თეოკრატიული მსახურების სკოლის გეგმა 2008 წლისთვის
მითითებები
ქვემოთ მოცემულია მითითებები 2008 წლის თეოკრატიული მსახურების სკოლის ჩასატარებლად.
სახელმძღვანელოები: „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (bi12); „საგუშაგო კოშკი“ (w); „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“ (be); ბროშურა «„მთელი წმინდა წერილი“ სარწმუნო და სასარგებლოა» (bsi08); „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ (rs).
სკოლა უნდა დაიწყოს დროულად სიმღერით, ლოცვითა და მოკლე მისალმებით. პროგრამა წარიმართება ქვემოთ მოყვანილი მითითებების თანახმად. ყოველი გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი წარადგენს მომდევნო გამომსვლელს:
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა (რჩევების განხილვა): 5 წუთი. სკოლის ზედამხედველი, დამხმარე მრჩეველი ან სხვა შესაბამისი უხუცესი განიხილავს რჩევებს თეოკრატიული მსახურების სკოლის სახელმძღვანელოდან (იმ კრებებში, სადაც უხუცესების ნაკლებობაა, შეიძლება შესაფერისი მომსახურეც გამოვიდეს ამ მოხსენებით).
დავალება №1: 10 წუთი. უნდა წარმოთქვას შესაფერისმა უხუცესმა ან მომსახურემ. დავალება დაფუძნებულია წიგნზე „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“ ან მასალაზე ბროშურიდან «„მთელი წმინდა წერილი“ სარწმუნო და სასარგებლოა». უნდა წარმოითქვას, როგორც ათწუთიანი დამრიგებლური მოხსენება. მიზანი მხოლოდ მასალის გავლა არ უნდა იყოს; ყურადღება უნდა გამახვილდეს ინფორმაციის პრაქტიკულ მნიშვნელობაზეც და ხაზი უნდა გაესვას კრებისთვის ყველაზე სასარგებლო საკითხებს. გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული თემა. ძმებმა, რომლებსაც ეს მოხსენება მიეცათ, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ განსაზღვრულ დროში ჩაეტიონ. თუ საჭიროა, პირადად შეიძლება რჩევის მიცემა.
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან: 10 წუთი. პირველი 5 წუთის განმავლობაში უხუცესმა ან მომსახურემ მასალა კრებისთვის სასარგებლო კუთხით უნდა წარადგინოს. მას შეუძლია იმ კვირისთვის წასაკითხად მოცემული ბიბლიის მონაკვეთის ნებისმიერი მუხლის კომენტირება. ეს არ უნდა იყოს წასაკითხად მოცემული მასალის მხოლოდ მოკლე შინაარსი. ძირითადი მიზანია, დახმარება გაეწიოს აუდიტორიას იმის გაგებაში, თუ რატომ და რით არის ინფორმაცია სასარგებლო. მომხსენებელმა 5 წუთზე მეტი არ უნდა გამოუყოს თავის მოხსენებას. მან 5 წუთი უნდა დაუტოვოს მსმენელებს და სთხოვოს, მოკლე (30-წამიანი ან ნაკლები) კომენტარები გააკეთონ, თუ რა იყო მათთვის საინტერესო და სასარგებლო მიმდინარე კვირის განმავლობაში წაკითხული ბიბლიის მონაკვეთიდან. ამის შემდეგ, სკოლის ზედამხედველის მითითებით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გავლენ.
დავალება №2: 4 წუთი ან უფრო ნაკლები. ეს არის კითხვა. აღნიშნული დავალება ეძლევა ძმას. მოსწავლემ მასალა უნდა წაიკითხოს შესავლისა და დასკვნის გარეშე. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, იკითხონ გასაგებად და გამართულად, სწორად დასვან აზრობრივი მახვილი, ცვალონ ინტონაცია, სწორად გააკეთონ პაუზები და მიაღწიონ ბუნებრიობას.
დავალება №3: 5 წუთი. ეს დავალება ეძლევა დას. პირობითი სიტუაციები თეოკრატიული მსახურების სკოლის სახელმძღვანელოს 82-ე გვერდზე მოცემული ჩამონათვალიდან უნდა იქნეს აღებული. მოსწავლე ან თვითონ შეარჩევს პირობით სიტუაციას, ან მიეთითება, რომელი აიღოს. მოსწავლემ უნდა გამოიყენოს მიცემული თემა, ის უნდა შეუსაბამოს სამქადაგებლო მსახურებას და პრაქტიკული გახადოს ადგილობრივი ტერიტორიისთვის. როდესაც მოცემულია მხოლოდ თემა და მითითებული არ არის, საიდან უნდა იქნეს მასალა აღებული, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის კლასის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები. შედარებით ახალ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ისეთი დავალებები, სადაც მოცემულია მასალის წყარო. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით იმით უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ განმარტავს მოსწავლე დავალებულ თემას და როგორ ეხმარება მობინადრეს ბიბლიური მუხლების საფუძველზე მსჯელობასა და მასალის ძირითადი აზრების გაგებაში. სკოლის ზედამხედველი მას უნიშნავს ერთ დამხმარეს.
