თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2009 წლის 31 აგვისტოთი დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 20-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2009 წლის 6 ივლისით დაწყებული კვირიდან 31 აგვისტოთი დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
1. რატომ ისჯებოდა სიკვდილით ის, ვინც მშობლებს ‘დასწყევლიდა’? (ლევ. 20:9) [w04 5/15 გვ. 24, აბზ. 6].
2. ვინაიდან ყველა ისრაელ მამაკაცს მოეთხოვებოდა უფუარობის დღესასწაულზე დასწრება, ვინ იღებდა ქერის პირველნაყოფს? (ლევ. 23:5, 11) [w07 7/15 გვ. 26, აბზ. 3].
3. რისი პირველსახე იყო საიუბილეო წელი? (ლევ. 25:10, 11) [w04 7/15 გვ. 26, 27].
4. ჰქონდა რელიგიური მნიშვნელობა რიცხვების 2:2-ში მოხსენიებულ „ნიშნებს“? [w02 9/15 გვ. 21, აბზ. 4].
5. ძველ ისრაელში მცხოვრები ნაზირების ანუ მოწმიდარების მსგავსად, რა სულს ავლენენ დღეს სრული დროით მსახურები? (რიცხ. 6:3, 5, 6) [w04 8/1 გვ. 24, 25].
6. ლევიანებისთვის მიცემული მითითებიდან რა პრინციპის გათვალისწინება შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს? (რიცხ. 8:25, 26) [w04 8/1 გვ. 25, აბზ. 1].
7. რატომ აჰყვნენ ისრაელები „გულისთქმას“ და რისი სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს აქედან? (რიცხ. 11:4) [w01 6/15 გვ. 14, 15; w95 9/1 გვ. 16, აბზ. 10].
8. რატომ დაავადდა კეთრით მხოლოდ მირიამი და რა მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეიძლება აქედან? (რიცხ. 12:9—11) [w04 8/1 გვ. 26, აბზ. 2; it-2 გვ. 415, აბზ. 1 (ინგლ.)].
9. რას გულისხმობდნენ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე, როცა ქანაანის მკვიდრთ „ერთი ლუკმა“ უწოდეს? (რიცხ. 14:9) [w06 10/1 გვ. 16, აბზ. 5; it-1 გვ. 363, 364 (ინგლ.)].
10. რა გამაფრთხილებელი შემთხვევა არის ჩაწერილი რიცხვების 21:5-ში? [w99 8/15 გვ. 26, 27].