საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/04 გვ. 1
  • ძვირფასო მაუწყებლებო,

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ძვირფასო მაუწყებლებო,
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
  • მსგავსი მასალა
  • სამეფო დარბაზების მშენებლობა
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • სამეფო დარბაზების მშენებლობა — წმინდა მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • ერთად ვაშენებთ მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
  • სიყვარულის, რწმენისა და მორჩილების ნათელი დადასტურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
km 9/04 გვ. 1

ძვირფასო მაუწყებლებო,

გვსურს, დიდი სიხარულით გაგიზიაროთ, თუ რა უხვად აკურთხებს იეჰოვა თავის ხალხს ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენი ფილიალი ზედამხედველობს.

2004 წლის აგვისტოში სოლნეჩნოეში დაიწყო სკოლა მიმომსვლელი ზედამხედველებისთვის. დაგეგმილია, რომ ოთხმა კლასმა გაიაროს სკოლა. დარწმუნებულნი ვართ, რომ თავიანთი მსახურებით ეს ძმები კვლავაც ‘განამტკიცებენ მოწაფეების სულებს და მათ რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებენ’ (საქ. 14:21, 22).

2005 სამსახურებრივი წლიდან ამიერკავკასიის ქვეყნებში ჩამოყალიბდა ორი ახალი თეოკრატიული რაიონი! ახლა ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ოფისი ზედამხედველობს, 1 ოლქი და 12 რაიონია.

საქართველოში უკვე ერთი წელია, რაც არსებობს სამეფო დარბაზების მშენებლობის განყოფილება. სამშენებლო ჯგუფი შედგება 4 სრული დროით მსახურისგან. მიუხედავად ამისა, დღემდე მარტო საქართველოში აშენდა 6 სამეფო დარბაზი! დღეისთვის არსებულ ყველა კრებას რომ ჰქონდეს სამეფო დარბაზი, კიდევ 71 დარბაზის აშენებაა საჭირო. ვინაიდან ზრდა გრძელდება, ყოველწლიურად საჭირო იქნება დამატებით 9 დარბაზის აშენება.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ოფისი, რომელმაც მუშაობა 1998 წელს დაიწყო ჩვეულებრივ ბინაში, ამჟამად განლაგებულია ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობიც 7 000 კვ. მ.-ია.

გაზაფხულზე ყირგიზეთში, ქალაქ ბიშკეკში, მუშაობა დაიწყო ახალმა ოფისმა. ის განთავსებულია სპეციალურად აგებულ ორსართულიან შენობაში. ოფისი იზრუნებს ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყანაში არსებული კრებების საჭიროებებთან.

გახსენების საღამოს პერიოდი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში გულმოდგინებისა და აქტიურობის დრო იყო. მარტში პიონერთა და დამხმარე პიონერთა საერთო რაოდენობამ ამ ქვეყნებში შეადგინა 107, 3 113 და 1 444 შესაბამისად. უფლის გახსენების საღამოს კი დაესწრო შესაბამისად 983, 29 475 და 20 317 კაცი.

2005 სამსახურებრივ წელს თქვენთან ერთად ვხვდებით იმის სურვილით, რომ ‘ბევრი ვიშრომოთ უფლის საქმეში’ (1 კორ. 15:58).

თქვენი ძმები,

იეჰოვას მოწმეთა ფილიალი რუსეთში

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება