იეჰოვას მოწმეთა 2005 წლის საოლქო კონგრესი „ღვთისმოსაწონი მორჩილება“
1 იეჰოვა ღმერთი ჩვენი დიდებული მოძღვარია და გვკრებს ერთად, რათა გვასწავლოს თავისი გზები (ეს. 30:20, 21; 54:13). ამას იეჰოვა აკეთებს ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით, რომელიც, თავის მხრივ, ორგანიზებას უწევს ისეთ შეკრებებს, როგორიცაა მაგალითად ყოველწლიური საოლქო კონგრესები (მათ. 24:45—47). ჩვენ ვუერთდებით ფსალმუნმომღერალ დავითის განწყობას, რომელიც მღეროდა: „საკრებულოებში ვადიდებ უფალს“ (ფსალმ. 25:12). დავითს კარგად ესმოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, იეჰოვასგან ყოფილიყო დამოძღვრილი. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ყოველთვის ღვთის ხალხს შორის ყოფნა, როცა არ უნდა შეკრებილიყვნენ ისინი.
2 იქნები მათ შორის, ვინც ამ წლის საოლქო კონგრესზე „ღვთისმოსაწონი მორჩილება“ დასასწრებად შეიკრიბება? თუ იქნები, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია სწორედ რომ შენთვისაა. ის დაგეხმარება დასასწრებად მომზადების დროს.
3 ახლავე დაგეგმე წინასწარ, დაესწრო ყველა დღეს. „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგ. 21:5, აქ). განა არ გვეუბნება ეს სიტყვები იმას, რომ მნიშვნელოვანია დაყოვნების გარეშე დავგეგმოთ კონგრესზე დასწრება? გონივრული იქნება, ახლავე იფიქრო, რისი გაკეთება დაგჭირდება, რომ სულიერად განმამტკიცებელი პროგრამის არც ერთი ნაწილი არ გამოტოვო და სამივე დღეს დაესწრო. თუ სამუშაოზე უფროსისგან დათხოვნის ნებართვა გჭირდება, ნუ გადადებ ამის გაკეთებას. თუ შენი მეუღლე მორწმუნე არაა და მას უნდა შეუთანხმო შენი გეგმები, ბოლო წუთისთვის ნუ მოიტოვებ ამას. რა დაბრკოლებასაც არ უნდა შეხვდე, მიმართე მათ შესახებ იეჰოვას ლოცვით და დარწმუნებული იყავი, რომ მისი დახმარებით „შენი გეგმები განხორციელდება“ (იგ. 16:3, აქ). და კიდევ ერთი: კარგი იქნება, თუ დაეხმარები მას, ვისაც ბიბლიას ასწავლი, დაგეგმოს პროგრამის ყველა ნაწილზე დასწრება.
4 დაბინავება. მოხარული ვართ, ყოველწლიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ შეუკვეთოთ კონგრესის დროს საცხოვრებელი ადგილი. რადგანაც საქართველოში დელეგატების დაბინავება მხოლოდ იმ ძმებისა და დების სახლებში ხდება, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქში, სადაც კონგრესი ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ აბზაცებში მოცემული მითითებების გათვალისწინება. ადგილობრივი დაბინავების განყოფილება მდგომარეობისდა მიხედვით თითოეულ კრებას სპეციალური წერილით მიაწვდის ინფორმაციას დაბინავების შესახებ და მიუთითებს, როდისთვის უნდა გაეგზავნოს დაბინავების განყოფილებას ყველა ბლანკი. დაბინავების განყოფილება თხოვნით მიმართავს იმ ქალაქში არსებულ კრებებს, სადაც კონგრესის ჩატარებაა დაგეგმილი, რომ ყველა მსურველმა შესთავაზოს საცხოვრებელი ადგილი ჩასული ძმებისა და დებისთვის. შემოთავაზებულ ბინებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადვილად და ზუსტად შესავსებად წერილს დაერთვება ბლანკები „ბინა“ (CO-4). დიდად დასაფასებელია, ძმებო და დებო, თქვენი მზადყოფნა — გაიღოთ ასეთი მსხვერპლი და ყოველწლიურად შესთავაზოთ დელეგატებს თქვენი ბინები. გთხოვთ, ყურადღებით მიჰყვეთ მითითებებს, რომლებიც მოცემულია ამ დანართში არსებულ ჩარჩოში, სათაურით „რა უნდა გაკეთდეს, თუ ვითხოვთ ან ვთავაზობთ საცხოვრებელ ადგილს?“
5 კრებებისგან დაბინავების მსურველებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაბინავების განყოფილება გაანაწილებს საცხოვრებელ ადგილებს და შეატყობინებს ამას კონგრესზე ჩამომსვლელებსა და ბინის შემთავაზებლებს. საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ ნებისმიერ რთულ საკითხზე მდივანს შეუძლია დაუკავშირდეს დაბინავების განყოფილებას ამ განყოფილების მიერ გამოგზავნილი წერილის ზევითა ნაწილში მითითებულ მისამართზე ან ტელეფონზე.
6 თუ უკვე შეუკვეთეთ საცხოვრებელი ადგილი, გთხოვთ, ნუ შეცვლით პირველ შეკვეთას. ამ მითითების თანახმად მოქმედება საშუალებას გვაძლევს, სიყვარული გამოვავლინოთ თანაქრისტიანი ძმების მიმართ და გავექცეთ ეგოისტურ განწყობილებას, რომელიც დღევანდელ წუთისოფელს ახასიათებს (1 კორ. 10:24).
7 განსაკუთრებული საჭიროებები. მოციქულმა პავლემ რამდენიმე ძმის შესახებ თქვა, რომ მისი „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ იყვნენ (კოლ. 4:7—11). ერთ-ერთი საშუალება, რითაც ისინი პავლეს ეხმარებოდნენ, პირადი საჭიროებების დაკმაყოფილება იყო. როგორ შეგვიძლია სხვების „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ ვიყოთ კონგრესის დროს? ხანდაზმულ ან სუსტი ჯანმრთელობის მქონე მაუწყებლებს, სრული დროით მსახურებსა და სხვებს შეიძლება პრაქტიკული დახმარება სჭირდებოდეთ გადაადგილებასთან, დაბინავებასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. ასეთ მაუწყებლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა უპირველესად ნათესავებს აკისრიათ (1 ტიმ. 5:4). მაგრამ თუ ისინი ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას, დახმარების გაწევა შეიძლება თანამორწმუნეებმა შეძლონ (იაკ. 1:27). წიგნის შესწავლის ზედამხედველმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ თავისი ჯგუფიდან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მაუწყებლებისთვის ყველაფრის ორგანიზება კონგრესამდე საკმაო ხნით ადრე მოხდეს.
8 ბლანკები „განცხადება განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა დაბინავებაზე“ გათვალისწინებულია მხოლოდ იმ მაუწყებლებისთვის, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ დასაბინავებელი ადგილი და ოჯახის წევრებს ან კრებას არ შეუძლია ამის უზრუნველყოფა. კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა უნდა განიხილოს, შეესაბამება თუ არა მაუწყებელი სათანადო მოთხოვნებს. მათ უნდა იხელმძღვანელონ უშუალოდ ბლანკში მოცემული მითითებებით და 2004 წლის 14 დეკემბრის წერილით, რომელიც უხუცესთა ყველა საბჭოსადმია მიმართული. ეს ბლანკი განკუთვნილია მხოლოდ სამაგალითო მაუწყებლებისთვის და მათი კარგი ყოფაქცევის ბავშვებისთვის.
9 სხვა კონგრესზე დასწრება. საკმარისი დასაჯდომი ადგილების, ლიტერატურის, საცხოვრებლებისა და სხვა ფაქტორების უზრუნველსაყოფად, კარგი იქნება, თუ მაუწყებლები იმ კონგრესს დაესწრებიან, რომელზეც მათი კრებაა დანიშნული. რისი გაკეთება გმართებთ, როცა მდგომარეობა მოითხოვს, რომ სხვა კონგრესს დაესწროთ? საცხოვრებელ ადგილთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კრების მდივანს, რათა მოგცეთ კონგრესის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ბიუროების მისამართები, რომლებიც მოცემულია ბლანკის „განცხადება განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა დაბინავებაზე“ მეორე გვერდზე. გთხოვთ, ნუ გამოგზავნით წერილს ფილიალში საცხოვრებელი ადგილის მოთხოვნით, თუნდაც სანქტ-პეტერბურგში გეგმავდეთ დასწრებას. წერილს, რომელშიც იქნება თქვენ მიერ შევსებული „შემოთავაზებული დასაბინავებელი ადგილების სია“ და ესა თუ ის დამატებითი ინფორმაცია, ყოველთვის დაურთეთ ცარიელი საფოსტო მარკიანი კონვერტი, რომელზეც თქვენი მისამართი წერია. თუ ქალაქში, სადაც აპირებთ დასწრებას, ერთზე მეტი კონგრესი ტარდება, მიუთითეთ იმ კონგრესის თარიღი, რომელზეც დაესწრებით.
