ქრისტიანული ცხოვრება
დავიხვეწოთ ქადაგებაში — დამაფონით ქადაგება
რატომ არის მნიშვნელოვანი: ტექნოლოგიურმა პროგრესმა ხელი შეუწყო იმას, რომ დანაშაულის მატებასთან ერთად უსაფრთხოების მიზნით ხალხს უფრო აქტიურად გამოეყენებინა სახლებში სათვალთვალო ვიდეოკამერები და დამაფონები. შეიძლება შიშის გრძნობა დაგეუფლოს იმის გამო, რომ კამერის მიღმა უნდა უქადაგო ადამიანს, რომელსაც შენ ვერ ხედავ, მაგრამ ის გაკვირდება. ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარება, უფრო დამაჯერებლად ისაუბრო.
როგორ მოვიქცეთ:
იყავი პოზიტიური. როგორც წესი, მობინადრეები თავს არ არიდებენ ჩვენთან დამაფონით საუბარს.
გაითვალისწინე, რომ ზოგი კამერა ჩანაწერის კეთებას მანამ იწყებს, სანამ ზარს დარეკავ. მობინადრემ შეიძლება მაშინვე შეგნიშნოს და შენი ხმა გაიგოს, როგორც კი კარს მიუახლოვდები.
როცა მობინადრე გიპასუხებს, კამერისა თუ დამაფონის წინ ისე ისაუბრე, თითქოს პირადად მობინადრეს ესაუბრები. გაიღიმე და გამოიყენე ბუნებრივი ჟესტები. ნუ შეცვლი მომზადებულ შეთავაზებას იმის გამო, რომ მობინადრეს პირისპირ ვერ ხედავ. ძალიან ახლოს არ მიიტანო სახე კამერასთან. თუ მობინადრე არ გიპასუხებს, ნუ დატოვებ ხმოვან შეტყობინებას.
გაითვალისწინე, რომ მობინადრე შეიძლება საუბრის დასრულების შემდეგაც გაკვირდებოდეს და გისმენდეს.