9 მარტით დაწყებული კვირის გეგმა
9 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 44 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 21 ¶9—15 (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: 1 სამუელი 1—4 (8 წთ.)
№ 1: 1 სამუელი 2:30—36 (3 წთ. ან ნაკლები)
№ 2: რა იწინასწარმეტყველა ბიბლიამ მესიაზე? (igw გვ. 10) (5 წთ.)
№ 3: ასა — თემა: იყავი გულმოდგინე წმინდა თაყვანისმცემლობაში (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
თვის მუხლი: „მზად . . . [იყავი] ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (ტიტ. 3:1).
10 წთ.: „მზად . . . [იყავი] ნებისმიერი კარგი საქმისთვის“. მოხსენება. დაფუძნებულია თვის მუხლზე. წაიკითხე იგავების 21:5, ტიტეს 3:1 და 1 პეტრეს 3:15. შემდეგ იმსჯელე ამ მუხლებზე. ახსენი, როგორ ეხმარება ქრისტიანს კარგი მომზადება. მოკლედ მიმოიხილე მიმდინარე თვის სამსახურებრივი შეხვედრისთვის გათვალისწინებული დავალებებიდან ზოგიერთი და აღნიშნე, როგორ უკავშირდება თითოეული მათგანი თვის მუხლს.
10 წთ.: ინტერვიუ თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველთან. დაუსვი მას შემდეგი კითხვები: რა შედის შენს მოვალეობაში? როგორ ემზადები ყოველკვირეულად სკოლის ჩასატარებლად? რატომ უნდა მოამზადონ სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი დავალებები კარგად? რატომ იქნება დამსწრეთათვის სასარგებლო, თუ კრების თითოეული წევრი შეხვედრაზე მომზადებული მოვა?
10 წთ.: „ემზადები გახსენების საღამოსთვის?“ განხილვა. მოკლედ მიმოიხილე 2013 წლის მარტის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-2 გვერდზე მოცემული სტატია. წინასწარ სთხოვე მაუწყებელს, ინსცენირებით აჩვენოს, თუ რაოდენ გულთბილად ხვდება იგი ქრისტეს გახსენების საღამოზე მოსულ სტუმარს.
სიმღერა 8 და ლოცვა