ბროშურების შეთავაზებები
შეინახეთ
ამ დანართში მოცემულია რჩევები, რომლებიც დაგეხმარება ბროშურების გასავრცელებლად შეთავაზებების მომზადებაში. შეთავაზებები შეგიძლია მიუსადაგო ადგილობრივ სიტუაციას. აგრეთვე შეიძლება სხვა შეთავაზებების გამოყენება. იმ ბროშურების შეთავაზებების მოსამზადებლად, რომლებიც ამ დანართში არ არის განხილული, შეგიძლია გამოიყენო ქვემოთ მოცემული რჩევები (იხ. 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8).
შეთავაზებების მოსამზადებლად ამ გვერდზე მოცემული თითოეული ნიმუში შეიცავს: 1) დამაფიქრებელ შეკითხვას, რომელიც გვეხმარება საუბრის დაწყებაში, 2) მითითებას, თუ ბროშურაში კონკრეტულად რა ადგილზეა შესაძლებელი მოცემული საკითხის მოძებნა, 3) სათანადო ბიბლიურ მუხლს, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია მსჯელობის დროს. მსმენელის რეაქციიდან გამომდინარე, შეთავაზება შეგიძლია შენი სიტყვებით შეავსო.
წიგნი ყველასთვის
„როგორ ფიქრობთ, პრაქტიკულია დღეს ბიბლიაში მოცემული რჩევები?“ (გვ. 22, სურათის წარწერა; გვ. 23, ჩარჩოს მე–3 აბზ; იგავ. 25:11).
როგორ მივაღწიოთ კმაყოფილების მომგვრელ ცხოვრებას? a
„დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანები უკეთესი ცხოვრებისკენ ისწრაფვიან. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ადამიანებმა ოდესმე მიაღწიონ კმაყოფილების მომგვრელ ცხოვრებას?“ (გვ. 29, აბზ. 6; 2 პეტ. 3:13).
მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!
„ბევრი ფიქრობს, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში მარადიულად იცხოვრებს. მაგრამ რას ფიქრობთ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრებაზე?“ (ბროშურის გარეკანზე მოცემული ილუსტრაცია; გამოც. 21:4).
უნდა გწამდეს სამება?
„ადამიანებს ღვთის ნამდვილი ბუნების შესახებ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. თქვენი აზრით, აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი შეხედულება გვაქვს ამასთან დაკავშირებით?“ (გვ. 3, აბზ. 3, 7, 8; იოან. 17:3).
ღვთის მარადიული სახელიb
„უმრავლესობისთვის ცნობილია ლოცვა: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9, სსგ). მაგრამ იცოდით, რომ ჩვენი გადარჩენა ამ სახელის ცოდნაზეა დამოკიდებული?“ (გვ. 28, აბზ. 1; რომ. 10:13).
მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს
„ადამიანთა უმრავლესობა ნატრობს დღევანდელი პობლემებისგან თავის დაღწევას. თქვენი აზრით, იარსებებს ოდესმე ისეთი მთავრობა, რომელიც შეძლებს ხალხის პრობლემების გადაჭრას?“ (გვ. 3, აბზ. 1; მათ. 6:9, 10).
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
„როდესაც საყვარელი ადამიანები გვეღუპებიან, ბუნებრივია გვაინტერესებდეს, სად იმყოფებიან ისინი და შევძლებთ თუ არა ოდესმე მათ ნახვას. დაფიქრებულხართ მსგავს კითხვებზე?“ (ბროშურის უკანა გვერდზე მოცემული კითხვები; იობ. 14:14, 15).
როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი
„დღეს ჩვენ ვთავაზობთ ბროშურას „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. ამ ბროშურამ მრავალი ანუგეშა და იმედი ჩაუნერგა მილიონობით ადამიანს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ოდესმე გიფიქრიათ, რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?“ (გვ. 27, აბზ. 3; იოან. 5:28, 29).
„დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ანუგეშოთ ის, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა?“ (გვ. 20, აბზ. 1; იგავ. 17:17).
[სქოლიოები]
a ეს ბროშურა გამოცემული არ არის ქართულ ენაზე. ხელმისაწვდომია რუსულ, ინგლისურ და ზოგიერთ სხვა ენაზე.
b ეს ბროშურა გამოცემული არ არის ქართულ ენაზე. ხელმისაწვდომია რუსულ, ინგლისურ და ზოგიერთ სხვა ენაზე.