დავიხვეწოთ ქადაგებაში — დამაფონით მსახურება
რატომ არის მნიშვნელოვანი: დამაფონით ქადაგებისას შეიძლება თავს უხერხულად ვგრძნობთ და ვღელავთ. როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს სირთულე და არ დავკარგოთ კარგი საქმეების კეთების მოშურნეობა? არ დაგავიწყდეს, დამაფონი შესაძლოა ერთადერთი საშუალება აღმოჩნდეს საიმისოდ, რომ ზოგმა მობინადრემ სასიხარულო ცნობა მოისმინოს (რომ. 10:14). და-ძმების გამოცდილებიდან გამოჩნდა, რომ ამგვარ ქადაგებას საკმაოდ კარგი შედეგი მოაქვს (იხილე „2011 წლის წელიწდეული“, გვ. 65, 66 და „2000 წლის წელიწდეული“, გვ. 54, აბზ. 3 [რუს.]). მიმოვიხილოთ ზოგიერთი რჩევა.
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს გაითამაშეთ დამაფონით მსახურების სცენები.