ემზადები გახსენების საღამოსთვის?
იდგა ახ. წ. 33 წლის 13 ნისანი. იესომ უწყოდა, რომ ახლოვდებოდა მისი მოწამებრივი აღსასრული და მოციქულებთან ურთიერთობისთვის ბოლო საღამოღა რჩებოდა. მას ბოლოჯერ უნდა აღენიშნა პასექი და საფუძველი ჩაეყარა ახალი დღესასწაულისთვის — თავისი სიკვდილის გახსენების საღამოსთვის. ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა უდავოდ სამზადისს მოითხოვდა. ამიტომ მან პეტრესა და იოანეს დაავალა, თადარიგი დაეჭირათ (ლუკ. 22:7—13). ამ წლიდან მოყოლებული ქრისტიანებს ყოველწლიურად მოეთხოვებათ უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა და ამისთვის სათანადოდ მომზადება (ლუკ. 22:19). რის გაკეთება გვმართებს, რომ ჩვენც ღირსეულად მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის, რომელიც წელს 3 აპრილს აღინიშნება?
მაუწყებლებო:
პირადი საქმეები ისე დაგეგმეთ, რომ სრულად ჩაებათ გახსენების საღამოს კამპანიაში.
შეადგინეთ სია და გახსენების საღამოზე მოიწვიეთ ბიბლიის შემსწავლელები, ოჯახის წევრები, ნათესავები, თანასკოლელები, თანამშრომლები და ნაცნობები.
წაიკითხეთ გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი ბიბლიური მონაკვეთები და იფიქრეთ წაკითხულზე.
განეწყვეთ იმისთვის, რომ გახსენების საღამოზე მოსულ სტუმრებს გულთბილად შეხვდეთ.