგზავრობა იერუსალიმში (gt, თავი 65)
№4: td 6ე აღსასრულამდე დროის გაგრძელება ღვთის მოწყალებას ნიშნავს
8 ივლ. ბიბლიის კითხვა: გოდება იერემიასი 1—2
სიმღერა № 8
№1: „გოდება იერემიასი“, შესავალი (bsi02, ბიბლიის 25-ე წიგნი, აბზ. 1—7)
№3: საშიშროება კარვობის დღესასწაულზე (gt, თავი 66)
№4: td 6ვ ადამიანი ვერ გადაწყვეტს მსოფლიო უბედურებებს
15 ივლ. ბიბლიის კითხვა: გოდება იერემიასი 3—5
სიმღერა № 145
№1: რატომ არის სასარგებლო „გოდება იერემიასი“? (bsi02 ბიბლიის 25-ე წიგნი, აბზ. 13—15)
№3: რატომ ვერ ახერხებენ მსახურები იესოს დაპატიმრებას (gt, თავი 67)
№4: td 6ზ ბოროტებს მხოლოდ დროებით აქვთ წარმატება
22 ივლ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 1—6
სიმღერა № 94
№1: „ეზეკიელის წინასწარმეტყველების“ შესავალი (bsi02, ბიბლიის 26-ე წიგნი, აბზ. 1—6)
№2: ეზეკიელი 4: 1—17
№3: იესოს ზეციერი წარმომავლობა და მისი მომავალი ზეცაში (gt, თავი 68, აბზ.1—14)
№4: td 6თ როგორ წარმოიშვა ბოროტება სრულყოფილ სამყაროში
29 ივლ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 7—12
სიმღერა № 221
№1: სარგებლობთ კარგი მაგალითებით? (w00 07/01 გვ. 19—21)
№2: ეზეკიელი 10:1—19
№3: ჭეშმარიტება, რომელიც ხალხს ათავისუფლებს (gt, თავი 68, აბზ.14—20)
№4: td 6ი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რამდენადაც ბოროტების ბოლო ახლოვდება
5 აგვ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 13—16
სიმღერა № 106
№1: უზნეო წუთისოფელში უმწიკვლოდ დარჩენა შესაძლებელია (w00 07/15 გვ. 28—31)
№2: ეზეკიელი 13:1—16
№3: მამობის საკითხი (gt, თავი 69)
№4: td 7ა იესოს ადამიანური სიცოცხლე გადახდილი საფასურია, როგორც „გამოსასყიდი ყველასათვის“
12 აგვ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 17—20
სიმღერა № 214
№1: ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემა — რატომ არის ასე მნიშვნელოვანი? (w00 08/01 გვ. 4—7)
№2: ეზეკიელი 17:1—18
№3: დაბადებიდან ბრმის განკურნება (gt, თავი 70)
№4: td 7ბ შესაბამისი ფასი იყო
19 აგვ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 21—23
სიმღერა № 86
№1: როგორ ართმევ თავს უთანხმოებებს? (w00 08/15 გვ. 23—25)
№2: ეზეკიელი 22:1—16
№3: მათხოვარმა ჩიხში შეიყვანა ფარისევლები (gt, თავი 71)
№4: td 8ა ყველა ხალხის განკითხვა
26 აგვ. წერითი გამეორება. ეზეკიელი 24—28
სიმღერა № 18
2 სექტ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 29—32
სიმღერა № 40
№1: რატომ გვმართებს თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენა? (w00 09/15 გვ. 21—24)
№2: ეზეკიელი 30:1—19
№3: იესო აგზავნის სამოცდაათს (gt, თავი 72)
№4: td 8ბ 1000-წლიანი განკითხვის დღე
