სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
10 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 17
10 წთ: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე–8 გვერდზე მოცემული რჩევის გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის) აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“. ყურადღება გაამახვილე ინსცენირების პრაქტიკულ მხარეებზე. გარდა ამისა, შეეხე შესავალი სტატიების შემდეგ მოცემულ სტატიებს, რომლებითაც შეიძლება დაინტერესდეს ხალხი ადგილობრივ ტერიტორიაზე.
15 წთ: გაქვს კითხვის კარგი ჩვევები? აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია შერჩეულ აზრებზე თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოდან, გვერდები 21—26. რა შეგვიძლია ჩავრთოთ კითხვის პროგრამაში? (გვ. 21, ჩარჩო). რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვკითხულობდეთ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებს? (გვ. 23, აბზ.). რა არის ყველაზე მთავარი კითხვის კარგი პროგრამის შესანარჩუნებლად? (გვ. 26, აბზ. 3, 4). როგორ გეგმავ დროს „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“–ის წასაკითხად? რა სარგებლობა მოაქვს ამას შენთვის?
20 წთ: „კვლავაც გაბედულად ილაპარაკე ღვთის სიტყვა“a სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, თუ რა სიტუაციებში შეიძლება იყოს რთული საქადაგებლად საჭირო გამბედაობის მოკრება. რა ეხმარება მათ გამბედაობის მოკრებაში?
სიმღერა 78 და ლოცვა.
17 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 36
10 წთ: ადგილობრივი განცხადებები. 2005 წლის სექტემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან გაიმეორე მე–3 ნაწილში მოყვანილი ერთი ან ორი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ბიბლიის ეფექტურად გამოყენება ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას.
15 წთ: აირიდეთ საფრთხე ინტერნეტის გამოყენებისას. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2004 წლის 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“-ზე, გვერდები 24—27.
20 წთ: „გამოავლინე გულწრფელი ინტერესი და იყავი კეთილი“b სთხოვე აუდიტორიას, გამოთქვან აზრი იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა სამქადაგებლო მსახურების დროს. მასალა იმის შესახებ, თუ სხვა მხრივ როგორ შეგვიძლია ინტერესის გამოვლენა მათდამი, ვისაც ვუქადაგებთ, განხილული იქნება „ჩვენი სამეფო მსახურების“ მომავალ ნომრებში.
სიმღერა 2 და ლოცვა.
24 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 68
10 წთ: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში მოცემული შეთავაზებების ან თქვენი ტერიტორიისთვის პრაქტიკული სხვა შეთავაზებების გამოყენებით, აჩვენე, თუ როგორ შევთავაზოთ ნოემბერში გასავრცელებელი ლიტერატურა (იხილე 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8, აბზ. 5).
15 წთ: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ: ავირეკლოთ ღვთის ნორმები ჩაცმულობასა და გარეგნობაში. უხუცესის მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 17—19. სთხოვე აუდიტორიას, გამოთქვან აზრი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დამოწმების შესაძლებლობები მოგვეცეს, როდესაც სამაგალითოდ გამოვიყურებით.
სიმღერა 153 და ლოცვა.
31 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 209
10 წთ: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ოქტომბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მე–8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის), აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“ და 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“ ერთ ინსცენირებაში მაუწყებელი ამზადებს ნიადაგს მომდევნო მონახულებისთვის და ამისათვის ყურადღებას ამახვილებს ჩარჩოზე „შემდეგ ნომერში“ (იხილე 1998 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8, აბზ. 7, 8).
15 წთ: განუვითარე ბიბლიისადმი ინტერესი მათ, ვისთანაც ჟურნალები რეგულარულად მიგაქვს. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2005 წლის მასის „ჩვენს სამეფო მსახურებაზე“, გვერდი 8. როგორ შეგვიძლია დავიწყოთ ჟურნალების რეგულარულად მიტანა? (აბზ. 1) როგორ შეგვიძლია მოვამზადოთ ერთ ბიბლიურ მუხლზე დაფუძნებული განხილვები? (აბზ. 3) რატომ არ არის საკმარისი შერჩეული ბიბლიური მუხლის წაკითხვა? (აბზ. 4) როგორ შეიძლება ადამიანთან, რომელთანაც ჟურნალები მიგვაქვს, თანდათანობით ბიბლიის შესწავლა დავიწყოთ? (აბზ. 5) მოაწყვე ინსცენირება, რომელშიც მაუწყებელი ერთ ბიბლიურ მუხლზე დაფუძნებით ესაუბრება მას, ვისთანაც ჟურნალები რეგულარულად მიაქვს.
20 წთ: ახალგაზრდები, რომლებიც მტკიცენიც არიან და პატივისცემასაც ავლენენ. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკზე“ (გვერდები 23, 24), ქვესათაურზე „თავის შეკავება პატვისცემით“. წინასწარ შეუთანხმდი ერთ ან ორ ახალგაზრდას, კომენტარი გააკეთონ იმის შესახებ, თუ რა სირთულეებს ხვდებიან სკოლაში და რა ეხმარება მათ ამ სირთულეებთან წარმატებით გამკლავებაში.
სიმღერა 222 და ლოცვა.
7 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 39
5 წთ: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ: გაიუმჯობესე შეხვედრებზე ყურადღებით ყოფნის უნარი. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 12, 13, აბზაცები 11—14. მიმოიხილე მოცემული რჩევები და სთხოვე აუდიტორიას, გამოთქვან აზრი იმის შესახებ, თუ რა ეხმარება მათ კრების შეხვედრებიდან მაქსიმალური სარგებლობის მიღებაში.
20 წთ: „განივითარე სხვებთან მსჯელობის უნარი“.c სთხოვე შერჩეულ მაუწყებლებს, მოყვნენ, თუ როგორ ახერხებენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან მსჯელობას ადგილობრივ ტერიტორიაზე.
სიმღერა 50 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.