სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
შენიშვნა: ზაფხულის თვეების განმავლობაში „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ ჩვეულებრივ დაიბეჭდება სამსახურებრივი შეხვედრის ყოველკვირეული გეგმა. კრებებს შეუძლიათ საჭირო ცვლილებების მოხდენა საოლქო კონგრესზე — „მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“ — დასწრებასთან დაკავშირებით. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე შეგიძლიათ 15 წუთი გამოყოთ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართში მოცემული რჩევებისა და შეხსენებების გასამეორებლად, რომლებიც პრაქტიკულია თქვენი ტერიტორიისთვის. კონგრესიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ, სამსახურებრივ შეხვედრაზე (შესაძლოა ადგილობრივი მოთხოვნილებების დროს) 15—20 წუთი დაუთმეთ კონგრესის მნიშვნელოვანი აზრების გამეორებას, რომლებიც დამხმარე იქნება მაუწყებლებისთვის სამქადაგებლო მსახურებაში. განხილვას წარუძღვება სამსახურებრივი ზედამხედველი. სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, როგორ იყენებენ კონგრესზე მოსმენილ ინფორმაციას მსახურებაში ან როგორ გამოიყენებენ მას.
14 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 183
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ და აპრილის „გამოიღვიძეთ!“.
15 წთ.: «‘იყავი მადლიერი’»a. აუდიტორიასთან განიხილე იმდენი მითითებული მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
20 წთ.: „ანუგეშეთ მგლოვიარენი“b. სთხოვე აუდიტორიას, მოყვნენ საინტერესო შემთხვევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანუგეშეს ისინი, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა.
სიმღერა 42
21 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 171
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. შეახსენე მაუწყებლებს, შემდეგ სამსახურებრივ შეხვედრაზე მოიტანონ 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“ და მაისის „გამოიღვიძეთ!“, და განხილვისთვის წინასწარ მოამზადონ თქვენი ტერიტორიისთვის პრაქტიკული შეთავაზებები.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „სულიერი კვებისა და სიხარულის დრო“c. წარმოადგენს კრების მდივანი. მოიხსენიე, რომელ კონგრესზეა თქვენი კრება მიწვეული. მიმოიხილე ჩარჩო „შეხსენებები საოლქო კონგრესთან დაკავშირებით“.
სიმღერა 197
28 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 55
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აპრილის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოიხილავ 1 მაისის „საგუშაგო კოშკსა“ და მაისის „გამოიღვიძეთ!“-ს, ჰკითხე აუდიტორიას, რომელმა სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები და რატომ. სთხოვე მათ, მოიყვანონ კონკრეტული აზრები იმ სტატიებიდან, რომელთა შეთავაზებასაც აპირებენ. რა შეკითხვის დასმით დაიწყებენ საუბარს? სტატიაში მოცემულ რომელ ბიბლიურ მუხლს წაუკითხავენ მობინადრეს? როგორ დაუკავშირებენ მუხლს დასმულ შეკითხვას? იმ შემოთავაზებული რჩევების საფუძველზე, რომლებიც ადგილობრივი ტერიტორიისთვის იქნება პრაქტიკული, ან მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ აღნიშნული ჟურნალები.
10 წთ.: შეკითხვების ყუთი. აუდიტორიასთან განხილვა.
20 წთ.: «‘ერთგულად მიჰყევი მის ნაკვალევს’»d. აუდიტორიასთან განიხილე იმდენი მითითებული მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
სიმღერა 65
5 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 217
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: იეჰოვა არასოდეს დაგტოვებთ. გამამხნევებელი მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2005 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 8—11.
20 წთ.: „გაუმჯობესდი მსახურებაში“e. მე-3 აბზაცის განხილვისას ჩართე კომენტარები „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ წიგნიდან, გვერდები 6—8, ქვესათაური „როგორ მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს“.
სიმღერა 11
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.