9 სექტ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 33—36
სიმღერა № 49
№1: როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ღმერთს (w00 10/15 გვ. 4—7)
№2: ეზეკიელი 33:1—16
№3: ვინ არის ნამდვილი მოყვასი? (gt, თავი 73)
№4: td 9ა სულიერ განკურნებას მოაქვს მარადიული სარგებელი
16 სექტ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 37—40
სიმღერა № 34
№1: როგორ განსაზღვრავთ წარმატებას? (w00 11/01 გვ. 18—21)
№2: ეზეკიელი 39:1—16
№3: იესო რჩევას აძლევს მართას (gt, თავი 74, აბზ. 1—5)
№4: td 9ბ ღვთის სამეფო მარადიულ ფიზიკურ განკურნებას მოიტანს
23 სექტ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 41—45
სიმღერა № 50
№1: ემსახურეთ ღმერთს მზადყოფნის სულისკვეთებით (w00 11/01 გვ. 21—23)
№2: ეზეკიელი 42:1—20
№3: დაჟინებული ლოცვის აუცილებლობა (gt, თავი 74, აბზ. 6—9)
№4: td 9გ რწმენით განკურნება ახლა აღარაა ღვთისგან გამართლების ნიშანი
30 სექტ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 46—48
სიმღერა № 112
№1: რატომ არის სასარგებლო „ეზეკიელის წინასწარმეტყველება“ (bsi02 ბიბლიის 26-ე წიგნი, აბზ. 29—33)
№2: ეზეკიელი 46:1—15
№3: სათანადო გამოხმაურება იესოს სასწაულზე (gt, თავი 75)
№4: td 9დ ენებზე ლაპარაკი იყო დროებითი ღონისძიება
7 ოქტ. ბიბლიის კითხვა: დანიელი 1—4
სიმღერა № 10
№1: „დანიელის წინასწარმეტყველების“ შესავალი (bsi02, ბიბლიის 27-ე წიგნი, აბზ. 1—6)
№2: დანიელი 1:1—17
№3: იესო ამხელს ფარისევლებს და მწიგნობრებს (gt, თავი 76)
№4: td 10ა გარიცხვის მართებულობა
14 ოქტ. ბიბლიის კითხვა: დანიელი 5—8
სიმღერა № 191
№1: ყოველთვის უნდა დაიჯერო ის, რასაც „ბრძენი“ ადამიანები ამბობენ? (w00 12/01 გვ. 29—31)
№2: დანიელი 5:1—16
№3: იესო წყვეტს მემკვიდრეობის საკითხს (gt, თავი 77)
№4: td 10ბ გარიცხვის მიზეზები
21 ოქტ. ბიბლიის კითხვა: დანიელი 9—12
სიმღერა № 108
№1: რატომ არის სასარგებლო „დანიელის წინასწარმეტყველება“ (bsi02, ბიბლიის 27-ე წიგნი, აბზ. 19—23)
№2: დანიელი 10:1—21
№3: იესო მოუწოდებს მოწაფეებს, მზად იყვნენ მისი მეორედ მოსვლისთვის (gt, თავი 78)
№4: td 10გ ღმერთისგან პატიებისთვის აუცილებელია მონანიება
28 ოქტ. ბიბლიის კითხვა: ოსია 1—14
სიმღერა № 23
№1: „ოსიას წინასწარმეტყველების“ შესავალი, და რატომ არის სასარგებლო (bsi02 ბიბლიის 28-ე წიგნი, აბზ. 1—8, 14—17)
№2: ოსია 4:1—19
№3: ერი იკარგება, მაგრამ არა ყველა მისი წარმომადგენელი (gt, თავი 79, აბზ. 1—5)
№4: td 11ა უფლის საღამოს აღნიშვნა
4 ნოემ. ბიბლიის კითხვა: იოველი 1—3
სიმღერა № 166
№1: „იოველის წინასწარმეტყველების“ შესავალი, და რატომ არის სასარგებლო? (bsi02, ბიბლიის 29-ე წიგნი, აბზ. 1—5, 12—14)
