განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა სექტემბერში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. იქ, სადაც ინტერესი იყო გამოვლენილი, განსაკუთრებულად შევეცადოთ ბროშურის „რას მოითხოვს“ საშუალებით ბიბლიის შესწავლის დაწყებას. ნოემბერში: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. თუ მობინადრეებს აქვთ ეს პუბლიკაციები, შეგიძლიათ შესთავაზოთ რომელიმე ადრე გამოცემული პუბლიკაცია. დეკემბერი: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“.
◼ 2002 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“ არ უნდა დარიგდეს მანამ, სანამ კრება არ დაესწრება საოლქო კონგრესს.
◼ უხუცესებს შევახსენებთ, მიჰყვნენ 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) 21—23-ე გვერდებზე მოცემულ მითითებებს გარიცხულებთან ან კრების უარმყოფელებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეიძლება კრებაში აღდგენის სურვილი აქვთ.
◼ საზოგადოების ფილიალი არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების შეკვეთებს ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაეგზავნება ფილიალს, რათა ყველამ, ვისაც პირადი პუბლიკაციების მიღება სურს, შეატყობინოს ეს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გთხოვთ გახსოვდეთ, რომელი პუბლიკაციების შეკვეთა ხდება განსაკუთრებულად.
◼ 2002 წლის 1 სექტემბრის ნომრით დაწყებული „საგუშაგო კოშკი“ ყოველთვიურად გამოვა ჰაიტურ–კრეოლურ ენაზე.
◼ 2003 წლის წელიწდეული ტაგალურ ენაზე (yb03-TG) და 2003 წლის კალენდარი სუაჰილზე (ca03-SW) გამოიცემა პირველად. კრებებს უკვე შეუძლიათ ამ პუბლიკაციების შეკვეთა.
◼ საზოგადოება გამოსაცემად ამზადებს წიგნს „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ მსხვილი შრიფტით რუსულ ენაზე (ნივთი №6226; აღნიშვნა kllp). იმის დასადგენად, თუ რამდენის დაბეჭდვაა საჭირო, უმორჩილესად გთხოვთ გამოაგზავნოთ შეკვეთები არა უგვიანეს 2002 წლის 1 სექტემბრისა. სანამ ეს პუბლიკაცია ხელმისაწვდომი გახდება, კრებისთვის ლიტერატურის შეკვეთის ბლანკში იგი შეტანილი იქნება როგორც „შეკვეთა რეგისტრირებულია“.
◼ 2003 წლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმება კვირას 27 აპრილს. მოხსენების თემა გამოცხადდება მოგვიანებით. ასევე მიიღებთ მოხსენების გეგმას. იმ კრებებში, რომლებსაც ამ კვირადღეს სარაიონო ზედამხედველის მონახულება ან სარაიონო კონგრესი ექნებათ, ასევე იმ შემთხვევებში როდესაც კრების შეხვედრები ტარდება შაბათს, სპეციალური მოხსენება უნდა წარმოითქვას მომდევნო კვირას. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 2003 წლის 27 აპრილამდე.
◼ ახალი პუბლიკაციები:
„მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“ — გა, ევე, ესპანური ბრაილი, ეფიკი, იბო, ინგლისური ბრაილი, ისოკო, იორუბა, ტვი.
„ესაიას წინასწარმეტყველება II (ip-2)“ — პენჯაბური.