თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2005 წლის 29 აგვისტოთი დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2005 წლის 4 ივლისით დაწყებული კვირიდან 29 აგვისტოთი დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. როდესაც სხვებს ჩვენი იმედის შესახებ ვესაუბრებით, როგორ შეგვიძლია ყველასთვის ცნობილი გავხადოთ ჩვენი „კეთილგონიერება“ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? (ფილ. 4:5; იაკ. 3:17). [be, გვ. 251, აბზ. 1—3, ჩარჩო]
2. როგორ დაგვეხმარება კეთილგონიერება ქადაგების დროს სხვებთან ურთიერთობაში? [be, გვ. 253, აბზ. 1, 2]
3. რატომ არის მნიშვნელოვანი შეკითხვების ეფექტურად გამოყენება, რომ დავეხმაროთ მსმენელებს იმსჯელონ ამა თუ იმ საკითხზე? [be, გვ. 253, აბზ. 3, 4]
4. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი სიტყვები უფრო დამაჯერებელი იყოს? [be, გვ. 255, აბზ. 1—4, ჩარჩო; გვ. 256, აბზ. 1, ჩარჩო]
5. რა უნდა გვახსოვდეს, როცა დამატებითი ფაქტები მოგვყავს იმისათვის, რომ მსმენელებს ბიბლიაში ნათქვამის გონივრულობა დავანახვოთ? [be, გვ. 256, აბზ. 3—5, ჩარჩო]
დავალება №1
6. რა ნათელი მტკიცება არსებობს, რომ იესო ისტორიული პიროვნება იყო? [w 15.06.03, აბზ. 4—7]
7. რას ნიშნავს, რომ ‘მართალთ ბაგენი იხსნიან’ და რა გაგებით ‘დარჩება მათი სახლი’? (იგავ. 12:6, 7). [w 15.01.03, გვ. 30, აბზ. 1—3]
8. რადგან ბიბლიაში არ არის მოცემული ვრცელი ჩამონათვალი იმისა, თუ რა უნდა ვაკეთოთ და რა — არა, როგორ შეგვიძლია ჩავწვდეთ, რა არის ღვთის ნება? (ეფეს. 5:17). [w 01.12.03, გვ. 21, აბზ. 3—გვ. 22, აბზ. 3]
9. რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარება ადამიანს გაუმკლავდეს სიღარიბეს ან ეკონომიკურ გაჭირვებას? [w 01.08.03, გვ. 5, აბზ. 2—5]
10. როგორ უნდა იმოქმედოს იეჰოვას მაგალითმა ჩვენზე იმასთან დაკავშირებით, რომ უსასყიდლოდ გავცეთ? (მათ. 10:8). [w 01.08.03, გვ. 20—22]
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რა იყო წარმოდგენილი სოლომონის მიერ აგებულ ტაძარში აღმართული ორი სვეტით, რომლებსაც იაქინი და ბოყაზი ერქვა? (3 მეფ. 7:15—22).
12. ეთანხმებოდა თუ არა მოსეს რჯულს ის, რომ სოლომონმა ტვიროსის მეფეს, ხირამს, ოცი ქალაქი მისცა გალილეის მხარეში? (3 მეფ. 9:10—13).
13. რის სწავლა შეგვიძლია „ღვთისკაცის“ დაუმორჩილებლობისგან? (3 მეფ. 13:1—25).
14. როგორ გამოავლინა იუდას მეფე ასამ სიმამაცე და რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან? (3 მეფ. 15:11—13).
15. როგორ აჩვენებს მეფე ახაბისა და ნაბოთის შემთხვევა, რომ საკუთარი თავისადმი სიბრალულის გამოვლენა საშიშროებას წარმოადგენს? (3 მეფ. 21:1—16).