სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
12 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 52
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ და თებერვლის „გამოიღვიძეთ!“ ერთ-ერთ ინსცენირებაში აჩვენე, თუ როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება მასთან, ვინც გვეუბნება: „მე არ მაინტერესებს რელიგია“ (იხილეთ ბროშურა „როგორ დავიწყო და გავაგრძელო ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 9).
35 წთ.: „ყველგან აუწყე იეჰოვას აღმატებულობის შესახებ“a. წარმოადგენს სამსახურებრივი ზედამხედველი. განხილვისას შეარჩიე შესაფერისი მომენტი და გამოაცხადე, თუ სად და როდის ჩატარდება გახსენების საღამო. ასევე აღნიშნე, სამქადაგებლო მსახურების თუ რა დამატებითი შეხვედრებია დაგეგმილი. ყურადღება გაამახვილე იმაზე, რომ მაუწყებლებმა მიზნად დაისახონ აპრილში დამხმარე პიონერებად მსახურება.
სიმღერა 147 და ლოცვა.
19 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 198
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ.: «მიჰბაძე დიდებულ მასწავლებელს, როდესაც იყენებ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“»b. მე-6 აბზაცის განხილვის შემდეგ წარმოადგინე მოკლე ინსცენირება, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ მაუწყებელი წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ ატარებს ბიბლიის შესწავლას. ის მეექვსე თავის ბოლოში მოცემული გასამეორებელი ჩარჩოს საშუალებით შემსწავლელს გადაამეორებინებს აღნიშნულ თავს.
20 წთ.: შეგიძლია მარტის თვეში დაიწყო ბიბლიის შესწავლა? აუდიტორიასთან განხილვა. მარტის თვის პირველ ნახევარში ჩვენ ვავრცელებთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“ და მიზნად გვაქვს დასახული დავიწყოთ ბიბლიის შესწავლები. გადახედე იმ რჩევებს, რომლებიც მოცემულია 2006 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში, გვერდები 3—5. მეხუთე გვერდზე მოცემული შეთავაზებებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა მობინადრესთან პირველივე მონახულებისას. სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ საინტერესო შემთხვევები ახალი წიგნის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.
სიმღერა 220 და ლოცვა.
26 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 29
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“ და მარტის „გამოიღვიძეთ!“ ერთ-ერთ ინსცენირებაში აჩვენე, რომ მაუწყებელი საქმიან უბანზე ქადაგებს.
15 წთ.: „მხედველობიდან არ გამოგრჩეს არააქტიურები“c. ჩართე კომენტარები 2004 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდები 21, 22, აბზაცები 13—16.
20 წთ.: „მიჰბაძე ქრისტეს მსახურებაში“d. თუ დრო საშუალებას გაძლევს, სთხოვე მსმენელებს, წაიკითხონ მითითებული მუხლები და მათზე კომენტარები გააკეთონ.
სიმღერა 18 და ლოცვა.
5 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 32
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. აუდიტორიაში ყველას დაურიგე გახსენების საღამოს სპეციალური მოსაწვევები. მოიხსენიე, ადგილობრივად რა ღონისძიებებია დაგეგმილი მოსაწვევების გასავრცელებლად. ყველას მოუწოდე, რაც შეიძლება სრულად მიიღონ მონაწილეობა. წარმოადგინე ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება მოსაწვევის შეთავაზება.
15 წთ.: სასიხარულო ცნობის ორგანიზებულად ქადაგება. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, 102-გვერდზე მოცემული ქვესათაურიდან თავის ბოლომდე.
15 წთ.: „ჩვენ მონდობილი გვაქვს განძი“e. თუ დრო საშუალებას მოგცემს, სთხოვე აუდიტორიას, კომენტარები გააკეთონ სტატიაში მოცემულ მუხლებზე.
სიმღერა 104 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.