დავიხვეწოთ ქადაგებაში — გაბედულად ისაუბრე სამეფოს შესახებ
რატომ არის მნიშვნელოვანი. თუ გვსურს, რომ 2 ტიმოთეს 1:7, 8-ში ჩაწერილი ნათელი მითითებით ვიხელმძღვანელოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეფოს შესახებ გაბედულად ვისაუბროთ. მაგრამ რა დაგვეხმარება, რომ გაბედულება მოვიკრიბოთ?
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
შეარჩიე ერთი კონკრეტული ადამიანი, ვისაც უქადაგებ. სთხოვე იეჰოვას, რომ მოგცეს გაბედულება და საუბრის დაწყების შესაძლებლობა.