ამ სასიხარულო ცნობას იქადაგებენ
1. საიდან ვიცით, რომ ვერაფერი შეაჩერებს სამქადაგებლო საქმიანობას?
1 იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს თავისი ნების შესრულებაში (ეს. 14:24). ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო, რომ გედეონსა და მის 300 მეომარს მიდიანის 135 000-იან ჯარზე გაემარჯვებინა, მაგრამ იეჰოვამ გედეონს უთხრა: „იხსნი ისრაელს მიდიანის ხელიდან. მე გგზავნი“ (მსაჯ. 6:14). დღეს რომელ საქმეს უჭერს მხარს იეჰოვა? იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათ. 24:14). ამ საქმის შეჩერებას ვერავინ შეძლებს!
2. რატომ უნდა მოველოდეთ, რომ იეჰოვა თითოეულს დაგვეხმარება მსახურებაში?
2 იეჰოვა თითოეულს გვეხმარება: დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა თავის მოწმეებს, როგორც ჯგუფს, მხარში უდგას. მაგრამ უნდა მოველოდეთ, რომ ის თითოეულს პირადად დაგვეხმარება? გაჭირვების დროს პავლე მოციქული გრძნობდა, რომ იეჰოვა მას იესოს მეშვეობით ედგა მხარში (2 ტიმ. 4:17). დარწმუნებული იყავით, რომ მისი ნების შესრულების დროს იეჰოვა მსგავსად აკურთხებს თითოეულის მცდელობას (1 იოან. 5:14).
3. რა და რა სიტუაციაში გვეხმარება იეჰოვა?
3 მსახურების ძალას ხომ არ გართმევს ყოველდღიური საზრუნავი? ღმერთი „ძალას აძლევს დაღლილს“ (ეს. 40:29—31). ხვდები დევნასა და წინააღმდეგობას? „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმ. 55:22). ზოგჯერ თვითრწმენა ხომ არ გაკლია? იეჰოვა გეუბნება: „მე თვითონ ვიქნები შენს ბაგესთან“ (გამ. 4:11, 12). ბევრს ვერ მსახურობ ცუდი ჯანმრთელობის გამო? იეჰოვა აფასებს შენს მსახურებას, რომელსაც შეძლებისდაგვარად ასრულებ (1 კორ. 3:6, 9).
4. როგორ იმოქმედებს ჩვენზე იმისადმი რწმენა, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მსახურებას?
4 იეჰოვას „ხელი გაწვდილია და უკან ვინ წააღებინებს მას?!“ (ეს. 14:27). თუ დარწმუნებული ვიქნებით, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მსახურებას, კვლავაც გაბედულად ვიქადაგებთ „იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით“ (საქ. 14:3).