სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
9 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 10
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევის გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის სხვა შესაფერისი შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“. მაუწყებელი საქმიან ტერიტორიაზე ქადაგებს.
15 წთ.: «„რას გვასწავლის ბიბლია?“ — ბიბლიის შესასწავლი ძირითადი სახელმძღვანელო».a აღძარი მსმენელები, ამ წიგნით დაიწყონ ბიბლიის შესწავლები.
20 წთ.: «როგორ დავიწყოთ შესწავლები წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“». აუდიტორიასთან განხილვა. წარმოადგინე ინსცენირება, რომელიც დაფუძნებულია დანართზე, გვერდი 3. ამ ახალი წიგნის გამოყენებით უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა მასთან, ვინც ინტერესს ავლენს. კარგად მომზადებული სამი ინსცენირებით აჩვენე, როგორ დავიწყოთ ბიბლიის შესწავლები განმეორებითი მონახულების დროს. ინსცენირებები დაფუძნებულია წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია“: 1) გვერდები 4, 5; 2) გვერდი 6; და 3) გვერდი 7, აბზაცი 1. ყოველი შეთავაზების წინ აღნიშნე მისი ძირითადი თავისებურება, ბოლოს კი მოკლედ მიმოიხილე. წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ მოცემული განსახილველი აბზაცები, თუ საჭიროა, შეგიძლია შეამოკლო. თითოეული ინსცენირების დროს მაუწყებელი განმეორებით მონახულებას უყრის საფუძველს.
სიმღერა 125 და ლოცვა.
16 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 178
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. შეახსენე ყველას, უყურონ ვიდეოფილმს „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“ (რუს.), რათა მოემზადონ განხილვისთვის, რომელიც ორი კვირის შემდეგ იქნება სამსახურებრივ შეხვედრაზე.
15 წთ.: ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდები 4—7 (რუს.). შესავალს, რომელიც დაფუძნებული იქნება მე-4 გვერდზე, სამ წუთზე ნაკლები დაუთმე და აუდიტორიასთან განიხილე 5—7 გვერდები (ქვესათაურამდე). ამ წიგნის შემდეგი ნაწილები განხილული იქნება სხვა სამსახურებრივ შეხვედრაზე.
20 წთ.: „ახალგაზრდები, რომლებიც ანათებენ როგორც მნათობები“.b სთხოვე ახალგაზრდებს, აღნიშნონ, თუ როგორ ახერხებენ სკოლაში დამოწმებას. ერთ ან ორ ახალგაზრდა მაუწყებელს შეგიძლია წინასწარ შეუთანხმდე კომენტარის თაობაზე.
სიმღერა 107 და ლოცვა.
23 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 60
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით, ან თქვენი ტერიტორიისთვის სხვა შესაფერისი შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ და იანვრის „გამოიღვიძეთ!“ ერთ-ერთი შეთავაზება ახალგაზრდა მაუწყებელმა გააკეთოს.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „კითხვების დასმითა და მოსმენით გამოავლინე პირადი ინტერესი“.c მე-2 აბზაცის განხილვისას სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნოს, თუ რომელი კითხვებია ეფექტური საუბრის დასაწყებად. წარმოადგინე ინსცენირება, სადაც ნაჩვენებია, რომ ტაქტიანი კითხვის დასმითა და მოსმენით პიროვნება სასაუბროდ აღიძრა.
სიმღერა 205 და ლოცვა.
30 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 197
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ იანვრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მოიხსენიე თებერვალში გასავრცელებელი ლიტერატურა და წარმოადგინე ერთი ინსცენირება.
20 წთ.: მზად ხარ იმსახურო იქ, სადაც დახმარებაა საჭირო? მოყევი ადგილობრივი მაუწყებლების გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებიც დაშორებულ ან ისეთ ტერიტორიებზე ქადაგებენ, რომლებიც იშვიათად მუშავდება. (იხილე წიგნი „ორგანიზებულნი“, გვერდები 111, 112 [რუს.]).
20 წთ.: „ვიდეოფილმი, მედიცინის მიერ აღებული მნიშვნელოვანი კურსის შესახებ“. წაიკითხე საქმეების 15:28, 29 და მოკლედ აღნიშნე, რომ ქრისტიანები უმთავრესად იმიტომ არ ისხამენ სისხლს, რომ ემორჩილებიან ღვთის კანონს სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებით. შემდეგ, თემაში მოცემული კითხვების საშუალებით აუდიტორიასთან განიხილე ვიდეოფილმი „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“. დასასრულს წაიკითხე ბოლო აბზაცი.
სიმღერა 45 და ლოცვა.
6 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 74
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
25 წთ.: გაეცანით სწავლებისთვის დამხმარე ახალ საშუალებას. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. სთხოვე აუდიტორიას, გააკეთოს კომენტარები წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია“ თავისებურებებზე, რომლებიც მოეწონათ. მაგალითად, როგორიცაა თითოეული თავის შესავალში მოცემული კითხვები და ბოლოში მოცემული გასამეორებელი ჩარჩო, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმ თავის ძირითად აზრებზე (გვ. 106, 114); ილუსტრაციები (გვ. 122, 123, 147, 198); დანართი (გვ. 197, აბზ. 1, 2). წიგნი თბილად და საინტერესოდაა დაწერილი (გვ. 11, აბზ. 12). მარტივია და გასაგები (გვ. 58, აბზ. 5). ეფექტური მაგალითები (გვ. 159, აბზ. 12). შესავლის მიზანია, დაგვეხმაროს ბიბლიის შესწავლის დაწყებაში (გვ. 3—7). წარმოადგინე ინსცენირება, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ გამოვიყენოთ მე-7 გვერდზე მოცემული ჩარჩო ბიბლიის ახალ შემსწავლელთან. მოყევი გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებიც ახალ წიგნთანაა დაკავშირებული.
10 წთ.: დამხმარე პიონერად მსახურებას კურთხევები მოაქვს (იგ. 10:22). სთხოვე მათ, რომლებიც გასულ გაზაფხულს დამხმარე პიონერებად მსახურობდნენ, მოყვნენ, თუ როგორ მოახერხეს ამის გაკეთება და რა კურთხევები და სიხარული მიიღეს შედეგად. წაახალისე ყველა, ლოცვით აწონ-დაწონონ, შეუძლიათ თუ არა დამხმარე პიონერად მსახურება მარტში, აპრილსა და მაისში.
სიმღერა 16 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.