სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
11 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 183
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. გამოიყენე მე-8 გვერდზე მოცემული შეთავაზება და წარმოადგინე 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ შეთავაზება. ინსცენირებისას ახსენი, როგორ ფინანსდება ჩვენი მსოფლიო საქმიანობა (იხილე „საგუშაგო კოშკის“ მე-2 გვერდი).
15 წთ.: ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდამჭერნი — წარსულში და დღეს. 2002 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, 26—29-ე გვერდებზე მოცემულ თემაზე დაფუძნებული მოხსენება.
20 წთ.: „დაეხმარე შენი წიგნის შესწავლის ზედამხედველს“a. წარადგენს უხუცესი, რომელიც კრების ერთ-ერთი წიგნის შესწავლის ზედამხედველია. შეაქე კრების წევრები იმისათვის, რომ ძალ-ღონეს არ იშურებენ სხვადასხვა სახით წიგნის შესწავლის მხარდასაჭერად და თავაზიანად გაამახვილე ყურადღება იმაზე, თუ რა მხარეების გაუმჯობესება ესაჭიროებათ.
სიმღერა 114 და ლოცვა.
18 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 78
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
10 წთ.: შეკითხვების ყუთი. უნარიანი უხუცესის მოხსენება.
25 წთ.: „ოჯახის თავებო — ყოველთვის აქტიურები იყავით სულიერ საქმიანობაში“. პირველ სამ აბზაცზე დაფუძნებული მოკლე შესავლის შემდეგ აუდიტორიასთან განიხილე 4—13-ე აბზაცები. თუ დრო გრჩება, წაიკითხე აბზაცები: 7, 8, 11 და 12. ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მშობლისგან. რა დაეხმარა მათ ოჯახს, ყოველთვის აქტიურები ყოფილიყვნენ სულიერ საქმიანობაში? რა ძალისხმევა მოახმარეს ამას და როგორ მიაღწიეს წარმატებას? დაასრულე მე-14 აბზაცზე დაფუძნებული მოკლე კომენტარით.
სიმღერა 31 და ლოცვა.
25 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 16
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ცოლ-ქმარი, რომლებიც ერთად ქადაგებენ, წარადგენენ მე-8 გვერდზე მოცემული 1 დეკემბრისა და 8 დეკემბრის ჟურნალების შეთავაზებებს. ქმარი წარადგენს „საგუშაგო კოშკს“, ცოლი კი — „გამოიღვიძეთ!“-ს.
15 წთ.: „გააცხადე ჭეშმარიტება იესოს შესახებ“b.
20 წთ.: «გულთბილი ინტერესი გამოავლინე „ობოლთა“ მიმართ». თავდაპირველად წარმოთქვი პირველ აბზაცზე დაფუძნებული სამწუთიანი მოხსენება იმის თაობაზე, თუ როგორ უყურებს იეჰოვა ობლებს; შემდეგ კი კითხვა-პასუხით განიხილე თემის დარჩენილი ნაწილი. ხაზგასმით აღნიშნე ის პრაქტიკული საშუალებები, რომლებითაც სხვებს დახმარება და გამხნევება შეუძლიათ. მე-3 და მე-4 აბზაცების განხილვისას ჩართე მოკლე კომენტარები 1995 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-იდან, გვერდები 8 და 9 (რუს.).
სიმღერა 142 და ლოცვა.
2 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 213
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ნოემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მოკლედ განიხილე, როგორ შევთავაზოთ წიგნი „დიდებული ადამიანი“ (იხილე 1998 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 8).
12 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „სკოლა გვამზადებს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის“. აუდიტორიასთან განიხილავს სკოლის ზედამხედველი. ისე წარმოადგინე თემა, რომ აუდიტორიას ინტერესი აღეძრას სკოლის ახალი პროგრამისადმი, რომელსაც იანვრიდან დავიწყებთ. ყურადღება გაამახვილე „2003 წლის თეოკრატიული სამსახურის სკოლის პროგრამის“ განსაკუთრებულ მხარეებზე, რომელიც მოცემულია 2002 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში. მოკლედ აღნიშნე, რა მოითხოვება სკოლაში ჩასაწერად და წაახალისე ყველა, ვინც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, რომ ჩაეწერონ სკოლაში.
სიმღერა 127 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.