დავალება №4: 5 წუთი. მოსწავლემ უნდა მოამზადოს მიცემული თემა. როდესაც მიცემულია მხოლოდ თემა, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის კლასის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები. თუ ეს დავალება ძმას ეძლევა, ყოველთვის მოხსენების სახით უნდა წარმოთქვას და გაითვალისწინოს სამეფო დარბაზში მყოფი აუდიტორია. როცა და გამოდის, თემა ყოველთვის უნდა განიხილოს №3 დავალების მსგავსად. სკოლის ზედამხედველი ძმას მისცემს №4 დავალებას, როცა საჭიროდ ჩათვლის ამის გაკეთებას. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ვარსკვლავით აღნიშნული თემები ყოველთვის ძმებს უნდა დაევალოთ და მოხსენების სახით უნდა წარმოითქვას. თუ კრებაში იმაზე მეტი უხუცესი და მომსახურეა, ვიდრე ეს საჭიროა იმისთვის, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლაში და სამსახურებრივ შეხვედრაზე დავალებებით გამოვიდნენ, მაშინ უმჯობესი იქნება, რომ ვარსკვლავით აღნიშნული დავალება, თუ შესაძლებელია, უხუცესს ან მომსახურეს დაევალოს.
რჩევა: 1 წუთი. სკოლის ზედამხედველმა წინასწარ არ უნდა გამოაცხადოს, თუ რომელ გაკვეთილზე მუშაობს მოსწავლე. თითოეული მოსწავლის გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ დადებითი კომენტარებით. ის ისაუბრებს გამოსვლის იმ მხარეებზე, რომელთა გამოც მოსწავლის შექება შეიძლება. მისი მიზანი ის კი არ არის, რომ უბრალოდ უთხრას „კარგი იყო“, არამედ განმარტოს, რატომ იყო გამოსვლის ესა თუ ის მხარე ეფექტური. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მოსწავლეს დამატებითი საფუძვლიანი რჩევა შეიძლება მიეცეს პირადად შეხვედრის შემდეგ ან სხვა დროს.
დრო: არც ერთი მოხსენება არ უნდა გადასცილდეს დროს. იგივე ეხება რჩევის მიცემის დროსაც. დროის გადაცილების შემთხვევაში დავალებები №2—№4 ტაქტიანად უნდა შეწყდეს. თუ ძმა, რომელიც გამოდის ერთ-ერთი დამმოძღვრავი მოხსენებით (სწავლებისა და მეტყველების გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა, დავალება №1 ან მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან), აცილებს დროს, უნდა მიეცეს რჩევა პირადად. დროს ყველამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მთლიანი პროგრამა გრძელდება 45 წუთი. ამაში არ შედის სიმღერისა და ლოცვის დრო.
რჩევების ბლანკი: სახელმძღვანელოშია.
დამხმარე მრჩეველი: თუ შესაძლებელია, უხუცესთა საბჭო აირჩევს გამოცდილ უხუცესს, სკოლის ზედამხედველის გარდა, რათა დამხმარე მრჩევლის მოვალეობა შეასრულოს. თუ კრებაში საკმარისი რაოდენობის უხუცესები არიან, ყოველ წელს სხვადასხვა გამოცდილმა უხუცესმა უნდა იკისროს ეს პასუხისმგებლობა. დამხმარე მრჩევლის პასუხისმგებლობაში შედის, საჭიროების შემთხვევაში პირადი რჩევა მისცეს ძმებს, რომლებიც გამოდიან №1 დავალებით ან განიხილავენ მნიშვნელოვან აზრებს ბიბლიის კითხვის პროგრამიდან. არ არის აუცილებელი, რომ მან უხუცესებს ან მომსახურეებს ყოველი გამოსვლის შემდეგ მისცეს რჩევები.
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება: 30 წუთი. ყოველ ორ თვეში სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს გამეორებას. გამეორების წინ წარმოდგენილი იქნება სწავლებისა და მეტყველების გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა და მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის პროგრამიდან იმ წესით, როგორც ეს ზემოთ არის მოყვანილი. გამეორება დაფუძნებულია ორი თვის მანძილზე გავლილ მასალაზე, გამეორების კვირის ჩათვლით. თუ თქვენს კრებას გამეორების კვირაში აქვს სარაიონო კონგრესი, მაშინ გამეორება (და პროგრამის დანარჩენი ნაწილი) უნდა გადაიტანოთ მომდევნო კვირას, ხოლო მომდევნო კვირის პროგრამა ჩატარდება სარაიონო კონგრესზე. როდესაც გამეორება ემთხვევა სარაიონო ზედამხედველის მონახულების კვირას, მაშინ სიმღერა, სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა და მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან ჩატარდება გეგმის მიხედვით. დამმოძღვრავი მოხსენება (რომელიც რჩევების განხილვის შემდეგაა), უნდა აიღოთ მომდევნო კვირის პროგრამიდან. მომდევნო კვირას თეოკრატიული მსახურების სკოლა დაიწყება სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვით; შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი აზრების განხილვა ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან. ორივე გამოსვლა დაფუძნებული იქნება აღნიშნული კვირის გეგმაზე. ამის შემდეგ კი ჩატარდება გამეორება.
გეგმა
7 იან. ბიბლიის კითხვა: მათე 1—6 სიმღერა 62
რჩევების განხილვა: ახსენი ბიბლიური მუხლები (be გვ. 228 ¶3, 4)
№ 1: მათეს შესავალი (bsi08 ¶1—10)
№ 2: მათე 5:1—20
№ 3: რატომ კვდება ადამიანი? (rs გვ. 313—314 ¶7)
№ 4: როგორ გვეხმარება ღვთის წმინდა სული?
14 იან. ბიბლიის კითხვა: მათე 7—11 სიმღერა 224
რჩევების განხილვა: გულის როლი მასალის გაგებაში (be გვ. 228 ¶5— გვ. 229 ¶ 2)
№ 1: დაე, ღვთის სიტყვამ მოგანიჭოს სიამოვნება! (be გვ. 9 ¶1—5)
№ 2: მათე 10:1—23
№ 3: რატომ ფასობს პატიოსნება?
№ 4: სად მიდიან გარდაცვლილები და რა მდგომარეობაში არიან ისინი? (rs გვ. 315 ¶1—გვ. 316 ¶5)
21 იან. ბიბლიის კითხვა: მათე 12—15 სიმღერა 133
რჩევების განხილვა: მსმენელისთვის შინაარსიანი მასალა (be გვ. 230 ¶1—6)
№ 1: ყოველდღიურად იკითხე ბიბლია! (be გვ. 10 ¶1—გვ. 12 ¶3)
№ 2: მათე 14:1—22
№ 3: რატომ არ მონაწილეობენ იეჰოვას მოწმეები გლოვის ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში? (rs გვ. 317 ¶1—გვ. 318 ¶3)
№ 4: ვინ არის ანტიქრისტე?
28 იან. ბიბლიის კითხვა: მათე 16—21 სიმღერა 176
რჩევების განხილვა: გამოკვლევის საშუალებით შინაარსიანი გახადე მოხსენება (be გვ. 231 ¶1—3)
№ 1: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (be გვ. 13 ¶1—გვ. 14 ¶5)
№ 2: მათე 17:1—20
№ 3: როგორ შევუსწოროთ ადამიანებს მცდარი თვალსაზრისი სიკვდილთან დაკავშირებით? (rs გვ. 318 ¶4—გვ. 319 ¶2)
№ 4: რას მიიჩნევენ ქრისტიანები წმინდად?
4 თებ. ბიბლიის კითხვა: მათე 22—25 სიმღერა 151
რჩევების განხილვა: მუხლების ახსნა (be გვ. 231 ¶4, 5)
№ 1: მოსმენა კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე (be გვ. 15 ¶1—გვ. 16 ¶5)
№ 2: მათე 23:1—24
№ 3: მარადიული სიცოცხლე მოსაბეზრებელი არ იქნება
№ 4: სიზმრები — მომდინარეობს თუ არა ისინი ღვთისგან? (rs გვ. 311—313 ¶3)
11 თებ. ბიბლიის კითხვა: მათე 26—28 სიმღერა 110
რჩევების განხილვა: უცნობი სიტყვების ახსნა (be გვ. 232 ¶1)
№ 1: მათე — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶29—33)
№ 2: მათე 27:1—22
№ 3: რატომ არის რწმენა უფრო მეტი, ვიდრე მრწამსი?
№ 4: ნარკოტიკები —რა შემთხვევაში ეკრძალებათ ქრისტიანებს მათი მიღება? (rs გვ. 233—235 ¶1)
18 თებ. ბიბლიის კითხვა: მარკოზი 1—4 სიმღერა 167
რჩევების განხილვა: ბიბლიურ მუხლებზე მსჯელობა (be გვ. 232 ¶2—4)
№ 1: მარკოზის შესავალი (bsi08 ¶1—11)
№ 2: მარკოზი 2:1—17
№ 3: რატომ არ იყენებენ ქრისტიანები მარიხუანას? (rs გვ. 235 ¶2—გვ. 236 ¶2)
№ 4: როგორ გვაძლევს სიყვარული ძალას გამბედაობის გამოსავლენად?
25 თებ. ბიბლიის კითხვა: მარკოზი 5—8 სიმღერა 72
რჩევების განხილვა: მსმენელისთვის სასარგებლო მასალის შერჩევა (be გვ. 233 ¶1—5)
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
3 მარ. ბიბლიის კითხვა: მარკოზი 9—12 სიმღერა 195
რჩევების განხილვა: მოცემული მასალის გამოყენება (be გვ. 234 ¶1—გვ. 235 ¶3)
№ 1: მეხსიერების გაუმჯობესება შესაძლებელია (be გვ.17 ¶1—გვ. 19 ¶1)
№ 2: მარკოზი 11:1—18
№ 3: რატომ არის შეუძლებელი, რომ ღმერთმა იცრუოს?
