იხელმძღვანელე ახალი ბუკლეტით, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდს ფართო მასებს აცნობს
ამ ბუკლეტის სახელწოდებაა „უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები“. ბუკლეტის უკანა გვერდზე მოცემულია სამი შეკითხვა. ხელსაყრელ სიტუაციაში ჰკითხე მოსაუბრეს, ყველაზე მეტად რომელ კითხვაზე ისურვებდა პასუხის მიღებას. ამის შემდეგ მისი ყურადღება მიმართე ჩვენი ვებ-გვერდისკენ. კერძოდ, კითხვაზე პასუხის მისაღებად მას შეუძლია ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ იხილოს: ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე. ამ განყოფილებაში ის აგრეთვე მოძებნის პასუხებს კითხვებზე: რა არის ღვთის სამეფო? და რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
ყოველთვის ხელთ გქონდეს ეს ბუკლეტები, რათა მათი დახმარებით ხალხმა ბიბლიიდან გაიგოს, თუ რა საოცარი ცხოვრება იქნება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს.