თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმა 2004 წლისთვის
მითითებები
ქვემოთ მოცემულია მითითებები 2004 წელს თეოკრატიული სამსახურის სკოლის ჩასატარებლად.
სახელმძღვანელოები: ბიბლია (ბიბლიური საზოგადოების გამოცემა); „საგუშაგო კოშკი“ (w); „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“ (be); «„მთელი წერილი“ ღვთივსულიერია და სასარგებლოა» (si), ამ წლისთვის საჭირო მასალა დაიბეჭდება ცალკე; „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ (td).
სკოლა უნდა დაიწყოს დროულად სიმღერით, ლოცვითა და მოკლე მისალმებით. პროგრამა წარიმართება შემდეგნაირად:
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა (რჩევების განხილვა): 5 წუთი. სკოლის ზედამხედველი, დამხმარე მრჩეველი ან სხვა გამოცდილი უხუცესი განიხილავს რჩევებს თეოკრატული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოდან (იმ კრებებში, სადაც უხუცესების ნაკლებობაა, შეიძლება თანაშემწეც გამოვიდეს ამ მოხსენებით). თუ არ არის კონკრეტული მითითება, მოხსენებაში ჩართული უნდა იყოს მოცემულ გვერდებზე მდებარე ჩარჩოებიც. არ განიხილოთ სავარჯიშოები, რადგან ისინი, ძირითადად, პირადი გამოყენებისა და რჩევისთვის არის გათვალისწინებული.
დავალება №1: 10 წუთი. უნდა წარმოთქვას უხუცესმა ან თანაშემწემ. დაფუძნებულია „საგუშაგო კოშკზე“, წიგნზე „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“ ან მასალაზე წიგნიდან «„მთელი წერილი“ ღვთივსულიერია და სასარგებლოა». უნდა წარმოითქვას, როგორც ათწუთიანი დამრიგებლური მოხსენება, ზეპირი გამეორების გარეშე. მიზანი მხოლოდ მასალის გავლა არ უნდა იყოს; ყურადღება უნდა გამახვილდეს ინფორმაციის პრაქტიკულ მნიშვნელობაზეც და ხაზი უნდა გაესვას კრებისთვის ყველაზე სასარგებლო საკითხებს. გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული თემა. ძმებმა, რომლებსაც ეს მოხსენება მიეცათ, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ განსაზღვრულ დროში ჩაეტიონ. თუ საჭიროა, პირადად შეიძლება რჩევის მიცემა.
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან: 10 წუთი. პირველი 6 წუთის განმავლობაში უხუცესმა ან თანაშემწემ უნდა მიუსადაგოს მასალა ადგილობრივ მოთხოვნილებებს. მას შეუძლია იმ კვირისთვის წასაკითხად მოცემული ბიბლიის მონაკვეთის ნებისმიერი მუხლის კომენტირება. ეს არ უნდა იყოს წასაკითხად მოცემული მასალის მხოლოდ მოკლე შინაარსი. ძირითადი მიზანია, დახმარება გაეწიოს აუდიტორიას იმის გაგებაში, თუ რატომ და რით არის ინფორმაცია სასარგებლო. მომხსენებელმა 6 წუთზე მეტი არ უნდა გამოუყოს თავის მოხსენებას. მან 4 წუთი უნდა დაუტოვოს მსმენელებს და სთხოვოს, მოკლე (30-წამიანი ან ნაკლები) კომენტარები გააკეთონ, თუ რა იყო მათთვის საინტერესო და სასარგებლო მიმდინარე კვირის განმავლობაში წაკითხული ბიბლიის მონაკვეთიდან. ამის შემდეგ, სკოლის ზედამხედველის მითითებით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გავლენ.
დავალება №2: 4 წუთი. ეს არის კითხვა და აღნიშნული დავალება ეძლევა ძმას. ძირითადად, წასაკითხი მასალა ბიბლიიდან იქნება. თვეში ერთხელ ეს დავალება დაფუძნებული იქნება „საგუშაგო კოშკზე“. მოსწავლემ მასალა უნდა წაიკითხოს შესავლისა და დასკვნის გარეშე. მასალა ყოველთვის ერთი მოცულობის არ არის, მაგრამ წაკითხული უნდა იქნეს 4 წუთში ან ნაკლებში. დავალების მიცემამდე სკოლის ზედამხედველმა უნდა გადახედოს მასალას, შეესაბამება თუ არა მოსწავლის ასაკს ან უნარს. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, იკითხონ გასაგებად და გამართულად, სწორად დასვან აზრობრივი მახვილები, ცვალონ ინტონაცია, სწორად გააკეთონ პაუზები და მიაღწიონ ბუნებრიობას.
დავალება №3: 5 წუთი. ეს დავალება ეძლევა დას. პირობითი სიტუაციები თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოს 82-ე გვერდზე მოცემული ჩამონათვალიდან უნდა იქნეს აღებული. მოსწავლე ან თვითონ შეარჩევს პირობით სიტუაციას, ან მიეთითება, რომელი აიღოს. მოსწავლემ უნდა გამოიყენოს მიცემული თემა, უნდა შეუსაბამოს სამქადაგებლო მსახურებას და პრაქტიკული გახადოს ადგილობრივი ტერიტორიისთვის. როდესაც მოცემულია მხოლოდ თემა და მითითებული არ არის, საიდან უნდა იქნეს მასალა აღებული, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის კლასის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები. შედარებით ახალ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ისეთი დავალებები, სადაც მოცემულია მასალის წყარო. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით იმით უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ განმარტავს მოსწავლე დავალებულ თემას და როგორ ეხმარება მობინადრეს ბიბლიური მუხლების საფუძველზე მსჯელობასა და მასალის ძირითადი აზრების გაგებაში. მოსწავლემ, რომელსაც ეს დავალება ეძლევა, კითხვა უნდა იცოდეს. სკოლის ზედამხედველი უნიშნავს ერთ დამხმარეს.
დავალება №4: 5 წუთი. მოსწავლემ უნდა მოამზადოს მიცემული თემა. როდესაც მიცემულია მხოლოდ თემა, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის კლასის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები. თუ ეს დავალება ძმას ეძლევა, ყოველთვის მოხსენების სახით უნდა წარმოთქვას და გაითვალისწინოს სამეფო დარბაზში მყოფი აუდიტორია. როცა და გამოდის, თემა ყოველთვის უნდა განიხილოს №3 დავალების მსგავსად. სკოლის ზედამხედველი ძმას მისცემს №4 დავალებას, როცა საჭიროდ ჩათვლის ამის გაკეთებას. გთხოვთ, შენიშნოთ რომ ვარსკვლავით აღნიშნული თემები ყოველთვის ძმებს უნდა დაენიშნოთ და მოხსენების სახით უნდა წარმოითქვას.
დრო: არც ერთი მოხსენება არ უნდა გადასცილდეს დროს. იგივე ეხება რჩევის მიცემის დროსაც. დავალებები №2-დან №4-მდე დროის გადაცილების შემთხვევაში ტაქტიანად უნდა შეწყდეს. თუ ძმა, რომელიც გამოდის ერთ-ერთი დამმოძღვრავი მოხსენებით (სწავლებისა და მეტყველების გასაუმჯობესებელ რჩევების განხილვა, №1 დავალება ან მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან), აცილებს დროს, უნდა მიეცეს რჩევა პირადად. დროს ყველამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მთლიანი პროგრამა გრძელდება 45 წუთი. ამაში არ შედის სიმღერისა და ლოცვის დრო.
რჩევა: 1 წუთი. თითოეული მოსწავლის გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი უნდა შემოიფარგლოს ერთწუთიანი დადებითი კომენტარებით. ის ისაუბრებს გამოსვლის იმ მხარეებზე, რომელთა გამოც მოსწავლის შექება შეიძლება. მისი მიზანი ის კი არ არის, რომ უბრალოდ უთხრას „კარგი იყო“, არამედ განმარტოს, რატომ იყო გამოსვლის ესა თუ ის მხარე ეფექტური. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მოსწავლეს დამატებითი საფუძვლიანი რჩევა შეიძლება მიეცეს პირადად, შეხვედრის შემდეგ ან სხვა დროს.
დამხმარე მრჩეველი: თუ შესაძლებელია, უხუცესთა საბჭოს აირჩევს გამოცდილ უხუცესს, სკოლის ზედამხედველის გარდა, რათა დამხმარე მრჩევლის მოვალეობა შეასრულოს. თუ კრებაში საკმარისი რაოდენობის უხუცესები არიან, ყოველ წელს სხვადასხვა კვალიფიციურმა უხუცესებმა უნდა იკისრონ ეს პასუხისმგებლობა. დამხმარე მრჩევლის პასუხისმგებლობაში შედის, საჭიროების შემთხვევაში, პირადი რჩევა მისცეს ძმებს, რომლებიც გამოდიან №1 დავალებით ან განიხილავენ მნიშვნელოვან აზრებს ბიბლიის კითხვის პროგრამიდან. არ არის აუცილებელი, რომ მან უხუცესებს ან თანაშემწეებს ყოველი გამოსვლის შემდეგ მისცეს რჩევები. ასეთი დავალება ძალაში იქნება 2004 წლის განმავლობაში, შემდეგ კი მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს.
რჩევების ბლანკი: სახელმძღვანელოშია.
ზეპირი გამეორება: 30 წუთი. ყოველ ორ თვეში სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს ზეპირ გამეორებას. გამეორების წინ წარმოდგენილი იქნება სწავლებისა და მეტყველების გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა და მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის პროგრამიდან, იმ წესით, როგორც ეს ზემოთ არის მოყვანილი. ზეპირი გამეორება დაფუძნებულია ორი თვის მანძილზე გავლილ მასალაზე, გამეორების კვირის ჩათვლით.
გეგმა
5 იან. ბიბლიის კითხვა: დაბადება 1—5 სიმღერა 154
რჩევების განხილვა: პრაქტიკული ღირებულების ჩვენება (be, გვ. 157, აბზ. 1— გვ. 158, აბზ. 1)
№1: გეგმის შედგენა (be, გვ. 39—42)
№2: დაბადება 2:7—25
№3: td 27გ საეკლესიო ლიტერატურა არაა საკმარისი ოჯახური შესწავლისთვის
№4: aრის სწავლა შეგვიძლია ბიბლიური მაგალითებიდან ისეთი ცოდვების შესახებ, როდესაც ადამიანს შეუძლია, მაგრამ არ აკეთებს სიკეთეს? (იაკ. 4:17)
12 იან. ბიბლიის კითხვა: დაბადება 6—10 სიმღერა 215
რჩევების განხილვა: მასალის პრაქტიკული ღირებულება (be, გვ. 158, აბზ. 2—4)
№1: სისუფთავე — რა არის სინამდვილეში? (w 01.02.02, გვ. 4—7)
№2: დაბადება 8:1—17
№3: რატომ არის ტყუილის თქმა არასწორი?
№4: td 27დ ყველა საეკლესიო ლიტერატურა ვერ ამზადებს ადამიანს მომავალი კრიზისის გასამკლავებლად
19 იან. ბიბლიის კითხვა: დაბადება 11—16 სიმღერა 218
რჩევების განხილვა: როგორ დავეხმაროთ მსმენელს პრაქტიკული ღირებულების დანახვაში (be, გვ. 159, აბზ. 1—4)
№1: ღვთის პრინციპებით ცხოვრება სასარგებლოა (w 15.02.02, გვ. 4—7)
№2: დაბადება 13:1—18
№3: td 27ე მანუგეშებელი ლიტერატურის კითხვის აკრძალვა არაგონივრულია
№4: რატომ უზიარებენ იეჰოვას მოწმეები თავიანთ იმედს სხვებს?
26 იან. ბიბლიის კითხვა: დაბადება 17—20 სიმღერა 106
რჩევების განხილვა: სიტყვების შერჩევა (be, გვ. 160, აბზ. 1—3)
№ 1: სიბრალული გულკეთილობასა და თანაგრძნობას გვასწავლის (w 15.04.02, გვ. 24—27)
№2: w 01.01.02, გვ. 10, 11, აბზ. 9—11
№3: რას ნიშნავს იესოს სიტყვები, რომლებიც ლუკას 13:24–შია ჩაწერილი?
№4: td 27ვ თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რას წაიკითხავს
2 თებ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 21—24 სიმღერა 64
რჩევების განხილვა: ადვილად გასაგები ენა (be, გვ. 161, აბზ. 1—4)
№1: სკოლაში გამოსვლისთვის მომზადება (be, გვ. 43, აბზ. 1—გვ. 44, აბზ. 3)
№2: დაბადება 21:1—21
№3: td 27ზ მრავალი ლიტერატურაა გამოცემული და სასარგებლოა იყო გამრჩევი
№4: bრამდენად სერიოზულად უნდა ეკიდებოდნენ ქრისტიანები ნიშნობას?
9 თებ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 25—28 სიმღერა 9
რჩევების განხილვა: სიტყვების მრავალფეროვნება და სიზუსტე (be, გვ. 161, აბზ. 5—გვ. 162, აბზ. 4)
№1: განსახილველი საკითხი და პირობითი სიტუაცია (be, გვ. 44, აბზ. 4—გვ. 46, აბზ. 1)
№2: დაბადება 28:1—15
№3: როგორ შეიძლება შინაგანი სიმშვიდის პოვნა პრობლემებით სავსე მსოფლიოში?
№4: td 27თ სულიერი პროგრესისთვის საჭიროა ბიბლიის ამხსნელი ლიტერატურის შესწავლა
16 თებ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 29—31 სიმღერა 160
რჩევების განხილვა: სიტყვები, რომლებიც აზრს მკაფიოდ და ცოცხლად გადმოსცემს (be, გვ. 163, აბზ. 1—გვ. 164, აბზ. 2)
№1: წრფელებს უმწიკვლობა წარუძღვება (w 15.05.02, გვ. 24—27)
№2: w 01.02.02, გვ. 15, 16, აბზ. 6—10
№3: td 27ი ჭეშმარიტების მისაღებად საჭირო არ არის ფული
№4: რატომაა ზნეობრიობა ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანებისათვის?
23 თებ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 32—35 სიმღერა 1
რჩევების განხილვა: დახვეწილი მეტყველება (be, გვ. 164, აბზ. 3—გვ. 165, აბზ. 1)
ზეპირი გამეორება
1 მარ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 36—39 სიმღერა 49
რჩევების განხილვა: გეგმის გამოყენება (be, გვ. 166, აბზ. 1—გვ. 167, აბზ. 2)
№ 1: კრებისთვის მოხსენებების მომზადება (be, გვ. 47, აბზ. 1—გვ. 49, აბზ. 1)
№3: რატომ უნდა გვქონდეს რწმენასთან ერთად მოთმინებაც?
№4: c td 28ა ლოცვები, რომლებსაც ისმენს ღმერთი
8 მარ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 40—42 სიმღერა 205
რჩევების განხილვა: აზრების ჩამოყალიბება (be, გვ. 167, აბზ. 1—გვ. 168, აბზ. 2)
№1: სამსახურებრივი შეხვედრისა და სხვა მოხსენებებისთვის მომზადება (be, გვ. 49, აბზ. 2— გვ. 51, აბზ. 2)
№2: დაბადება 42:1—20
№3: როგორ განვივითაროთ იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობა?
№4: d td 28ბ უნდა ვილოცოთ ამ ქვეყნიერებისთვის?
15 მარ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 43—46 სიმღერა 67
რჩევების განხილვა: შეადგინე მარტივი გეგმა (be, გვ. 168, აბზ. 3—გვ. 169, აბზ. 6)
№1: როდის აჯილდოებს იეჰოვა გულწრფელ ძალისხმევას? (w 01.08.02, გვ. 29—31)
№2: დაბადება 43:1—18
№3: td 28გ შეგვიძლია ვილოცოთ მარიამისადმი ან წმინდანებისადმი?
№4: როგორ შევიძინოთ მეგობრები უმართლობის მამონით?
22 მარ. ბიბლიის კითხვა: დაბადება 47—50 სიმღერა 187
რჩევების განხილვა: მასალის ლოგიკურად განლაგება (be, გვ. 170, აბზ. 1— გვ. 171, აბზ. 2)
№1: რატომ მიიღო იეჰოვამ აბელის შესაწირი და კაენის არა? (w 01.08.02, გვ. 28)
№2: დაბადება 47:1—17
№3: td 29ა მარიამი იესოს დედაა და არა „ღვთისმშობელი“
№4: რატომ არის ღვთისადმი შიში სიბრძნის სათავე?
29 მარ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 1—6 სიმღერა 52
რჩევების განხილვა: მასალის ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემა (be, გვ. 171, აბზ. 3—გვ. 173, აბზ. 1)
№1: როგორ დაგიცავს განსჯის უნარი? (w 15. 08.02, გვ. 21—24)
№2: w 15.02.02, გვ. 19, 20, აბზ. 7—11
№3: როგორ უყურებს იეჰოვა სიამაყეს?
№4: td 29ბ მარიამი იესოს მოწაფე გახდა
5 აპრ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 7—10 სიმღერა 61
რჩევების განხილვა: მხოლოდ საჭირო მასალის გამოყენება (be, გვ. 173, აბზ. 2—5)
№1: საჯარო მოხსენების მომზადება (be, გვ. 52, აბზ. 1—გვ. 54, აბზ. 1)
№2: გამოსვლა 8:1—19
№3: td 29გ მარიამი არაა „მარად ქალწული“
№4: რატომ არის იმედი „ჩვენი სულისთვის ღუზასავით“?
12 აპრ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 11—14 სიმღერა 87
რჩევების განხილვა: საკუთარი სიტყვებით გადმოცემა (be, გვ.174, აბზ. 1—გვ. 175, აბზ. 4)
№1: რა არის დამოკიდებული მომხსენებელზე? (be, გვ. 54, აბზ. 2—4; ჩარჩო, გვ. 55)
№2: გამოსვლა 12:1—16
№3: რატომ უნდა მივიღოთ სიხარულით იეჰოვასგან დარიგება?
№4: td 29დ ვისი შუამავლობით უნდა მივმართოთ ღმერთს?
19 აპრ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 15—18 სიმღერა 171
რჩევების განხილვა: რა საშიშროება არსებობს საკუთარი სიტყვებით გადმოცემისას (be, გვ. 175, აბზ. 5—გვ. 177, აბზ. 2)
№1: როგორ უნდა ვუყურებდეთ განსაცდელებს? (w 01.09.02, გვ. 29—31).
№2: w 01.03.02, გვ. 15, 16, აბზ. 8—11
№3: td 30ა ბიბლია თანხმობაშია ჭეშმარიტ მეცნიერებასთან
№4: eრატომ უნდა იყვნენ დაქორწინებულები ერთად მთელი სიცოცხლე?
26 აპრ. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 19—22 სიმღერა 59
რჩევების განხილვა: როდესაც რაიმეს ახსნას გთხოვენ (be, გვ. 177, აბზ. 3—გვ. 178, აბზ. 3)
ზეპირი გამეორება
3 მაის. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 23—26 სიმღერა 13
რჩევების განხილვა: სასაუბრო სტილი (be, გვ. 179, 180)
№1: განივითარე სწავლების უნარი (be, გვ. 56, აბზ. 1—გვ. 57, აბზ. 2).
№2: გამოსვლა 23:1—17
№3: როგორ ეხმარება იეჰოვა ადამიანს მავნე ჩვევების დაძლევაში?
№4: td 30ბ მეცნიერებას არ შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა
10 მაის. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 27—29 სიმღერა 28
რჩევების განხილვა: ხმა (be, გვ. 181, აბზ. 1—4)
№1: ერთმანეთისგან განასხვავე (be, გვ. 57, აბზ. 3—გვ. 58, აბზ. 2)
№3: td 31ა იეჰოვასადმი მიძღვნა საჭიროა სიცოცხლისთვის
№4: რატომაა რასობრივი შეუწყნარებლობა ცუდი
17 მაის ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 30—33 სიმღერა 93
რჩევების განხილვა: სწორად სუნთქვა (be, გვ. 181, აბზ. 5—გვ. 184, აბზ. 1; ჩარჩო, გვ. 182)
№1: აღძარი მსმენელი, იფიქროს (be, გვ. 58, აბზ. 3—გვ. 59, აბზ. 3).
№2: გამოსვლა 30:1—21
№3: რატომ უნდა გვქონდეს რბილი ხასიათი?
№4: td 32ა მოითხოვება ქრისტიანებისგან მონათვლა?
24 მაის. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 34—37 სიმღერა 86
რჩევების განხილვა: დაჭიმული კუნთების მოდუნება (be, გვ. 184, აბზ. 2—გვ. 185, აბზ. 3; ჩარჩო, გვ. 184)
№1: პრაქტიკული მნიშვნელობა და მაგალითის მიცემა (be, გვ. 60, აბზ. 1—გვ. 61, აბზ. 3)
№2: გამოსვლა 36:1—18
№3: td 32ბ ნათლობა არ წმენდს ცოდვებს
№4: რატომ უნდა ვიყოთ მცირეშიც ერთგული?
31 მაის. ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 38—40 სიმღერა 202
რჩევების განხილვა: ადამიანებისადმი ინტერესის გამოვლენა (be, გვ. 186, აბზ. 1—4)
№1: დაეუფლე საუბრის ხელოვნებას (be, გვ. 62, აბზ. 1—გვ. 64, აბზ. 1)
№2: w 01.05.02, გვ. 19, 20, აბზ. 3—6
№3: როგორ შეუძლია 1 იოანეს 3:19, 20–ში მოცემული სიტყვების სწორ გაგებას ნუგეში მოუტანოს ადამიანს?
№4: td 32გ „მკვდართათვის ნათლობა“ არაბიბლიურია
7 ივნ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 1—5 სიმღერა 123
რჩევების განხილვა: ყურადღებით უსმინე (be, გვ. 186, აბზ. 5—გვ. 187, აბზ. 4)
№1: როგორ განვაგრძოთ საუბარი (be, გვ. 64, აბზ. 2—გვ. 65, აბზ. 4)
№2: ლევიანები 3:1—17
№3: td 33ა რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს გამაბრუებელ საშუალებებზე?
№4: რა არის ცუდი ოკულტიზმში?
14 ივნ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 6—9 სიმღერა 121
რჩევების განხილვა: დაეხმარე ადამიანებს სულიერ ზრდაში (be, გვ. 187, აბზ. 5—გვ. 188, აბზ. 3)
№1: განსაზღვრე, რატომ წამოიჭრა შეკითხვა (be, გვ. 66, აბზ. 1—გვ. 68, აბზ. 1)
№2: ლევიანები 7:1—19
№3: როგორ უნდა ვისწავლოთ ბოროტების სიძულვილი?
№4: td 34ა ყველა რასა თანაბარია
21 ივნ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 10—13 სიმღერა 183
რჩევების განხილვა: დაეხმარე პრაქტიკულად (be, გვ. 188, აბზ. 4—გვ. 189, აბზ. 4)
№1: იცოდე, როგორ უპასუხო (be, გვ. 68, აბზ. 2—გვ. 70, აბზ. 4)
№3: td 34ბ გადაწყვეტს ღმერთი რასობრივ პრობლემებს?
№4: როგორ უყურებს იეჰოვა თაღლითობას?
28 ივნ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 14—16 სიმღერა 216
რჩევების განხილვა: პატივი ეცი ადამიანებს (be, გვ. 190, აბზ. 1—გვ. 191, აბზ 1)
ზეპირი გამეორება
5 ივლ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 17—20 სიმღერა 54
რჩევების განხილვა: პატივისცემით მოპყრობა (be, გვ. 191, აბზ. 2—გვ. 192, აბზ. 4)
№1: წერილების წერა (be, გვ. 71—73)
№3: მიენდე იეჰოვას ორგანიზაციას
№4: td 34გ შავკანიანთა რასა არაა წყევლის შედეგი
12 ივლ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 21—24 სიმღერა 138
რჩევების განხილვა: პატივისცემით ლაპარაკი (be, გვ. 192, აბზ. 5—გვ. 193, აბზ. 2)
№1: ისწრაფე გაუმჯობესებისა და წინსვლისკენ (be, გვ. 74, აბზ. 1—გვ. 75, აბზ. 3)
№3: td 35ა ჭეშმარიტი რელიგია მხოლოდ ერთია
№4: ებრაელების ღმერთი იყო იეჰოვა?
19 ივლ. ბიბლიის კითხვა: ლევიანები 25—27 სიმღერა 7
რჩევების განხილვა: დამაჯერებლობა (be, გვ. 194, აბზ. 1—გვ. 195, აბზ. 2)
№1: გამოიყენე ნიჭი (be, გვ. 75, აბზ. 4—გვ. 77, აბზ. 2)
№3: როგორ მოეღება ბოლო ტერორიზმს?
№4: td 35ბ როგორ შეიძლება ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობა?
26 ივლ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 1—3 სიმღერა 30
რჩევების განხილვა: რაში გამოიხატება დამაჯერებლობა (be, გვ. 195, აბზ. 3—გვ. 196, აბზ. 4)
№1: უნდა ახასიათებდეთ ქრისტიანებს მოშურნეობა? (w 15.10.02, გვ. 28—31)
№2: w 15.06.02, გვ. 18, 19, აბზ. 6—9
№3: td 35 გ მართებულია ცრუ სწავლებების განსჯა?
№4: არასწორია გლოვა, როდესაც საყვარელი ადამიანი გიკვდება?
2 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 4—6 სიმღერა 128
რჩევების განხილვა: იყავი ტაქტიანი, მაგრამ მტკიცე (be, გვ. 197, აბზ. 1—3)
№1: ჩვენი დღეების დათვლა იეჰოვას კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად (w 15.11.02, გვ. 20—23)
№2: რიცხვნი 6:1—17
№3: როგორ შეიძლება ბიბლია დაეხმაროს ადამიანებს, რომ არ სძულდეთ ერთმანეთი?
№4: td 35დ ცრუ მწყემსების მხილება, რათა დაცული იყოს ღვთის „ცხვარი“
9 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 7—9 სიმღერა 35
რჩევების განხილვა: ტაქტიანობა ქადაგების დროს (be, გვ. 197, აბზ. 4—გვ. 198, აბზ. 4)
№1: ვიცხოვრებთ ფენებად დაუყოფელ საზოგადოებაში? (w 01.01.02, აბზ. 4—7).
№2: რიცხვნი 8:1—19
№3: td 35ე აუცილებელია რელიგიის შეცვლა, თუ მისი სიცრუე დამტკიცდება?
№4: ვინ არის ანტიქრისტე?
16 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 10—13 სიმღერა 203
რჩევების განხილვა: დროულად ნათქვამი სიტყვა (be, გვ. 199, აბზ. 1—4)
№1: იწამეთ იეჰოვა ღმერთი, რომელიც ნამდვილად არსებობს (w 15.01.02, გვ. 5—7)
№2: რიცხვნი 12:1—16
№3: ურთიერთგამომრიცხავი ხომ არ არის ღვთის სიყვარული და მის მიერ ადამიანების დასჯა?
№4: td 35ვ თვით მორწმუნეებსაც სჭირდებათ ფრთხილად ყოფნა
23 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 14—16 სიმღერა 207
რჩევების განხილვა: ტაქტიანობა ოჯახის წევრებთან და თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას (be, გვ. 200, აბზ. 1—4)
№1: ღვიძლი ძმები, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ (w 15.01.02, გვ. 21—23)
№2: w 15.07.02, გვ. 23, 24, აბზ. 15—19
№3: td 35ზ „ყველა რელიგია კარგია“ — სწორია ასეთი თვალსაზრისი?
№4: fრატომ არ არის მიზანშეწონილი ქრისტიანისთვის ძალადობის ამსახველი ვიდეოთამაშები?
30 აგვ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 17—21 სიმღერა 150
რჩევების განხილვა: აღმშენებლობითი და დადებითი (be, გვ. 202, აბზ. 1—გვ. 203, აბზ. 2)
ზეპირი გამეორება
6 სექტ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 22—25 სიმღერა 22
რჩევების განხილვა: შენი მოხსენება გამამხნევებელი იყოს (be, გვ. 203, აბზ. 3—გვ. 204, აბზ. 2)
№1: რატომ განადგურდა წარღვნამდელი მსოფლიო? (w 01.03.02, გვ. 5—7).
№2: რიცხვნი 22:1—19
№3: td 35თ ცრუ რელიგიების ბოროტება არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი რელიგია
№4: gრატომ უნდა უკითხავდნენ ქრისტიანი მშობლები თავიანთ შვილებს?
13 სექტ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 26—29 სიმღერა 71
რჩევების განხილვა: როდესაც თანამორწმუნეებს ესაუბრები (be, გვ. 204, აბზ. 3—გვ. 205, აბზ. 5)
№1: მალე აღარავინ იქნება ინვალიდი. როგორ? (w 01.05.02, გვ. 4—7)
№2: რიცხვნი 29:1—19
№3: td 36ა რჯულის კავშირის მიზანი
№4: როგორ გახდა ღვთის ყველა აღთქმა „ჰო“ იესოში? (2 კორ. 1:19, 20)
20 სექტ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 30—32 სიმღერა 51
რჩევების განხილვა: გამეორება ხაზგასმის მიზნით (be, გვ. 206, აბზ. 1—4).
№1: თესეთ სიმართლე და ღვთის წყალობას მოიმკით (w 15.07.02, გვ. 28—31)
№2: რიცხვნი 30:1—16
№3: td 36ბ ათი მცნება გაუქმდა რჯულის კავშირის დანარჩენ ნაწილთან ერთად
№4: hრატომ უნდა გავექცეთ პორნოგრაფიას?
27 სექტ. ბიბლიის კითხვა: რიცხვნი 33—36 სიმღერა 100
რჩევების განხილვა: გამეორება სამქადაგებლო მსახურებაში და მოხსენებით გამოსვლისას (be, გვ. 207, აბზ. 1—გვ. 208, აბზ. 4).
№1: როგორ შეუძლიათ წმინდებს თქვენთვის დახმარების აღმოჩენა? (w 15.09.02, გვ. 4—7)
№2: w 01.08.02, გვ. 18, 19, აბზ. 15—19
№3: td 36გ საკმარისია სიცოცხლის მისაღებად ათი მცნების შესრულება?
№4: რატომ უნდა ვერიდოთ მწვავე შეგრძნებების ძიებას?
4 ოქტ. ბიბლიის კითხვა: მეორე რჯული 1—3 სიმღერა 191
რჩევების განხილვა: თემის განვითარება (be, გვ. 209, აბზ. 1—3)
№1: ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მანუგეშებელია (w 01.10.02, გვ. 5—7)
№3: რას ნიშნავს ჭეშმარიტების გათავისება?
№4: td 36დ ათი მცნება სამართლიანია, მაგრამ არ მოითხოვება ქრისტიანებისგან
11 ოქტ. ბიბლიის კითხვა: მეორე რჯული 4—6 სიმღერა 181
რჩევების განხილვა: შეარჩიე სათანადო თემა (be, გვ. 210, აბზ. 1—გვ. 211, აბზ. 1; ჩარჩო, გვ. 211)
№1: ძვ. წ. 537–დან ძვ. წ. 997 წლამდე (si, გამოკვლევა 3, აბზ. 5—7)
№3: td 37ა ღმერთი ერთი პიროვნებაა და ის უზენაესია
№4: რას ნიშნავს „სულიერი ფიქრები“?
18 ოქტ. ბიბლიის კითხვა: მეორე რჯული 7—10 სიმღერა 78
რჩევების განხილვა: მთავარი აზრების გამოყოფა (be, გვ. 212, აბზ. 1—გვ. 213, აბზ. 1)
№1: ძვ. წ. 997 –დან ძვ. წ. 2370 წლამდე (si, გამოკვლევა 3, აბზ. 8—11)
№2: w 15.08.02, გვ. 15, 16, აბზ. 3—6
№3: td 37ბ ძეს მამაზე დაბალი მდგომარეობა აქვს
№4: iრა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას განდგომილებასთან დაკავშირებით?
25 ოქტ. ბიბლიის კითხვა: მეორე რჯული 11—13 სიმღერა 57
რჩევების განხილვა: მთავარი აზრები ბევრი არ უნდა იყოს (be, გვ. 213, აბზ. 2—გვ. 214, აბზ. 4)
ზეპირი გამეორება
1 ნოემ. ბიბლიის კითხვა: მეორე რჯული 14—18 სიმღერა 26
რჩევების განხილვა: ინტერესის აღმძვრელი შესავალი (be, გვ. 215, აბზ. 1—გვ. 216, აბზ. 5)
№1: ძვ. წ. 2370–დან ძვ. წ. 4026 წლამდე (si, გამოკვლევა 3, აბზ. 12—15)
№3: td 37გ დედამიწაზე ყოფნისას იესო ადამიანი იყო და არა ღვთიური სული
№4: რატომ უნდა გაიმარტივონ ქრისტიანებმა ცხოვრება?
8 ნოემ. ბიბლიის კითხვა: მეორე რჯული 19—22 სიმღერა 182
რჩევების განხილვა: სამქადაგებლო მსახურების დროს საჭიროა ინტერესის აღმძვრელი შესავალი (be, გვ. 217, აბზ. 1—4)
№1: იესოს მიწიერი ცხოვრების პერიოდი (si, გამოკვლევა 3, აბზ. 16, 17)
№3: td 37დ ღვთისა და ქრისტეს ერთიანობა
№4: როგორ შეუძლია ბიბლიურ მაგალითებს დახმარება გულგატეხილობის დაძლევაში?
15 ნოემ. ბიბლიის კითხვა: მეორე რჯული 23—27 სიმღერა 162
რჩევების განხილვა: შესავალში საუბრის თემის მოხსენიება (be, გვ. 217, აბზ. 5—გვ. 219, აბზ. 3)
№1: იესოს მსახურების პერიოდი და მისი თავისებურება (si, გამოკვლევა 3, აბზ. 18, 19)
№3: როგორ ამოვიცნოთ ისინი, ვისაც მხარს უჭერს ღმერთი?
№4: td 37ე სულიწმიდა ღვთის მოქმედი ძალაა
22 ნოემ. ბიბლიის კითხვა: მეორე რჯული 28—31 სიმღერა 32
რჩევების განხილვა: ეფექტური დასკვნა (be, გვ. 220, აბზ. 1—3)
№1: წლების ათვლა მოციქულთა დღეებში (si, გამოკვლევა 3, აბზ. 20—23)
№3: td 38ა ღვთის სამეფოს მიზანი და მნიშვნელობა
№4: რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები მოკრძალებულები?
29 ნოემ. ბიბლიის კითხვა: მეორე რჯული 32—34 სიმღერა 41
რჩევების განხილვა: რა უნდა გვახსოვდეს (be, გვ. 220, აბზ. 4—გვ. 221, აბზ. 4)
№1: პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობა (si, გამოკვლევა 3, აბზ. 24, 25)
№2: w 15.10.02, გვ. 10, 11, აბზ. 10—13
№3: როგორ შეგვიძლია წმინდავყოთ ღვთის სახელი?
№4: td 38ბ რას გააკეთებს ღვთის სამეფო კაცობრიობისათვის?
6 დეკ. ბიბლიის კითხვა: იესო ნავეს ძე 1—5 სიმღერა 40
რჩევების განხილვა: სამქადაგებლო მსახურებაში (be, გვ. 221, აბზ. 5—გვ. 222, აბზ. 6)
№1: პავლეს მესამე მისიონერული მოგზაურობა და უკანასკნელი წლები, ახ. წ. 56—100 წლები (si, გამოკვლევა 3, აბზ. 26—30)
№3: td 38გ როდის იწყებს ღვთის სამეფო მოქმედებას?
№4: არის შობა ქრისტიანული დღესასწაული?
13 დეკ. ბიბლიის კითხვა: იესო ნავეს ძე 6—8 სიმღერა 213
რჩევების განხილვა: სანდო და ზუსტი ინფორმაცია (be, გვ. 223, აბზ. 1—5)
№1: ბოდიშის მოხდა — მშვიდობის მიღწევის საუკეთესო საშუალება (w 01.11.02, გვ. 4—7)
№3: რატომ უნდა განვაგრძოთ კარდაკარ მსახურება?
№4: td 38დ როდის უნდა მიეღო ქრისტეს სრული ძალაუფლება?
20 დეკ. ბიბლიის კითხვა: იესო ნავეს ძე 9—11 სიმღერა 135
რჩევების განხილვა : ‘მისდიე სარწმუნო სიტყვას’ (be, გვ. 224, აბზ. 1—4)
№1: გაიმაგრეთ ხელები (w 01.12.02, გვ. 30, 31).
№2: w 15.11.02, გვ 18, 19 აბზ. 19—23
№3: td 38 ე ღვთის სამეფო არც ‘გულებშია’ და არც ადამიანთა მცდელობით დამყარდება.
№4: jრას ნიშნავს, იყო მშვიდობისმყოფელი?
27 დეკ. ბიბლიის კითხვა: იესო ნავეს ძე 12—15 სიმღერა 210
რჩევების განხილვა: ინფორმაციის სიზუსტის შემოწმება (be, გვ. 225, აბზ. 1—3)
ზეპირი გამეორება
[სქოლიო]
a უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
b უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
c უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
d უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
e უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
f უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
g უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
h უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
i უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
j უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.