განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივნისში: წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შესთავაზე ნებისმიერი შესაფერისი ბროშურა. ივლისსა და აგვისტოში: ნებისმიერი შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურებიდან: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგვიძლია მისი პოვნა?“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . “. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლია შესთავაზო ბროშურა „წიგნი ყველასათვის“ ან სხვა შესაფერისი ბროშურები. სექტემბერში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“.
◼ თუ იმ კონგრესზე დასწრებას გეგმავ, რომელზეც შენი კრება არ არის დანიშნული და გაინტერესებს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მიმართე შენი კრების მდივანს. ის მოგცემს კონგრესის ბიუროს მისამართს, რომელიც დაბეჭდილია ბლანკის — „განცხადება განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა დაბინავებაზე“ — მეორე გვერდზე.
◼ თუ კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა მაუწყებელი დამხმარე პიონერად დანიშნა, მაგრამ შემდეგ ვერ შეასრულა საათების დადგენილი ნორმა, ამ თვეში ის მაინც ჩაითვლება დამხმარე პიონერად და მისი სამქადაგებლო მსახურების ანგარიში შესაბამისად იქნება შეტანილი კრების სამქადაგებლო მსახურების ანგარიშში.
◼ მსახურებაში დახელოვნების სკოლის მე–17 კლასის გამოსაშვები პროგრამა შედგა 2003 წლის 16 მარტს. კურსდამთავრებულებს ვუსურვებთ უხვ კურთხევებს იეჰოვას მსახურებაში.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ საერთაშორისო კონგრესების პროგრამა დაიწყება ხუთშაბათს, 13.20 საათზე.