ცვლილებები კრების ზოგიერთ შეხვედრაში
სამი სექტემბრით დაწყებული კვირიდან კრების ბიბლიის შესწავლას 25-ის ნაცვლად დაეთმობა 30 წუთი. განხილვის დაწყებამდე წამყვანმა ერთი წუთის განმავლობაში უნდა მიმოიხილოს გასულ კვირას განხილული მასალა. სამსახურებრივი შეხვედრის ხანგრძლივობაც შეიცვალა; ახლა ის 35-ის ნაცვლად გაგრძელდება 30 წუთი. განცხადებები აღარ იქნება ცალკე პუნქტად. ნებისმიერი განცხადება უნდა გაკეთდეს სამსახურებრივი შეხვედრის პირველი დავალების წინ. ჩვეულებრივ, გარკვეული განცხადებები მაინც გაკეთდება, მაგრამ არ არის საჭირო იმის გამოცხადება, თუ რა იქნება წარმოდგენილი სამსახურებრივ შეხვედრაზე. არ უნდა გაკეთდეს განცხადებები სამქადაგებლო მსახურებასა და დარბაზის დალაგებასთან დაკავშირებით; იგივე ეხება მოკითხვების გადაცემასაც (km 10/08 გვ. 1, აბზ. 4). თუ გრძელი განცხადებაა გასაკეთებელი, კარგი იქნება, თუ გამომსვლელებს წინასწარ ეცოდინებათ, რომ შეამცირონ თავიანთი დავალებების დრო.