31 ოქტომბრით დაწყებული კვირის გეგმა
31 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 104 და ლოცვა
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
bt თავი 12 ¶1—8, ჩარჩო 96-ე გვერდზე (25 წთ.)
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: იგავები 22—26 (10 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება (20 წთ.)
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
10 წთ.: განცხადებები. „როგორ მდგომარეობაშია გასავრცელებელი ლიტერატურა?“ მოხსენება. მოხსენების შემდეგ მე-8 გვერდზე მოცემული შეთავაზების ნიმუშის მიხედვით წარმოადგინე ინსცენირება იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა ნოემბრის პირველ შაბათს.
15 წთ.: რატომ არის მნიშვნელოვანი მსახურებისას კარგად გამოვიყურებოდეთ? განხილვა. წარმოადგენს უხუცესი. დაფუძნებულია „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ წიგნზე, გვერდები 131—134.
10 წთ.: მოემზადე ნოემბერში გასავრცელებელი ჟურნალების შესათავაზებლად. განხილვა. ერთი-ორი წუთი დაუთმე ჟურნალების შინაარსის მიმოხილვას. აირჩიე თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი ორი ან სამი სტატია. შემდეგ სთხოვე აუდიტორიას, „საგუშაგო კოშკის“ შესავალი სტატიებიდან აღნიშნონ, შეთავაზების დროს რა კითხვებს დასვამენ და რომელ მუხლებს წაიკითხავენ. იგივე გააკეთე „გამოიღვიძეთ!“-ის შესავალი სტატიებისთვის და, თუ დრო საშუალებას იძლევა, სხვა რომელიმე სტატიისთვისაც. წარმოადგინე თითოეული ნომრის შეთავაზების ინსცენირება.
სიმღერა 90 და ლოცვა