№2: იოველი 1:1—20
№3: იესო აბათილებს მათ აზრს, ვინც განსჯის შაბათ დღეს განკურნებას (gt, თავი 79, აბზ. 6—9)
№4: td 11ბ წირვა არაბიბლიურია
11 ნოემ. ბიბლიის კითხვა: ამოსი 1—9
სიმღერა № 80
№1: „ამოსის წინასწარმეტყველება“, და რატომ არის სასარგებლო (bsi02, ბიბლიის 30-ე წიგნი, აბზ. 1—6, 13—17)
№2: ამოსი 1:1—15
№3: ფარეხები და მწყემსი (gt, თავი 80)
№4: td 12ა ახალგაზრდობის დამნაშავეობის პრობლემის გადაწყვეტა ბიბლიის საშუალებით
18 ნოემ. ბიბლიის კითხვა: აბდია 1-ლი თავი—იონა მე-4 თავი
სიმღერა № 96
№1: „აბდიასა და იონას წინასწარმეტყველებების“ შესავალი, და რატომ არის სასარგებლო? (bsi02, იბლიის 31-ე წიგნი, აბზ. 1— 5, 10—14 და ბიბლიის 32-ე წიგნი, აბზ. 1—4, 9—12)
№2: აბდია 1:1—16
№3: რატომ ცდილობენ იესოს მოკვლას? (gt, თავი 81)
№4: td 13ა ყოველი ქრისტიანი უნდა ქადაგებდეს, საუბრობდეს კეთილ ცნობაზე
25 ნოემ. ბიბლიის კითხვა: მიქა 1—7
სიმღერა № 138
№1: „მიქას წინასწარმეტყველების“ შესავალი, და რატომ არის სასარგებლო (bsi02, ბიბლიის 33-ე წიგნი, აბზ. 1—8, 16—19)
№2: მიქა 1:1—16
№3: ვინ ვერ გადარჩება? (gt, თავი 82, აბზ. 1—6)
№4: td 13ბ საჭიროა განმეორებითი მონახულება, განუწყვეტელი დამოწმება
2 დეკ. ბიბლიის კითხვა: ნაუმი 1— აბაკუმი 3
სიმღერა № 137
№1: „ნაუმის და აბაკუმის წინასწარმეტყველებების“ შესავალი, და რატომ არის სასარგებლო? (bsi02, ბიბლიის 34-ე წიგნი, აბზ. 1—7, 11, 12 და ბიბლიის 35-ე წიგნი, აბზ. 1—5, 12—14)
№2: ნაუმი 3:1—19
№3: იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე (gt, თავი 82, აბზ. 7—11)
№4: td 13გ კვირას (შაბათს) შეიძლება ქადაგება
9 დეკ. ბიბლიის კითხვა: სოფონია 1— ანგია 2
სიმღერა № 146
№1: „სოფონიასა და ანგიას წინასწარმეტყველებების“ შესავალი, და რატომ არის სასარგებლო (bsi02, ბიბლიის 36-ე წიგნი, აბზ. 1—6, 10—12 და ბიბლიის 37-ე წიგნი, აბზ. 1—7, 13—16)
№2: სოფონია 2:1—15
№3: საქმეები, რომლებსაც ღმერთი ნამდვილად აფასებს (gt, თავი 83)
№4: td 13დ მხარდაჭერილია ნებაყოფლობითი შესაწირავებით
16 დეკ. ბიბლიის კითხვა: ზაქარია 1—8
სიმღერა № 1
№1: „ზაქარიას წინასწარმეტყველების“ შესავალი (bsi02, ბიბლიის 36-ე წიგნი, აბზ. 1—7)
№2: ზაქარია 6:1—15
№3: მოწაფეობის პასუხისმგებლობა (gt, თავი 84)
№4: td 13ე ბიბლია გვიჩვენებს, რომ ქალები და ბავშვებიც ქადაგებენ
23 დეკ. ბიბლიის კითხვა: ზაქარია 9—14
სიმღერა № 176
№1: რატომ არის სასარგებლო „ზაქარიას წინასწარმეტყველება“ (bsi02, ბიბლიის 36-ე წიგნი, აბზ. 23—27)
№2: ზაქარია 9:1—17
№3: თავდაჯერებულობისთვის თავის არიდება და თავმდაბლობის დაფასება (gt, თავი 85)
№4: td 13ვ მისაწვდომია ყველა ადამიანისთვის
30 დეკ. წერითი გამეორება. მალაქია 1—4
სიმღერა № 118