27 დეკემბრით დაწყებული კვირის გეგმა
27 დეკემბრით დაწყებული კვირა
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: 2 მატიანე 25—28
თეოკრატიული მსახურების სკოლის გამეორება
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
5 წთ.: განცხადებები. „2011 წლის კალენდარი ყურადღებას ამახვილებს ოჯახთან ერთად თაყვანისცემაზე“. მოხსენება.
10 წთ.: როგორ დაგეხმარება გეგმის გამოყენება მსახურებაში? განხილვა დაფუძნებულია „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ წიგნზე, გვერდი 167, აბზაცი 1 — გვერდი 168, აბზაცი 1. შემდეგ თვეში გასავრცელებელ ლიტერატურასთან დაკავშირებით წარმოადგინე მონოლოგი, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ მაუწყებელი მსახურებაში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შეთავაზებას გონებაში იმეორებს.
10 წთ.: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია“ (იგავ. 16:31). განხილვა დაფუძნებულია „2010 წლის წელიწდეულზე“, გვერდი 107, აბზაცი 2 — გვერდი 110, აბზაცი 2. თითოეული აბზაცის განხილვის შემდეგ სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, რისი სწავლა შეუძლიათ განხილულიდან.
10 წთ.: მოემზადე იანვარში გასავრცელებელი ჟურნალების შესათავაზებლად. განხილვა. ერთი-ორი წუთი დაუთმე ჟურნალების შინაარსის განხილვას. შემდეგ გამოყავი ორი ან სამი სტატია და ჰკითხე აუდიტორიას, რომელ კითხვას და მუხლს გამოიყენებდნენ. წარმოადგინე ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება თითოეული ჟურნალის შეთავაზება.