№ 4: რატომ არ ეწევიან ქრისტიანები თამბაქოს? (rs გვ. 237 ¶1—გვ. 238 ¶4)
10 მარ. ბიბლიის კითხვა: მარკოზი 13—16 სიმღერა 87
რჩევების განხილვა: კითხვების ეფექტურად გამოყენება (be გვ. 236 ¶1—5)
№ 1: მარკოზი — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶31—33)
№ 2: მარკოზი 14:1—21
№ 3: როგორ დავძლიოთ ცუდი ჩვევები? (rs გვ. 239 ¶1—4)
№ 4: რატომ ‘არ უწყობს ხელს კაცის რისხვა ღვთის სიმართლეს’? (იაკ. 1:20).
17 მარ. ბიბლიის კითხვა: ლუკა 1—3 სიმღერა 13
რჩევების განხილვა: კითხვებით მნიშვნელოვან აზრებზე გადასვლა (be გვ. 237 ¶1, 2)
№ 1: ლუკას შესავალი (bsi08 ¶1—9)
№ 2: ლუკა 1:1—23
№ 3: რატომ არის „რწმენა საქმეების გარეშე უმოქმედო“? (იაკ. 2:20).
№ 4: ადამიანები ხელს ვერ შეუშლიან დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვის შესრულებას (rs გვ. 122—123 ¶1)
24 მარ. ბიბლიის კითხვა: ლუკა 4—6 სიმღერა 156
რჩევების განხილვა: თემის ირგვლივ მსჯელობა (be გვ. 237 ¶3—გვ. 238 ¶2)
№ 1: ღვთის სულის დახმარება დამახსოვრებაში (be გვ. 19 ¶2—გვ. 20 ¶3)
№ 2: ლუკა 4:1—21
№ 3: გაანადგურებს იეჰოვა დედამიწას ცეცხლით? (rs გვ. 123 ¶2—გვ. 124 ¶3)
№ 4: ღვთისადმი შიში ცოდვის ჩადენისგან გვიცავს
31 მარ. ბიბლიის კითხვა: ლუკა 7—9 სიმღერა 122
რჩევების განხილვა: ადამიანის თვალსაზრისის გასაგებად დასმული კითხვები (be გვ. 238 ¶3—5)
№ 1: რატომ უნდა იკითხო მთელი გულმოდგინებით? (be გვ. 21 ¶1—გვ. 23 ¶3)
№ 2: ლუკა 7:1—17
№ 3: რა გვარწმუნებს, რომ ღმერთს ვუყვარვართ და სურს, ბედნიერები ვიყოთ?
№ 4: ახალი იერუსალიმის წევრები არ დაბრუნდებიან დედამიწაზე ბოროტთა განადგურების შემდეგ (rs გვ. 124 ¶4—გვ. 125 ¶1)
7 აპრ. ბიბლიის კითხვა: ლუკა 10—12 სიმღერა 68
რჩევების განხილვა: ხაზგასმის მიზნით დასმული კითხვები (be გვ. 238 ¶6—გვ. 239 ¶1)
№ 1: როგორ უნდა იკითხო მთელი გულმოდგინებით? (be გვ. 23 ¶4—გვ. 26 ¶5)
№ 2: ლუკა 11:37—54
№ 3: შეცვალა ღმერთმა თავისი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით? (rs გვ. 125 ¶2—გვ. 126 ¶4)
№ 4: როგორ უნდა გავიგოთ გამოცხადების 17:17?
14 აპრ. ბიბლიის კითხვა: ლუკა 13—17 სიმღერა 86
რჩევების განხილვა: მცდარი აზროვნების გამოსააშკარავებელი კითხვები (be გვ. 239 ¶2—4)
№ 1: როგორ ვისწავლოთ? (be გვ. 27 ¶1—გვ. 31 ¶2)
№ 2: ლუკა 16:1—15
№ 3: რას გვასწავლის ღვთის კანონი დაცვენილის აკრეფასთან დაკავშირებით? (ლევ. 19:9, 10).
№ 4: როგორ შეგვიძლია ავადმყოფების გამხნევება? (rs გვ. 97—გვ. 98 ¶4)
21 აპრ. ბიბლიის კითხვა: ლუკა 18—21 სიმღერა 182
რჩევების განხილვა: შედარებებისა და მეტაფორების გამოყენება (be გვ. 240 ¶1—გვ. 241¶2)
№ 1: ლუკა — რატომ არის სასარგებლო? (bsi08 ¶30—35)
№ 2: ლუკა 18:1—17
№ 3: როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ მგლოვიარენი (rs გვ. 98 ¶5—გვ. 99 ¶2)
№ 4: რას ნიშნავს, რომ ყველაფერი ‘დრტვინვის გარეშე გავაკეთოთ’? (ფილ. 2:14).
28 აპრ. ბიბლიის კითხვა: ლუკა 22—24 სიმღერა 218
რჩევების განხილვა: მოიყვანე მაგალითები (be გვ. 241 ¶3—5)
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
5 მაის. ბიბლიის კითხვა: იოანე 1—4 სიმღერა 31
რჩევების განხილვა: ბიბლიური მაგალითები (be გვ. 242 ¶1, 2)
№ 1: იოანეს შესავალი (bsi08 ¶1—9)
№ 2: იოანე 3:1—21
№ 3: რას ვსწავლობთ იქიდან, რომ დავითმა არ მოკლა მეფე საული?
№ 4: გამხნევება მათთვის, ვისაც ღვთის ნების შესრულების გამო დევნიან (rs გვ. 99 ¶3—8)
12 მაის. ბიბლიის კითხვა: იოანე 5—7 სიმღერა 150
რჩევების განხილვა: გასაგები იქნება მსმენელისთვის? (be გვ. 242 ¶3—გვ. 243 ¶1)
№ 1: სწავლა ჯილდოვდება (be გვ. 31 ¶3—გვ. 32 ¶4)
№ 2: იოანე 6:1—21
№ 3: რას ვსწავლობთ ანანიასა და საფირას შემთხვევიდან?
№ 4: როგორ შეგიძლიათ გაამხნეოთ ისინი, ვინც გულგატეხილია უსამართლობის გამო? (rs გვ. 99 ¶9—გვ. 100 ¶3)
19 მაის. ბიბლიის კითხვა: იოანე 8—11 სიმღერა 102
რჩევების განხილვა: მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან (be გვ. 244 ¶1, 2)
№ 1: როგორ უნდა გამოიკვლიო ბიბლიის მეშვეობით? (be გვ. 33 ¶1—გვ. 35 ¶2)
№ 2: იოანე 11:38—57
№ 3: როგორ შეიძლება მათი გამხნევება, ვინც ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდის? (rs გვ. 100 ¶4—8)
№ 4: რატომ იყო მიცემული მეათე მცნება, თუკი შეუძლებელი იყო იმის გაგება, თუ ვინ არღვევდა მას?
26 მაის. ბიბლიის კითხვა: იოანე 12—16 სიმღერა 3
რჩევების განხილვა: აუდიტორიისთვის შესაფერისი მაგალითები (be გვ. 244 ¶3—გვ. 245 ¶4)
№ 1: სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენება (be გვ. 35 ¶3—გვ. 38 ¶4)
№ 2: იოანე 12:1—19
№ 3: გამხნევება მათთვის, ვინც გულგატეხილია საკუთარი სისუსტეების გამო (rs გვ. 100 ¶9—გვ. 101 ¶3)
№ 4: როგორ ვანდობთ იეჰოვას ჩვენს საზრუნავს? (ფსალმ. 55:22).
2 ივნ. ბიბლიის კითხვა: იოანე 17—21 სიმღერა 198
რჩევების განხილვა: თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენება (be გვ. 247 ¶1, 2)
№ 1: იოანე — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶30—35)
№ 2: იოანე 21:1—14
№ 3: რატომ უნდა გვწამდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ვხედავთ?
№ 4: ევოლუცია — მეცნიერული დილემა (rs გვ. 138—გვ. 140 ¶2)
9 ივნ. ბიბლიის კითხვა: საქმეები 1—4 სიმღერა 92
რჩევების განხილვა: როგორ იყენებდა თვალსაჩინოებას იესო? (be გვ. 247 ¶3)
№ 1: საქმეების შესავალი (bsi08 ¶1—8)
№ 2: საქმეები 1:1—14
№ 3: ევოლუცია, აღმოჩენილი ნამარხები და გონიერება (rs გვ. 140 ¶3—გვ. 143 ¶6)
№ 4: რას ნიშნავს „სიტყვაში სითამამე“? (ებრ. 3:6).
16 ივნ. ბიბლიის კითხვა: საქმეები 5—7 სიმღერა 2
რჩევების განხილვა: როგორ გამოვიყენოთ თვალსაჩინოება (be გვ. 248 ¶1—3)
№ 1: გეგმის შედგენა (be გვ. 39—42)
№ 2: საქმეები 5:1—16
№ 3: როგორ ვუპასუხოთ ევოლუციური მოძღვრების მხარდამჭერებს? (rs გვ. 144 ¶1—გვ. 146 ¶2)
№ 4: რატომ არის იეჰოვას შიში სიბრძნის სათავე? (ფსალმ. 111:10).
23 ივნ. ბიბლიის კითხვა: საქმეები 8—10 სიმღერა 116
რჩევების განხილვა: რუკების, კონგრესის პროგრამებისა და ფილმების გამოყენება (be გვ. 248 ¶4—გვ. 249 ¶2)
№ 1: სკოლაში გამოსვლისთვის მომზადება (be გვ. 43 ¶1—გვ. 44 ¶3)
№ 2: საქმეები 8:1—17
№ 3: როგორ „დაიხსნის ღარიბს“ იესო? (ფსალმ. 72:12).
№ 4: რატომ არა აქვს ბევრს რწმენა? (rs გვ. 267—გვ. 268 ¶2)
30 ივნ. ბიბლიის კითხვა: საქმეები 11—14 სიმღერა 79
რჩევების განხილვა: თვალსაჩინოების გამოყენება მსმენელთა ჯგუფთან საუბრისას (be გვ. 249 ¶3—გვ. 250 ¶1)
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
7 ივლ. ბიბლიის კითხვა: საქმეები 15—17 სიმღერა 203
რჩევების განხილვა: რატომ არის მნიშვნელოვანი გონივრული მიდგომა? (be გვ. 251 ¶1—3)
№ 1: განსახილველი საკითხი და პირობითი სიტუაცია (be გვ. 44 ¶4—გვ. 46 ¶1)
№ 2: საქმეები 16:1—15
№ 3: რატომ უნდა ვემსახუროთ იეჰოვას უშიშრად?
№ 4: როგორ შეიძლება რწმენის განვითარება? (rs გვ. 268 ¶3—გვ. 269 ¶2)
14 ივლ. ბიბლიის კითხვა: საქმეები 18—21 სიმღერა 32
რჩევების განხილვა: რით უნდა დაიწყო? (be გვ. 251 ¶4—გვ. 252 ¶3)
№ 1: განსახილველი საკითხი და პირობითი სიტუაცია (be გვ. 47 ¶1—გვ. 49 ¶2)
№ 2: საქმეები 20:1—16
№ 3: საქმეებით დამტკიცებული რწმენა იმისა, რომ იქნება სამართლიანი ახალი ქვეყნიერება (rs გვ. 269 ¶4—გვ. 270 ¶2)
№ 4: რის სწავლა შეგვიძლია გამოსვლის 23:19ბ-ში მოცემული აკრძალვიდან?
21 ივლ. ბიბლიის კითხვა: საქმეები 22—25 სიმღერა 200
რჩევების განხილვა: როდის უნდა დაუთმო? (be გვ. 252 ¶4—გვ. 253 ¶2)
№ 1: სამსახურებრივი თუ სხვა შეხვედრებისთვის თემების მომზადება (be გვ. 49 ¶3—გვ. 51 ¶3)
№ 2: საქმეები 22:1—16
№ 3: როგორ ასრულებენ იეჰოვას მოწმეები იოანეს 13:34, 35-ში ჩაწერილ სიტყვებს?
№ 4: როგორ ამოვიცნოთ ცრუწინასწარმეტყველები? (rs გვ. 399—გვ. 401 ¶1)
28 ივლ. ბიბლიის კითხვა: საქმეები 26—28 სიმღერა 29
რჩევების განხილვა: დაუსვი კითხვები და მოიყვანე არგუმენტები? (be გვ. 253 ¶3—გვ. 254 ¶2)
№ 1: საქმეები — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶32—40)
№ 2: საქმეები 26:1—18
№ 3: ჭეშმარიტმა წინასწარმეტყველებმა ყოველთვის არ იცოდნენ, ზუსტად როდის ან როგორ შესრულდებოდა მათი ნათქვამი (rs გვ. 401 ¶2—7)
№ 4: რატომ ავლენს იეჰოვა მოთმინებას?
4 აგვ. ბიბლიის კითხვა: რომაელები 1—4 სიმღერა 170
რჩევების განხილვა: ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული დამაჯერებელი არგუმენტაცია (be გვ. 255 ¶1—გვ. 256 ¶2)
№ 1: რომაელების შესავალი (bsi08 ¶1—7)
№ 2: რომაელები 3:1—20
№ 3: როგორ იცავენ და აძლიერებენ ღვთის მსახურებს ანგელოზები?
№ 4: იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ინტერესებს ემსახურებიან (rs გვ. 401 ¶8—გვ. 402 ¶1)
11 აგვ. ბიბლიის კითხვა: რომაელები 5—8 სიმღერა 207
რჩევების განხილვა: არგუმენტებისთვის დამატებითი ფაქტების მოყვანა (be გვ. 256 ¶3—5)
№ 1: საჯარო მოხსენების მომზადება (be გვ. 52 ¶1—გვ. 54 ¶1)
№ 2: რომაელები 6:1—20
№ 3: იეჰოვას მოწმეები ამოიცნობიან „ნაყოფით“ (rs გვ. 402 ¶2—გვ. 404 ¶1)
№ 4: როგორ გვიცავს სიმართლე?
18 აგვ. ბიბლიის კითხვა: რომაელები 9—12 სიმღერა 152
რჩევების განხილვა: მოიყვანე დამაჯერებელი არგუმენტები (be გვ. 256 ¶6—გვ. 257 ¶3)
№ 1: რომაელები — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶20—25)
№ 2: რომაელები 9:1—18
№ 3: რატომ არის ცუდი ჭორაობა და ხმების გავრცელება?
№ 4: როგორ ვუპასუხოთ მათ, ვინც ცრუწინასწარმეტყველებს გვიწოდებს? (rs გვ. 404 ¶2—4)
25 აგვ. ბიბლიის კითხვა: რომაელები 13—16 სიმღერა 16
რჩევების განხილვა: მსმენელის გულამდე მიიტანე სათქმელი (be გვ. 258 ¶1—5)
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
1 სექტ. ბიბლიის კითხვა: 1 კორინთელები 1—9 სიმღერა 199
რჩევების განხილვა: გაიგე, რა ხდება ადამიანის გულში (be გვ. 259 ¶1—3)
№ 1: 1 კორინთელების შესავალი (bsi08 ¶1—7)
№ 2: 1 კორინთელები 4:1—17
№ 3: ღმერთი წინასწარ არ განსაზღვრავს, თუ ვინ როდის მოკვდება (rs გვ. 56—გვ. 57 ¶1)
№ 4: ღვთის კურთხევის ნიშანია სიმდიდრე?
8 სექტ. ბიბლიის კითხვა: 1 კორინთელები 10—16 სიმღერა 35
რჩევების განხილვა: გაუღვიძე მსმენელს დადებითი გრძნობები (be გვ. 259 ¶4—გვ. 260 ¶1)
№ 1: 1 კორინთელები — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶23—26)
№ 3: რატომ არიან ბედნიერები სიტყვის შემსრულებელნი?
№ 4: ყველაფერი ღვთის ნებით არ ხდება (rs გვ. 57 ¶2—გვ. 58 ¶6)
15 სექტ. ბიბლიის კითხვა: 2 კორინთელები 1—7 სიმღერა 58
რჩევების განხილვა: ღვთისმოშიშების განვითარებაში დაეხმარე სხვებს (be გვ. 260 ¶2, 3)
№ 1: 2 კორინთელების შესავალი (bsi08 ¶1—4)
№ 2: 2 კორინთელები 1:1—14
№ 3: ღმერთმა წინასწარ არ იცის ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს (rs გვ. 58 ¶7—გვ. 59 ¶1)
№ 4: რატომ ხარობენ ქრისტიანები, როდესაც მათ დევნიან?
22 სექტ. ბიბლიის კითხვა: 2 კორინთელები 8—13 სიმღერა 12
რჩევების განხილვა: ღვთისთვის სულერთი არ არის ჩვენი საქციელი (be გვ. 260 ¶4, 5)
№ 1: 2 კორინთელები — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶18—20)
№ 2: 2 კორინთელები 9:1—15
№ 3: რატომ არ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ქვეყნიერების ნაწილი?
№ 4: ღმერთს მოვლენების წინასწარ განსაზღვრის უნარი აქვს (rs გვ. 59 ¶2—გვ. 60 ¶1)
29 სექტ. ბიბლიის კითხვა: გალატელები 1—6 სიმღერა 163
რჩევების განხილვა: დაეხმარე სხვებს საკუთარი თავის გამოკვლევაში (be გვ. 261 ¶1—3)
№ 1: გალატელების შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶1—6; 14—18)
№ 2: გალატელები 1:1—17
№ 3: რატომ არ გამოიყენა ღმერთმა წინასწარ განსაზღვრის უნარი ადამთან მიმართებაში? (rs გვ. 60 ¶2—4)
№ 4: როგორ სძლევს სიყვარული კაცთმოშიშებას?
6 ოქტ. ბიბლიის კითხვა: ეფესოელები 1—6 სიმღერა 99
რჩევების განხილვა: დაეხმარე სხვებს მორჩილების გამოვლენაში (be გვ. 261 ¶4—გვ. 262 ¶3)
№ 1: ეფესოელების შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶1—8; 16—19)
№ 2: ეფესოელები 3:1—19
№ 3: ბოდიშის მოხდა სისუსტის ნიშანი არ არის
№ 4: ღმერთს წინასწარ არ განუსაზღვრავს იაკობის, ესავისა და იუდას ბედი (rs გვ. 61 ¶1—3)
13 ოქტ. ბიბლიის კითხვა: ფილიპელები 1 — კოლოსელები 4 სიმღერა 123
რჩევების განხილვა: იეჰოვასთან ითანამშრომლეთ, რომ ადამიანები მისკენ მიიზიდოთ (be გვ. 262 ¶4)
№ 1: ფილიპელების შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶1—7; 12—14)
№ 2: ფილიპელები 3:1—16
№ 3: რა გაგებით იყო ქრისტიანული კრება წინასწარ არჩეული? (rs გვ. 61 ¶4—გვ. 62 ¶1)
№ 4: a კოლოსელები — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶12—14)
20 ოქტ. ბიბლიის კითხვა: 1 თესალონიკელები 1 — 2 თესალონიკელები 3 სიმღერა 161
რჩევების განხილვა: როგორ უნდა ჩაეტიო დროში (be გვ. 263 ¶1—გვ. 264 ¶4)
№ 1: პირველი და მეორე თესალონიკელების შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶1—5, 13—15; ¶1—4, 10, 11)
№ 3: როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ასტროლოგიაზე? (rs გვ. 62 ¶2—გვ. 63 ¶3)
№ 4: b პირველი და მეორე ტიმოთე — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶15—19; ¶10—12)
27 ოქტ. ბიბლიის კითხვა: 1 ტიმოთე 1 — 2 ტიმოთე 4 სიმღერა 69
რჩევების განხილვა: ეფექტური შეგონება (be გვ. 265 ¶1—3)
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
3 ნოემ. ბიბლიის კითხვა: ტიტე 1 — ფილიმონი სიმღერა 149
რჩევების განხილვა: სიყვარულით შეგონება (be გვ. 266 ¶1—4)
№ 1: ტიტეს შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶1—4; 8—10)
№ 2: ტიტე 1:1—16
№ 3: რის საფუძველზე შეგვიძლია ვირწმუნოთ ღვთის არსებობა? (rs გვ. 378—379¶4)
№ 4: c ფილიმონი — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶7—10)
10 ნოემ. ბიბლიის კითხვა: ებრაელები 1—8 სიმღერა 144
რჩევების განხილვა: ღვთის სიტყვით შეგონება (be გვ. 266 ¶5—გვ. 267 ¶1)
№ 1: ებრაელების შესავალი (bsi08 ¶1—9)
№ 2: ებრაელები 3:1—19
№ 3: ბოროტებისა და ტანჯვის არსებობა არ მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთი არ არსებობს (rs გვ. 379 ¶5—7)
№ 4: რა განსხვავებაა ნამდვილ და მოჩვენებით თავმდაბლობას შორის?
17 ნოემ. ბიბლიის კითხვა: ებრაელები 9—13 სიმღერა 28
რჩევების განხილვა: სიტყვაში სითამამე (be გვ. 267 ¶2, 3)
№ 1: ებრაელები — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶23—27)
№ 2: ებრაელები 10:1—17
№ 3: ღმერთი რეალური პიროვნებაა, რომელსაც აქვს გრძნობები (rs გვ. 380 ¶1—7)
№ 4: როგორ უწყობს ხელს ერთიანობას პატიება?
24 ნოემ. ბიბლიის კითხვა: იაკობი 1—5 სიმღერა 88
რჩევების განხილვა: რატომ არის მნიშვნელოვანი გამხნევება? (be გვ. 268 ¶1—3)
№ 1: იაკობის შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶1—7; 15—17)
№ 2: იაკობი 1:1—21
№ 3: ღმერთს არ ჰქონდა დასაბამი (rs გვ. 381 ¶1—4)
№ 4: როგორ ‘იმარჯვებს გულმოწყალება გასამართლებაზე’? (იაკ. 2:13).
1 დეკ. ბიბლიის კითხვა: 1 პეტრე 1 — 2 პეტრე 3 სიმღერა 18
რჩევების განხილვა: შეახსენე მსმენელს, რა გააკეთა იეჰოვამ (be გვ. 268 ¶4—გვ. 269 ¶2)
№ 1: 1 პეტრეს შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶1—5; 11—13)
№ 2: 1 პეტრე 2:1—17
№ 3: ღვთის სახელის გამოყენება აუცილებელია გადარჩენისთვის (rs გვ. 382 ¶1—4)
№ 4: d 2 პეტრე — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶8—10)
8 დეკ. ბიბლიის კითხვა: 1 იოანე 1 — იუდა სიმღერა 50
რჩევების განხილვა: უჩვენე მსმენელს, როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ხალხს (be გვ. 269 ¶3—5)
№ 1: პირველი, მეორე და მესამე იოანეს შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶1—5, 11—13; ¶1—3, 5; ¶1—3, 5;)
№ 2: 1 იოანე 4:1—16
№ 3: მისაღებია ღვთისთვის ყველა რელიგია? (rs გვ. 382 ¶5—8)
№ 4: e იუდა — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶8—10)
15 დეკ. ბიბლიის კითხვა: გამოცხადება 1—6 სიმღერა 219
რჩევების განხილვა: აჩვენე, რომ აღტაცებული ხარ იმით, რასაც დღეს აკეთებს ღმერთი (be გვ. 270 ¶1—გვ. 271 ¶1)
№ 1: გამოცხადების შესავალი (bsi08 ¶1—6)
№ 2: გამოცხადება 3:1—13
№ 3: რა გაგებითაა იესო „ღმერთი“? (rs გვ. 382 ¶9, 10)
№ 4: რატომ აქვს იეჰოვას მოთმინებასა და გულმოწყალებას საზღვარი?
22 დეკ. ბიბლიის კითხვა: გამოცხადება 7—14 სიმღერა 21
რჩევების განხილვა: სრულად მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში (be გვ. 5 ¶1—გვ. 8 ¶1)
№ 1: გამოცხადება — რატომ არის სასარგებლო (bsi08 ¶28—34)
№ 2: გამოცხადება 8:1—13
№ 3: როგორ ვუპასუხოთ მათ, ვისაც ღმერთზე არასწორი შეხედულება აქვს (rs გვ. 383 ¶1—გვ. 384 ¶1)
№ 4: რა იგულისხმება სიტყვებში „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია“? (1 იოან. 3:20)
29 დეკ. ბიბლიის კითხვა: გამოცხადება 15—22 სიმღერა 60
რჩევების განხილვა: გამართული კითხვა (be გვ. 83 ¶1—გვ. 84 ¶1)
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
[სქოლიოები]
a უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
b უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
c უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
d უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.
e უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას, უმჯობესია უხუცესს ან მომსახურეს.