10 მოხალისეების საჭიროება. იესომ სხვების მოთხოვნილებებზე თავმდაბლურად ზრუნვის იდეალური მაგალითი მოგვცა (ლუკ. 9:12—17; იოან. 13:5, 14—16). მსგავს სულს ავლენენ ის მაუწყებლები, რომლებიც კონგრესებზე ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად მზადყოფნას ავლენენ. დახმარების გასაწევად და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად განსაკუთრებით საჭირო არიან უხუცესები. მათი მზადყოფნის სული შესანიშნავი მაგალითი იქნება კრებაში ყველასთვის (1 პეტ. 5:2, 3).
11 რა შთაბეჭდილებას დავტოვებთ სხვებზე? ერთ-ერთი სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა თქვა: „ჩვენ ძალიან გვიყვარს თქვენი ხალხი. თქვენი კარგი ყოფაქცევის შედარებაც კი არ შეიძლება სხვების ყოფაქცევასთან. ჩვენი მომსახურე პერსონალიდან ყველა იმას ამბობს, რომ თქვენები ძალიან თავაზიანები არიან და მცირედ გასამრჯელოსაც იძლევიან. თქვენი აქ ყოფნის დროს ყველას უნდა მუშაობა!“ სასტუმროს სხვა წარმომადგენელმა აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეებთან ყველაზე ადვილია მუშაობა“. ამ გამოხმაურებების უკან შესაძლოა შენი სამაგალითო ქცევაც დგას. როგორი ბედნიერი უნდა იყოს იეჰოვა, როდესაც ხედავს, რომ ჩვენს მოქმედებებს ასეთი ქება მოაქვს მისთვის (1 პეტ. 2:12).
12 მომავალ ზაფხულს „ერთგული მმართველის“ მეშვეობით იეჰოვა ღმერთი თავის ხალხს ერთად შეკრებს სულიერი სწავლებისათვის (ლუკ. 12:42). სამივე დღეს რომ დავესწროთ, მოსამზადებლად ძალისხმევა იქნება საჭირო, მაგრამ ის აუცილებლად დაჯილდოვდება. ამ წლის საოლქო კონგრესი „ღვთისმოსაწონი მორჩილება“ ნამდვილად განგვიმტკიცებს იმის სურვილს, რომ ვემსახუროთ იეჰოვას როგორც ახლა, ისე მარადიულად. მოდი შემართებით მივყვეთ ფსალმუნმომღერლის მოწოდებას: „კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი“ (ფსალმ. 67:27).
[ჩარჩო 3 გვერდზე]
პროგრამის განრიგი
პარასკევი და შაბათი
9:30 — 5:05
კვირა
9:30 — 4:10
[ჩარჩო 4 გვერდზე]
რა უნდა გაკეთდეს, თუ ვითხოვთ ან ვთავაზობთ საცხოვრებელ ადგილს
◼ თუ სთავაზობთ საცხოვრებელ ადგილს:
ა) მდივანს სთხოვეთ, რომ მოგცეთ ბლანკი „ბინა“ (CO-4).
ბ) შეავსეთ და დაუბრუნეთ მდივანს, რომელიც ამ ბლანკს დაბინავების განყოფილებას გაუგზავნის.
◼ თუ ითხოვთ საცხოვრებელ ადგილს:
ა) გამოართვით მდივანს ბლანკი „განცხადება განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა დაბინავებაზე“, შეავსეთ და დაუბრუნეთ.
ბ) მდივანი ამ ბლანკს დაბინავების განყოფილებას გაუგზავნის.
[ჩარჩო 4 გვერდზე]
გთხოვთ აგრეთვე გახსოვდეთ შემდეგი:
1. წინასწარ შეატყობინეთ კრების მდივანს ან დაბინავების განყოფილებას, თუ არ ისარგებლებთ ადრე არჩეული საცხოვრებელი ადგილით ან არ შეგიძლიათ საკუთარი ბინის შეთავაზება.
2. ჩვეულებრივ, ძნელია დიდი ჯგუფების ერთ ბინაში მოთავსება. უმჯობესია 2—4 კაცად დანაწილება.
3. თუ დიდი ოჯახი გაქვთ და ერთად ცხოვრება გინდათ, შევსებული ბლანკები ერთად შეკარით.
4. რადგანაც სტუმარი ხართ, ეცადეთ ისე მოიქცეთ, რომ უხერხულობაში არ ჩააგდოთ მასპინძელი.
5. დაბინავების განყოფილება შეგატყობინებთ თქვენი დაბინავებისა თუ სტუმრების შესახებ.