რჩევები ბროშურის „ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“ შესათავაზებლად
ტრაგიკული ახალი ამბის მოხსენიების შემდეგ შეგიძლია ადამიანს ჰკითხო:
„გიფიქრიათ, რატომ უშვებს ღმერთი ადამიანების ტანჯვას, თუ ის ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე? [გიპასუხოს]. ეს ბროშურა დამაკმაყოფილებელ პასუხს გვცემს ამ კითხვაზე და გვიჩვენებს, რას გააკეთებს ღმერთი ახლო მომავალში [უჩვენე 27-ე გვერდზე მოცემული ილუსტრაციები და 22-ე აბზაცში წაუკითხე ფსალმუნების 144:16]. როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს დღეს არსებულ უბედურებებს? ამ საკითხზე შემდეგი შეხვედრისას ვიმსჯელოთ“. შესთავაზე ბროშურა და შეუთანხმდი მომავალ შეხვედრაზე.
განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია უთხრა:
„წინა შეხვედრაზე ჩვენ წავიკითხეთ ეს მუხლი [წაიკითხე ფსალმუნების 144:16 ან ციტატა მოიყვანე]. შემდეგ მე დავსვი ასეთი კითხვა: როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს დღეს არსებულ უბედურებებს?“ სთხოვე, რომ თავისი ბროშურა მოიტანოს. შემდეგ ბროშურა გადაშალე 27, 28-ე გვერდებზე და განიხილე აბზაცები 23—25. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა ან შეუთანხმდი, რომ მომავალი მონახულებისას განიხილავთ 26-ე და 27-ე აბზაცებს.
მოზარდ მაუწყებელს შეუძლია თქვას:
„ბევრ ჩემს თანატოლს აფიქრებს ის, თუ როგორი იქნება მსოფლიო 10—15 წლის შემდეგ. თქვენი აზრით, როგორი იქნება მაშინ ცხოვრება? [გიპასუხოს]. დღეს არსებული სირთულეები იმაზე მოწმობს, რომ ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ [წაიკითხე 2 ტიმოთე 3:1—3]. ეს ბროშურა პასუხს გვცემს შემდეგ კითხვებზე [წაიკითხე გარეკანზე მოცემული კითხვები და შესთავაზე ბროშურა]. სხვა დროს, თუ რამდენიმე წუთი გექნებათ, რამდენიმე აზრი მინდა გაგიზიაროთ იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ბოლო მოეღება ავადმყოფობასა და სიბერეს“. შეუთანხმდი მომავალ შეხვედრაზე.
განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია უთხრა:
„როგორც წინა შეხვედრისას გითხარით, თქვენთან საუბარი მსურდა იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ბოლო მოეღება ავადმყოფობასა და სიბერეს. ამ საკითხზე ამ ბროშურაშია საუბარი“. სთხოვე, მოიტანოს თავისი ბროშურა; წაიკითხე 23-ე და 24-ე გვერდებზე აბზაცები 6, 7 და განიხილე ისინი. შეუთანხმდი, რომ მომავალი შეხვედრისას განიხილავთ მე-8 და მე-9 აბზაცებს.
როცა მაუწყებელი ბავშვთან ერთად ქადაგებს, საკუთარი თავისა და ბავშვის წარდგენის შემდეგ მას შეუძლია თქვას:
„თუ შეიძლება, ბიბლიიდან ერთ მუხლს წაგიკითხავთ [ბავშვი კითხულობს ფსალმუნების 36:29-ს და მოკლე კომენტარს აკეთებს]. ამ ბროშურაში განიხილება, როგორ განახორციელებს ღმერთი თავის ჩანაფიქრს კაცობრიობასთან და დედამიწასთან დაკავშირებით [უჩვენე 24—27-ე გვერდებზე მოცემული ილუსტრაციები]. შემდეგი შეხვედრისას ვისაუბრებთ ბიბლიაში მოცემულ მკვდრეთით აღდგომის სასწაულებრივ იმედზე“. შესთავაზე ბროშურა და შეუთანხმდი მომავალ შეხვედრაზე.
შემდეგი შეხვედრისას მაუწყებელს შეუძლია თქვას:
„წინა შეხვედრისას ჩვენ წავიკითხეთ ფსალმუნების 36:29 და გითხარით, რომ გვსურდა თქვენთვის გვეჩვენებინა, რას ამბობს ბიბლია მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ყურადღება მიაქციეთ, რა არის აქ ნათქვამი“. სთხოვე, მოიტანოს ბროშურა. განიხილე 24-ე და 25-ე გვერდებზე მოცემული აბზაცები 12—14. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა და შეუთანხმდი, რომ მომავალი შეხვედრისას განიხილავ 15, 16 აბზაცებს.