სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
14 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 3
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. განიხილე „შეკითხვების ყუთი“.
20 წთ.: „მშობლებო, ყრმობიდანვე გაწვრთენით შვილები“.a ჩართე კომენტარები 1998 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკიდან“, გვ. 32. მშობლებს სთხოვე მოყვნენ, თუ რა დადებით შედეგებს მიაღწიეს იმით, რომ შვილების სულიერი წვრთნა მათი ყრმობიდანვე დაიწყეს.
10 წთ.: „როგორ შევთავაზოთ ჟურნალები“. ინსცენირებით აჩვენე, თუ როგორ შეიძლება შევთავაზოთ 15 იანვრისა და 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“. წაახალისე ყველა მაუწყებელი, მონაწილეობა მიიღონ ჟურნალებით მსახურებაში.
სიმღერა 55 და ლოცვა.
21 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 104
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. განიხილე ჩარჩო „თითოეულმა თქვენგანმა გადადოს“.
13 წთ.: ყოველდღიურად განიხილავ საღვთო წერილს? განიხილავენ ოჯახის წევრები, რომლებსაც სურთ, რომ ყოველდღიური მუხლის განხილვა უფრო სასარგებლო გახდეს მათთვის. ოჯახის წევრები განიხილავენ 1997 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკს“, გვ. 13, მე-13, მე-14 აბზაცებს. მოკლედ მიმოიხილე ბოლო დროს განხილული ორი ან სამი მუხლი. ახსენი, თუ რა მხრივ არის ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასარგებლო. ხაზგასმით აღნიშნე, რომ ყოველდღიური მუხლის განხილვა ბიბლიის რეგულარული ოჯახური შესწავლის ნაწილი უნდა იყოს, რაც მათ სულიერ აქტიურობას უნარჩუნებს.
22 წთ.: „ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენეთ სამეფო“.b მთავარ აზრებთან დაკავშირებით დასვი რამოდენიმე კითხვა 1998 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვ. 19—21.
სიმღერა 168 და ლოცვა
28 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 196
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე, ჩააბარონ იანვრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები.
20 წთ.: ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა. გამოცდილი უხუცესის მოხსენება, რომელიც განიხილავს, თუ რა დაგვეხმარება მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში. მოხსენებისას გაითვალისწინე 2001 წლის იანვრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, მე-2 გვერდზე მოცემული მასალა. დამატებითი ინფორმაციის პოვნა შეიძლება 2000 წლის 15 ივლისისა და 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, რუბრიკით „მკითხველთა შეკითხვები“.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები. სთხოვე მაუწყებლებს, მოყვნენ, თუ რა შემთხვევები ჰქონდათ, როდესაც გამოიყენეს ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, როდესაც ადამიანებს მათ კითხვებზე საპასუხოდ შესთავაზეს შესაბამისი ბროშურები ან ბროშურის „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“-ს გამოყენებით ბიბლიური იმედი მისცეს ადამიანებს. შეგიძლიათ ერთი ან ორი შემთხვევის ინსცენირება წარმოადგინოთ.
სიმღერა 202 და ლოცვა
4 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 212
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წარმოადგინეთ 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-ის შეთავაზების მოკლე ინსცენირებები. გამოიყენეთ ოფისიდან გამოგზავნილ წერილში მოცემული შეთავაზებები.
17 წთ.: „როგორ მოისმინონ მათ?“.c მსმენელებს სთხოვე, განმარტონ სტატიაში საღვთო წერილიდან მოყვანილი მუხლები. დასვი კითხვები 1998 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ მე-20 გვერდზე მოცემული სტატიის მე-17, მე-18 აბზაცებთან დაკავშირებით.
20 წთ.: „შეთავაზებები სამქადაგებლო მსახურებისთვის“. აუდიტორიასთან განხილვა, რომელსაც წაუძღვება სამსახურებრივი ზედამხედველი. დანართში მოცემულია შეთავაზებები „ჩვენი სამეფო მსახურების“ ძველი ნომრებიდან, მათ შორისაა ახალი შეთავაზებებიც. ცარიელი ხაზების გამოყენება შეიძლება იმ შეთავაზებების ჩასაწერად, რომლებიც მომავალში გამოქვეყნდება და ეფექტური აღმოჩნდება ადგილობრივად. სთხოვე მსმენელებს, ახსნან, თუ რომელი შეთავაზება მოსწონთ განსაკუთრებით და რატომ. გააკეთე ერთი ან ორი შეთავაზების ინსცენირება, რომელთა გამოყენებაც თებერვალში გასავრცელებელ ლიტერატურასთან შეიძლება. მაუწყებლებს სთხოვე, შეინახონ ეს დანართი და ხშირად გამოიყენონ ის, როდესაც მსახურებისთვის ემზადებიან.
სიმღერა 224 და ლოცვა
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.