თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2003 წლის 30 ივნისით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2003 წლის 5 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხილულ მასალაზე. [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. რატომ არის მნიშვნელოვანი ინტონაციის შეცვლა, როდესაც მოხსენებას წარმოთქვამ და როგორ შეიძლება ამის გაკეთება? [be, გვ. 111, ჩარჩო; გვ. 112, ჩარჩო].
2. რატომ შეიძლება მომხსენებელს აკლდეს ენთუზიაზმი მიუხედავად იმისა, რომ მას უყვარს იეჰოვა და დარწმუნებულია საკუთარი სიტყვების სისწორეში? [be, გვ. 115, აბზ. 3, 4; გვ. 116, აბზ. 1].
3. რა დაეხმარება მომხსენებელს, რომ გამოსვლაში გამოამჟღავნოს სითბო და გამოხატოს გრძნობები და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? [be, გვ. 119, აბზ. 1—4].
4. როგორ უნდა განვსაზღვროთ, შესაფერისად გამოვხატავთ თუ არა მოხსენებაში ენთუზიაზმს, სითბოსა და სხვა გრძნობებს? [be, გვ. 120, აბზ. 2—5].
5. სწორია თუ არასწორი: ჟესტებსა და სახის გამომეტყველებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მსმენელი გიყურებს. ახსენი. [be, გვ. 121, აბზ. 3].
დავალება №1
6. რა დაეხმარა იოშიას (იოშიაჰუს) სწორი გზის არჩევაში, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა? (2 ნეშტ. 34:1, 2) [w15.04.01, გვ. 26, აბზ. 5—გვ. 27, აბზ. 5; გვ. 28, აბზ. 4].
7. რას ნიშნავს იგავების 9:7, 8ა–ში ჩაწერილი სიტყვები და როგორ შეიძლება მისი გათვალისწინება სამქადაგებლო მსახურებისას? [w15.05.01, გვ. 29; აბზ.4, 5].
8. რას გულისხმობდა იეჰოვა, როდესაც ისრაელებს უთხრა „ნუ დაივიწყებთ“ და როგორ უნდა მოვერიდოთ ჩვენც გულმავიწყობას? (რჯლ. 4:9; 8:11) [be, გვ. 20, აბზ. 1—3].
9. როგორ გვიჩვენებს დავითის მიერ ფსალმუნების 31:1, 5–სა და 50:12, 17–ში ნათქვამი გულწრფელი სიტყვები, რომ პიროვნებას, რომელმაც მძიმე ცოდვა ჩაიდინა და შემდეგ გულწრფელად მოინანია, აღარ უნდა ჰქონდეს უღირსობის გრძნობა? [w01.06.01, გვ. 30, აბზ. 1—3].
10. რის სწავლა შეგვიძლია გაჭირვებულების დახმარების თაობაზე პავლეს სიტყვებიდან, რომლებიც ჩაწერილია 1 ტიმოთეს 5:3—16–ში? [w15.06.01, გვ. 10, აბზ. 3].
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რას გულისხმობდა იესო, როდესაც, იოანეს 3:3–ის თანახმად, თქვა: „ვინც ხელახლა არ იშობა“? [br–10, გვ. 3, 4, აბზ. 4, 5].
12. როგორ იყენებდა იესო განათლებას და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან? (იოან. 7:15—18) [w01.02.96, გვ. 16, 17, აბზ. 4—7].
13. რატომ არ არის შესული იოანეს 7:53—8:11 „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ტექსტის ძირითად ნაწილში?
14. რას ნიშნავს, რომ იესო „ისევე მოვა“, როგორც ზეცად ამაღლდა? (საქ. 1:11, აქ) [w01.06.90, გვ. 11, აბზ. 5 (რუს.)].
15. რატომ იყო, რომ „ვერავინ ბედავდა, მათ [მოწაფეებს] შეერთებოდა“, როგორც ეს საქმეების 5:13–შია ნათქვამი?