საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 12/03 გვ. 1
  • ეძებეთ ღირსეულები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ეძებეთ ღირსეულები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • მსგავსი მასალა
  • ტელეფონით ქადაგებას კარგი შედეგები მოაქვს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • გიცდია, დაგემოწმებინა საღამოთი?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • რატომ არის კარგი, გქონდეს პირადი უბანი?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • როგორ ვიქადაგოთ საქმიან უბანზე?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
km 12/03 გვ. 1

ეძებეთ ღირსეულები

1 იესოს მითითება სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით არაა ადვილი შესასრულებელი. მან თქვა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“ (მათ. 10:11, აქ). დღესდღეობით ხალხი უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებს სახლში. როგორ შეგვიძლია მათი ეფექტურად მოძებნა?

2 კარგად გაეცანი შენს უბანს. თავდაპირველად დააკვირდი შენს უბანს. როდის არიან ყველაზე მეტად ადამიანები სახლში? სად შეიძლება მათი ნახვა დღის განმავლობაში? არის ისეთი დღე ან დღის მონაკვეთი, როდესაც უფრო ადვილად გამონახავდნენ ისინი დროს თქვენთან სასაუბროდ? თუ მსახურებას შენს ტერიტორიაზე მცხოვრებთა მდგომარეობისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით შეცვლი, საუკეთესო შედეგებს მიაღწევ (1 კორ. 9:23, 26).

3 ბევრი მაუწყებელი უფრო ეფექტურად მსახურობს, როდესაც ხალხს საღამოს საათებში აკითხავენ. გარდა იმისა, რომ ამ დროს უფრო მეტი ადამიანია სახლში, ზოგი მობინადრე უფრო მშვიდადაა და განწყობილია მოსასმენად. ზამთრის პერიოდში, როცა დღის სინათლე კლებულობს, საღამოს საათებში ეფექტურია ტელეფონით ქადაგება (სადაც ნებადართულია). საქმიან უბნებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ქადაგება კიდევ ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობამ მიაღწიოს ადამიანებამდე.

4 სპეციალური კამპანიის თვის განმავლობაში ერთმა კრებამ ორგანიზება გაუწია, რომ შაბათ-კვირას ექადაგათ დღის მეორე ნახევარში, ოთხშაბათსა და პარასკევს კი — საღამოობით. აგრეთვე ორგანიზება გაუწიეს ტელეფონითა და საქმიან უბნებზე ქადაგებას. ასეთმა ღონისძიებებმა დიდი ენთუზიაზმი შემატა მსახურებას და კრებამ გადაწყვიტა მსახურების ასეთი სახით გაგრძელება.

5 გულმოდგინედ გააკეთე განმეორებითი მონახულებები. შენს ტერიტორიაზე თუ რთულია ხალხის სახლში ნახვა განმეორებით მოსანახულებლად, ეცადე პირველი მონახულებისთანვე საუბრის ბოლოს წინასწარ დაუთქვა შეხვედრა და ასე გააკეთე ყოველი შეხვედრის ბოლოს. შემდეგ კი დანიშნულ დროს მიაკითხე (მათ. 5:37). თუ მისაღებია, შეგიძლია მობინადრეს ჰკითხო ტელეფონის ნომერი, რაც გაგიადვილებს მასთან დაკავშირებას.

6 ღირსეულთა ძებნისთვის და მათში ინტერესის აღსაძვრელად გამოვლენილი გულმოდგინე მცდელობა ნამდვილად მოგვიტანს იეჰოვას კურთხევებს (იგავ. 21:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება