საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/09 გვ. 3
  • ღირსეულთა ძებნა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღირსეულთა ძებნა
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • მსგავსი მასალა
  • სასიხარულო ცნობის ქადაგების მეთოდები
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • გაქვს სამქადაგებლო უბანი?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • რატომ არის კარგი, გქონდეს პირადი უბანი?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • ეძებეთ ღირსეულები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
km 9/09 გვ. 3

ღირსეულთა ძებნა

1. როგორ ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობას?

1 დედამიწაზე მსახურების დროს იესო ქრისტე ძალიან ბევრს დადიოდა, რომ თვინიერები სასიხარულო ცნობით ენუგეშებინა (ეს. 61:1, 2). დღეს ჩვენთვის, როგორც ქრისტეს ელჩებისთვის, ისე მისი წარმომადგენლებისთვის, დიდი პატივია, მივბაძოთ იესოს და გულდასმით მოვძებნოთ ღირსეულები ჩვენს უბნებზე (მათ. 10:11; 2 კორ. 5:20).

2. როგორ იყენებდა პავლე მოციქული სხვადასხვა სიტუაციას, რომ ექადაგა და რა შედეგი გამოიღო მისმა მსახურებამ?

2 გამოიყენე ყველა სიტუაცია: პავლე მოციქულს ჩვევად ჰქონდა, პირველ რიგში სინაგოგებში შესულიყო, რათა იუდეველებისა და პროზელიტებისთვის ექადაგა (საქ. 14:1). ფილიპეში პავლე და სილა „სამლოცველო ადგილზე“ წავიდნენ, რომ ხალხისთვის სასიხარულო ცნობა ეუწყებინათ. მათ უქადაგეს შეკრებილ ქალებს, რომელთაგანაც ერთ-ერთმა, ლიდიამ მალევე მიიღო ჭეშმარიტება (საქ. 16:12—15).

3. კარდაკარ მსახურების გარდა, კიდევ სად შეგიძლია იქადაგო?

3 კარდაკარ მსახურების გარდა, შეგიძლია იქადაგო თქვენს ტერიტორიაზე არსებულ ვაგზლებზე, პარკებში, დასაქმების სააგენტოებში, ხალხმრავალ ქუჩებში, საქმიან უბნებზე და სავაჭრო ცენტრებში? წერილების ან ტელეფონის მეშვეობით შეიძლება დაცულ კორპუსებშიც მოახერხო ქადაგება. თუ დაკვირვებული იქნები და იქ იქადაგებ, სადაც უფრო მეტი ხალხია, ეს შესაძლებლობას მოგცემს, ‘ბევრი იშრომო უფლის საქმეში’ (1 კორ. 15:58).

4. რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ ჩვენს კრებას დასამუშავებლად პატარა ტერიტორია აქვს?

4 მრავალმა მაუწყებელმა გააფართოვა მსახურება და საქადაგებლად სხვა კრებაში ან სხვა ქვეყანაშიც კი გადავიდა, სადაც მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილება იყო. სხვებმა უცხო ენა ისწავლეს და მათ ტერიტორიაზე ჩასულ უცხოელებთან დაიწყეს ქადაგება.

5. რა დროში ვცხოვრობთ ახლა და რისი გაკეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

5 ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ „მინდორი ქვეყნიერებაა“ (მათ. 9:37; 13:38). ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული კარს არის მომდგარი, ამიტომ თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს მდგომარეობას, უნარსა და შესაძლებლობას მსახურების გასაფართოებლად. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ სამეფოს ინტერესებს თუ პირველ ადგილზე დავაყენებთ, ის აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას, რომ გავაფართოოთ მსახურება (მათ. 6:33).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება