დავიხვეწოთ ქადაგებაში — როგორ გავაგრძელოთ საუბარი მათთან, ვინც სიტყვას გვაწყვეტინებს
რატომ არის მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ, იცით, რომ სტიქიური უბედურება უნდა მოხდეს. თუ ადამიანები უსაფრთხო თავშესაფარს არ იპოვიან, უსათუოდ დაიღუპებიან. ამ დროს მიხვედით მეზობელთან, რომ გააფრთხილოთ, მაგრამ ის სიტყვას გაწყვეტინებთ და გეუბნებათ, რომ დაკავებულია. ცხადია, მყისვე არ გამობრუნდებით. შეიძლება ითქვას, რომ მსგავს სურათს ვხედავთ ჩვენს სამქადაგებლო უბნებზე: როცა ვქადაგებთ, ბევრი არ გვისმენს, რადგან არ იციან, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობაა. როდესაც მათთან მივდივართ, ისინი შეიძლება თავიანთ საზრუნავში იყვნენ ჩაფლულნი (მათ. 24:37—39), მცდარ აზრს იყვნენ აყოლილნი (მათ. 11:18, 19), ანდა ფიქრობდნენ, რომ ჩვენი რელიგია არაფრით განსხვავდება იმ რელიგიებისგან, რომელთაც „ცუდი ნაყოფი“ გამოაქვთ (2 პეტ. 2:1, 2). თუმცა, თუ მობინადრე თავიდანვე ინტერესს არ გამოიჩენს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი გადაწურულია და ხელი ჩავიქნიოთ.
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
მას შემდეგ, რაც მობინადრისგან წამოხვალ, იმსჯელე შენს პარტნიორთან, რის გაკეთება შეიძლებოდა უკეთ, რომ საუბარი გაგრძელებულიყო.