თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2004 წლის 27 დეკემბრით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2004 წლის 1 ნოემბრით დაწყებული კვირიდან 27 დეკემბრით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე. [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37]
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. რომელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებით შეგიძლია მსმენელის ინტერესის აღძვრა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით? [be, გვ. 218, აბზ. 3]
2. მოიყვანეთ ეფექტური დასკვნის ხუთი დამახასიათებელი ნიშანი [be, გვ. 220, აბზ.4—გვ. 221, აბზ 4]
3. როგორ შეგვიძლია დაზღვეულები ვიყოთ, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, სიზუსტეს შეესაბამება? [be, გვ. 224, ჩარჩო]
4. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩვენს მოხსენებებში ჩანდეს, რომ ვაფასებთ კრებას, როგორც „სვეტსა და ჭეშმარიტების საყრდენს“? (1 ტიმ. 3:15) [be, გვ. 224, აბზ. 1—4]
5. როდესაც მიმდინარე მოვლენებს, ციტატებსა და შემთხვევებს ვიშველიებთ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგავების 14:15? [be, გვ. 225, აბზ. 1]
დავალება №1
6. როგორ შეიძლება გადავთვალოთ დრო წარღვნიდან ადამის შექმნამდე? [bsi04, გამოკვლევა 3, აბზ. 12]
7. როგორ შეიძლება იესოს მიერ მსახურების დაწყების თარიღის განსაზღვრა და რის საფუძველზე გვჯერა, რომ ის მხოლოდ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდებოდა? [bsi04, გამოკვლევა 3, აბზ. 16]
8. ა) როდის გამოიცა ბრძანება ‘იერუსალიმის აღდგენისა და აშენების შესახებ’? ბ) რამდენი წელი უნდა გასულიყო მას შემდეგ ცხებულის, იესოს, მოსვლამდე? (დან. 9:24—27) [bsi04, გამოკვლევა 3, აბზ. 18, 19]
9. რა შედის გულწრფელ მობოდიშებაში, რასაც ‘ჩვენს ძმასთან შერიგება’ მოჰყვება? (მათ. 5:23, 24) [w 01.11.02, გვ. 6, აბზ. 1, 5]
10. რას გვასწავლის მე-4 მეფეთა 13:18, 19 ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესრულებაზე? [w 01.12.02, გვ. 31, აბზ. 1, 2]
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რატომ შეეძლოთ ისრაელებს ხიზნებისთვის მიეცათ ან უცხოელებისთვის მიეყიდათ მკვდარი ცხოველი, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოშვებული და რომელსაც თავად არ ჭამდნენ? (რჯლ. 14:21).
12. რას გვასწავლის მეორე რჯულის 20:5—7-ში ჩაწერილი ინფორმაცია?
13. რატომ იყო დოლაბის დაგირავება სულის დაგირავებასთან გაიგივებული?
14. როგორც ვიცით, ისრაელებს ეკრძალებოდათ ნებისმიერი ქონის ჭამა. ამიტომ რას ნიშნავს ‘კრავების ქონის’ ჭამა? (რჯლ. 32:13, 14).
15. რა შეიძლება იყოს დღეს ყაქანის ცოდვის პარალელი? (იესო. 7:1—26) [w 15.05.87, გვ. 18, აბზ. 20, (რუს.)]