სამსახურებრივი შეხვედრა
12 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 76
13 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული შეთავაზებების ინსცენირებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“. ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ ქვესათაურის „რატომ მიდიხართ ხალხთან ასე ხშირად?“ (გვერდი 12) დახმარებით აჩვენე, როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას, როდესაც მობინადრე საუბრის შეწყვეტას ცდილობს.
20 წთ.: „დაისახეთ სულიერი მიზნები“a. მეხუთე აბზაცის განხილვისას მოუწოდე, მიზნად დაისახონ პიონერობა, მისიონერობა ან ბეთელში მსახურება („ჩვენი მსახურება“, გვერდები 113—116).
12 წთ.: ადგილობრივი შემთხვევები. სთხოვე კრების წევრებს, მოჰყვნენ შემთხვევები, რომლებიც ტრაქტატის, „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ გავრცელებისას ჰქონდათ. დაიწყო ვინმემ ბიბლიის შესწავლა? თუ დიახ, მოყევი როგორ, ან დადგი ამ შემთხვევების ერთი-ორი ინსცენირება. მიმოიხილე ჩარჩო „როგორ გავავრცელოთ ტრაქტატი“ („ჩვენი სამეფო მსახურება“, 2001 წლის ნოემბერი, გვერდი 4).
სიმღერა 123 და ლოცვა.
19 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 182
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. განიხილე „სპეციალური ერთდღიანი კონგრესის ახალი პროგრამა“. გამოაცხადე მომდევნო ერთდღიანი კონგრესის ჩატარების თარიღი და მოუწოდე ყველას, მოვიდნენ პროგრამის დაწყებამდე და მთელ პროგრამას ყურადღებით მოუსმინონ. აღძარი მაუწყებლები, რომ მოიწვიონ დაინტერესებულები და ბიბლიის შემსწავლელები.
15 წთ.: რა აბრკოლებთ მათ? აუდიტორიასთან განხილვა და ინსცენირება. მსახურებაში ხშირად ვხვდებით ისეთ ხალხს, რომელთაც არ უყვართ თავიანთ რწმენაზე ლაპარაკი. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს სამეფოს შესახებ ცნობის სხვებისთვის გაზიარებაში. თუ გვეცოდინება, რატომ არ სურთ მათ ლაპარაკი, ეს ისეთი მიდგომის მოფიქრებაში დაგვეხმარება, რომელიც მსმენელს საკუთარი აზრის გამოსათქმელად აღძრავს. განიხილე, როგორი შეთავაზებები შეგვეძლო მოგვემზადებინა, თუ ვხვდებით შემდეგი ტიპის ადამიანებს: 1) მათ, რომლებიც გულგრილები არიან რელიგიისადმი, მათ შორის საკუთარისადმიც; 2) რომლებსაც მოსწონთ თავიანთი ოჯახის წევრებისა და წინაპრების რელიგიური წეს-ჩვეულებები; 3) რომლებსაც ეუხერხულებათ თავიანთ რწმენაზე ლაპარაკი, ვინაიდან მას წმინდა წერილების საფუძველზე ვერ ასაბუთებენ და 4) რომლებიც წინასწარვე ცუდად არიან განწყობილი, ვინაიდან ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. შეცვალე ეს ჩამონათვალი ადგილობრივი მოთხოვნილებების შესაბამისად და ყურადღება გაამახვილე ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გხვდებათ. მოაწყვე მოკლე ინსცენირება, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ადამიანი ბიბლიურ თემაზე საუბრით.
18 წთ.: „გამოავლინეთ ქრისტიანული ერთგულება ნათესავის კრებიდან გარიცხვის დროს“b (1—8 აბზაცები). წარმოადგინოს გამოცდილმა უხუცესმა და განხილვა სტატიაში მოცემული კითხვების გამოყენებით ჩაატაროს. თითოეული აბზაცი წაიკითხოს ძმამ, რომელიც გამართულად და კარგად კითხულობს.
სიმღერა 136 და ლოცვა.
26 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 189
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული შეთავაზებების საშუალებით, პიონერმა ან დამხმარე პიონერმა წარმოადგინოს 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ და კრების სხვა მაუწყებელმა 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“. სთხოვე მათ, რომ შეთავაზებისას გამოიყენონ ბიბლიური მუხლი.
17 წთ.: „იყავი კარგი თანამოსაუბრე!“c მოუწოდე მაუწყებლებს გადახედონ „დაეუფლე საუბრის ხელოვნებას“, ერთ-ერთ თავს, წიგნიდან: „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“, გვერდები 62—65.
18 წთ.: „გამოავლინეთ ქრისტიანული ერთგულება ნათესავის კრებიდან გარიცხვის დროს“d (9—14 აბზაცები). წარმოადგინოს გამოცდილმა უხუცესმა და განხილვა სტატიაში მოცემული კითხვების გამოყენებით ჩაატაროს. თითოეული აბზაცი წაიკითხოს ძმამ, რომელიც გამართულად და კარგად კითხულობს.
სიმღერა 125 და ლოცვა.
2 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 84
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აგვისტოს სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მოკლედ მიმოიხილე სტატია „იკითხეთ შვილებთან ერთად“, 1999 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 25.
20 წთ.: წინასწარ მოემზადე. განხილვა და ინსცენირება. წინასწარ ყველაფრის კარგად დაგეგმვა უფრო შედეგიანს გახდის შენს მსახურებას. ამიტომ: 1) იზრუნე საჭირო ლიტერატურაზე; 2) არ დაგავიწყდეს კალამი ან ფანქარი კარდაკარ მსახურებისას ჩანაწერების გასაკეთებლად; 3) თუ გჭირდება, იფიქრე ტრანსპორტზე; 4) წინასწარვე დაგეგმე, როდის გააკეთებ განმეორებით მონახულებებს და 5) მოამზადე სათქმელი. თუ ატარებ შეხვედრას სამქადაგებლო მსახურებისთვის, მოამზადე საკმარისი უბნები. აუდიტორიასთან განიხილე სექტემბერში გასავრცელებელი წიგნის, „შემოქმედის“, ორი ან სამი შეთავაზება. წარმოადგინე ერთ-ერთი შეთავაზება და განხილვისას გამოიყენე ბიბლიური მუხლი (შეთავაზებები იხილე „ჩვენი სამეფო მსახურება“, 1995 წლის ივნისი, გვერდი 4 (რუს.) და 1996 წლის სექტემბერი გვერდი 8).
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები. ან სთხოვე კრების წევრებს, მოჰყვნენ შემთხვევები არაფორმალური ქადაგებიდან, როდესაც ხალხს სასიხარულო ცნობას უზიარებდნენ ავტოსადგომებზე, ტრანსპორტში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. დადგი ერთი ან ორი შემთხვევის ინსცენირება.
სიმღერა 99 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.