სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 47
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. შეახსენე ყველას, უყურონ ვიდეოფილმს „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“, რათა მოემზადონ განხილვისთვის, რომელიც შემდეგ კვირას იქნება. მოიხსენიე, რა სპეციალური შეხვედრებია დაგეგმილი სამქადაგებლო მსახურებისთვის 1 და 7 იანვარს. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევის გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის) მოაწყვე ინსცენირება, თუ როგორ შევთავაზოთ 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა პრაქტიკული შეთავაზებები. ინსცენირებაში აჩვენეთ, როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება, როდესაც საუბარს გვაწყვეტინებენ სიტყვებით: „მე უკვე ვიცნობ თქვენს საქმიანობას“ (იხილეთ ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვერდი 12).
15 წთ.: „საჭიროა შენი დახმარება“.a აიღე მოკლე ინტერვიუ უხუცესისგან. მოაყოლე, რამ აღძრა, ესწრაფა კრებაში დამატებითი პასუხისმგებლობების მიღებისკენ და რა დაეხმარა, რომ დაეკმაყოფილებინა ამისათვის საჭირო მოთხოვნები.
20 წთ.: „როგორ ვიქადაგოთ ნათესავებთან?“b გამოიყენე სტატიაში მოცემული კითხვები. სთხოვე მსმენელებს, მოკლედ მოყვნენ, თუ როგორ ახერხებენ ინტერესის აღძვრას ნათესავებში და როგორ უმოწმებენ მათ.
სიმღერა 17 და ლოცვა.
20 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 68
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: „როგორ გვეხმარება თეოკრატიული სამსახურის სკოლა?“ სკოლის ზედამხედველის მოხსენება. გამოიყენე აზრები 2004 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან. წინასწარ სთხოვე ერთ ან ორ მაუწყებელს, მოყვნენ, როგორ ეხმარება მათ თეოკრატიული სკოლა.
25 წთ.: «სარგებლობა, რომელიც მოაქვს ვიდეოფილმს „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“». აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებული იქნება ვიდეოფილმზე „არავითარი სისხლი“. გამოიყენე მე–6 გვერდზე მოცემული კითხვები. დასასრულს წაიკითხე ბოლო აბზაცი. მოუწოდე ყველას, დაესწრონ მომდევნო სამსახურებრივ შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება თემა „დაემორჩილეთ ღვთის მითითებას სისხლისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით“.
სიმღერა 50 და ლოცვა
27 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 36
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ დეკემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მე–8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის) მოაწყვე ინსცენირება, თუ როგორ შევთავაზოთ 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ ან 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“ განიხილე ძირითადი აზრები მე–7 გვერდზე მოცემული „შეკითხვების ყუთიდან“.
20 წთ.: დაემორჩილეთ ღვთის მითითებას სისხლისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებული იქნება საზოგადოებიდან მიღებულ წერილზე. ტექსტის წაკითხვის დროს მთავარი აზრების ხაზგასმის მიზნით მომხსენებელს შეუძლია მოკლე კომენტარების გაკეთება, მაგრამ არ უნდა ჩართოს დამატებითი მაგალითები ან ბიბლიური მუხლები. თუ დრო საშუალებას იძლევა, შეიძლება მითითებული მუხლების წაკითხვა ან მოხსენიება. მდივანმა უნდა იზრუნოს, რომ იყოს საკმაო რაოდენობის ბლანკები „სამედიცინო განკარგულება/პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელი დოკუმენტი“ და „პირადობის მოწმობა“. ამ დოკუმენტების მიღება მონათლულ მაუწყებლებს იმავე საღამოს შეუძლიათ კრების შემდეგ. ბლანკის შევსება, მასზე მფლობელისა და მოწმეების ხელის მოწერა და დათარიღება შეიძლება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას. სურვილის შემთხვევაში ბლანკის შევსება შეიძლება მომდევნო წიგნის შესწავლაზე, სადაც საჭირო დახმარების მიღება წიგნის შესწავლის ზედამხედველისგან იქნება შესაძლებელი. დოკუმენტზე ხელის მოწერა უნდა მოხდეს მოწმეების თანდასწრებით, რომლებიც ასევე მოაწერენ ხელს. მოუნათლავ მაუწყებლებს შეუძლიათ თავად შეადგინონ მსგავსი ტექსტი, როგორც თავისთვის, ისე შვილებისთვის. მათ შეუძლიათ შეცვალონ ტექსტი თავიანთი ვითარებებისა და შეხედულებების მიხედვით.
10 წთ.: თქვენი სინდისის როლი. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2004 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 23, 24, აბზაცები 16—19. ხაზგასმით აღნიშნე, რომ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სინდისის საფუძველზეა მისაღები, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგანაც იეჰოვასთან ურთიერთობას უკავშირდება.
სიმღერა 8 და ლოცვა
3 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 27
შენიშვნა: კრებებმა (გარდა იმ კრებებისა, რომლებსაც სარაიონო ზედამხედველი ინახულებს) დანიშნულ დროზე ადრე არ უნდა ჩაატარონ 3 იანვრით დაწყებული კვირის სამსახურებრივი შეხვედრა. საოლქო კონგრესის შესახებ დანართი ყველა კრებამ გეგმის მიხედვით უნდა განიხილოს. თუ ამ კვირაში სარაიონო კონგრესი ტარდება, წიგნის შესწავლის ზედამხედველებმა წიგნის შესწავლებზე მაუწყებლებს უნდა გამოუცხადონ, თუ სად და როდის ჩატარდება საოლქო კონგრესი.
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოიხსენიე იანვარში შესათავაზებელი ლიტერატურა.
15 წთ.: „ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები — ნაწილი 4“. პირველ აბზაცზე დაფუძნებით თავიდან გააკეთე შესავალი ერთ წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში. შემდეგ მე-2 და მე-3 აბზაცების საფუძველზე მოაწყვე 5-წუთიანი ინსცენირება: მაუწყებელი, რომელიც ბიბლიის შესწავლას ატარებს, დაინტერესებულს აჩვენებს, თუ როგორ მოემზადოს შესწავლისთვის. ინსცენირებაში გამოიყენეთ ერთი აბზაცი წიგნიდან „შემეცნება“ ან ბროშურიდან „რას მოითხოვს“. შემდეგ 2—5 აბზაცები კითხვა-პასუხებით განიხილე და განსაკუთრებით აღნიშნე ინსცენირების საყურადღებო მხარეები.
25 წთ.: «იეჰოვას მოწმეთა 2005 წლის საოლქო კონგრესი „ღვთისმოსაწონი მორჩილება“».c წარმოადგენს კრების მდივანი. მე-4 აბზაცის განხილვისას ყურადღება გაამახვილე მე-4 გვერდზე მოცემულ ჩარჩოებში აღნიშნულ თითოეულ აზრზე. წაახალისე ყველა, რაც შეიძლება მალე დაიწყონ კონგრესისთვის მზადება.
სიმღერა 79 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.